ადრეც დავწერე და კიდევ ერთხელ დავწერ.
"დღეს მსოფლიოში არის სამი ტიპის მიდგომა როგორ იყოს ეს ორგანიზებული.
1. საფრანგეთი. ფრანგებს ძალიან სპეციპიკური მოდგომები აქვთ მეღვინეობა მევენახეობასთან. არის ძალიან სერიოზული რეგულაციები. შენ რომ ჩახვიდე, რა ფულიც არ უნდა დახარჯო შეიძლება ვენახი ვერ გააშენო. იქ კონტროლდება მოთხოვნა-მიწოდება და ბალანსს არ არღვევენ. ამას გარდა მაგალითად ბორდოში, მარგოს აპელაციონ ზონაში პინოს ვერ გააშენებ, ან შარდონეს. ყველა ზონას თავისი სპეციფიკა აქვს და იქ სხვა ყურძენს არ აშენებინებენ. აკრძალულია მორწყვა იმისათვის რომ რაოდენობა არ გაიზარდოს ხარისხის ხარჯზე.
2. დანარჩენი მსოფლიო. ყველგან სადაც მოქმედებს საბაზრო ეკონომიკის პრინციპები ყველაფერი არის თავისუფალი. მოიყვანე ყურძენი? ვერ ყიდი? გაკოტრდი. იგივე მიდგომაა როგორც ნებისმიერ სხვა ბიზნესში. მე კალიფორნიაში ასობით ჰექტარი მიტოვებული ვენახები მაქვს ნანახი. მეღვინეობის ბუმის დროს გააშენეს ტიპება, მოხდა ჭარბი წარმოება და ვიღაც გაკოტრდა და ვიღაც არა. ყველაფერი ბაზარმა დაარეგულირა.
3. საქართველო. არაფერი კონტროლდება. არც რაოდენობა, არც ბალანსი. მარა თუ მოთხოვნა არ არის ყურძენზე სახელმწიფო იყიდის ბიუჯეტის ფულით და გაავსებს ქარხნებს ღვინით რომელზეც წარმოდგენა არ აქვს რა უნდა გაუკეთოს. თუ ფასია დაბალი სუბსიდიას გააკეთებს რომ არჩევნებისთვის გლეხი არ გაამწაროს და ტელევიზორში ვინმემ არ აჩვენოს ვაზს როგორ ჩეხავს.
სხვა მიდგომა მე არ ვიცი, შეიძლება კიდევ აქვს ვინმეს რამე რეგულაცია მარა მე ეს სამი მიდგომა ვიცი."
ჩემი აზრით სახელმწიფო საერთოდ არ უნდა ჩაერიოს. გამოსავალი ისაა რომ ბიზნესმა (ღვინომ და მევენახეობამ) იპოვოს ბალანსი. ასე მოხდა 2000 -იანების დასაწყისში. ყურძენი იყო 1.40-1.80 ლარის ფარგლებში საფერავი. თეთრი ორჯერ ნაკლები.
ჩემი აზრით პრინციპი იმაში უნდა იყოს რომ ბიუჯეტის ფულით რაიმე მოსავალი არ უნდა ფინანსდებოდეს, იქნება ეს ყურძენი, მანდარინი თუ ხურმა.
და პრინციპი უნდა იყოს იმაში რომ ბიზნესი არ დაატერორო ან ის მიიღე იმდენი, ან ამაში ამდენი გადაიხადე ან იმას ეს მიეცი. საბოლოო ჯამში ეს დარგს მოკლავს.
უნდა მორჩეს კომპანიების მიმართულების ტალახის სროლა და ხელის შეწმენდა. ყოველი ასეთი რთული რთველი ხელს უწყობს და სტიმულს აძლევს კომპანიებს იმაში რომ მეტად დამოუკიდებელი იყოს სხვისგან. ეს საბოლოო ჯამში ისევ მცირე მევენახეს დაარტყავს.
როდესაც კომპანიებს საჭიროდ მიაჩნიათ და საშუალებაც აქვთ გადახდის, მაშინ ფასიც მაღალია. ამას წინ არაფერი უდგება. ისიც სიცრუეა რაღაც კარტელური გარიგება და მაიმუნობა. დამიჯერე, მე ძალიან დიდი ხანია ამ დარგში ვარ, ჯერ კიდევ წინა საუკუნიდან

და ვიცი, ბევრჯერ იყო მცდელობა ფასებზე შეთანხმების მარა არ ხდება ეს. არ მომხდარა როდესაც სულ რამოდენიმე მსხვილი მოთამაშე იყო ბაზარზე და მით უმეტეს ვერ მოხდება ახლა. როდესაც კონკურენციაა და საჭიროება მოითხოვს შემდეგ ყველას მაგარი კიდია სხვა კომპანია, იმის ინტერესი და შეთანხმება. როდესაც მე კომპანიას უნდა მაგალითად 1000 ტონა ქინძმარაულის საფერავი, განა უბრალოდ უნდა, ჭირდება. და არის საფრთხე იმის რომ მე შეიძლება სასურველი რაოდენობა ვერ მიიღოს და ბიზნესი აეწეწოს და მთელი საქმე საფრთხის წინაშე დადგეს ამის გამო, მაშინ შეთანხმება უკანა ხარისხში გადადის და საქმის გადარჩენაზე მიდის ჩალიჩი.