mesxeliხორბალი ბევრი არ მისცე

ისე უნდა გაზარდო რო ქონი არ ქონდეს საერთოდ. ხორბალი გაგისუქებს. საფქვავი იყიდე რომელიც ბალახს, მარცვალს და ბოსტნეულსაც ფქვავს ერთად, აურიე და ისე მიეცი. ჭამაში ენერგია არ უნდა დახარჯონ. უცებ უნდა შეჭამონ და უცებ მოინელონ. კურდღლებს ნაწლავებში კუნთები არ აქვთ სხვა ცხოველებივით, ამიტომ სულ უნდა ჭამდნენ რო საჭმელი მიაწვეს მონელებულ მასას. მთის ბალახში რა ბალახებია ეგ თუ იცი? რამე ისეთი არ შეყვეს რო არ დაწამლო კურდღლები, ყველაზე კარგი ვარიანტია იონჯა, სამყურა, ჭინჭარი, ბაბუაწვერა და სხვები.
კომბიკორმას როცა აძლევს საერთოდ არაფერი არ გჭირდება, კომბიკორმა ნიშნავს იმას, რომ ყველაფერს აძლევ 1 საჭმელში. 3-4 თვის გახდება და უკვე უნდა დაკლა. კომბიკორმასთან ერთAდ შეგიძლია ტოტები მისცე, აკაციის, ქლიავის, ფიჭვის (შემოდგომაზე უმჯობესია, ეთერზეთები ნაკლებადაა და კუჭს არ უღიზიანებს) .
ხარისხიანი საკვები არავის არ აქვს, ნავთლუღში ვნახე შაბათს, უკრაინიდან შEმოტანილი, 1 და 1.5 ლარი ღირს კილო, შემადგენლობის მიხედვით. მარა მაგარი ბანძობაა, ძვირს იხდი ისეთ რამეში რასაც ისედაც აძლევ დღეს შენს კურდღლებს. მაგას ჯობია საფქვავი და გრანულატორი იყიდო, 1500$ დაგიჯდება, უფრო იაფი დაგიჯდება გაკეთEბა და თან გეცოდინება რას აჭმევ. იმ დღეს ტელევიზორში იყო მომავალ წელს აშენდება სპეციალური ქარხანა, სადაც დამზადდება ყველა კომბიკორმა, ქათმიდან დაწყებული მსხვილფეხა საქონლამდე

მანამდე უნდა შენით იჩალიჩო რა ))
This post has been edited by Meldarion on 8 Feb 2016, 21:40