daviti007
ვადევნებდი თვალს თქვენს მიმოწერას და აზრების ურთიერთ გაზიარებას.
აგრობიზნესის თემაში, განსაკუთრებით ამ თემას - მებოცვრეობას ვაქცევ ყურადღებას, რადგან ბავშვობისას ამ საქმით ვიყავი მამაჩემთან ერთად დაკავებული-ოჯახური ბიზნესი გვქონდა 80-იან წლებში. მაშინ 2 დღის ასაკის ბაჭიებს იბარებდნენ 2 მანეთად და 50 კაპიკად თითოს და 100 დედა კურდღლიანი ფერმა გვქონდა, სამნამ
1987-ში მიღება არ შეწყვიტეს.
ავჭალაში კერძო სახლი მაქვს, სადაც ვცხოვრობ და სოფელში-ცხვარიჭამიაში 1 ჰექტარი მიწის ნაკვეთი- სათიბი.
თემას კი ყურადღებას ვაქცევ იმის გამო, რომ ბავშვები წამომეზარდნენ და ვფიქრობ, ნელნელა დავასაქმო, ბოცვრების მოვლით ორ სასარგებლო საქმეს გავაკეთებ: შრომას შეეჩვევიან და ასე თუ ისე რაღაც შემოსავალიც შეიძლება გაუჩნდეთ პარალელურად.
ამასთან სასტარტოდ დრო აღარ დამეკარგება და ნულიდან საქმის დაწყება აღარ დამჭირდება თუ ბოცვრების გარკვეული რაოდენობა მეყოლება, მე თუ დავიწყე მებოცვრეობა. ამ საქმეს სერიოზულად რომ მივხედო მომავალში, რამდენიმე ფაქტის თანხვედრა უნდა მოხდეს მომავალში: 1- გამართლდეს ამ თემაში გაჟღერებული
ახალშობილი ბაჭიების ჩაბარების ამბავი. 2 - ჩვენი ,,მუცელქორა" ქართველები მიხვდნენ საკუთარი ჯანმრთელობის ფასს და ქოლესტერინიანი(ღორის) ხორცის კი არა,
უქოლერისტინო ხორცის მირთმევის კულტურა შეიძინონ. 3 ამს წინათ, სტატია შემხვდა რომელიღაც ჟUრნალში, ახალშობილ ბავშვს, როდესაც უკვე შეიძლება რძის პროდუქტების მიცემის პარალელურად, ხორცის მიცემაც დაუწყონ, საზღვარგარეთ ექიმები უნიშნავენ მთლიანად ბოცვრის, ან ქათმის მკერდის ე.წ. ,,თეთრ" ხორცს.
საერთოდ გამომშრალი და დაქუცმაცებული სახით, როგორც პაკეტებში ბავშვის კვება იყიდება და სახლში ამზადებენ მერე, ისე გამოსაყენებლად.
მაგრამ ჩვენი მთავრობის ამბავი რომ ვიცი, ამ საქმეშიც ფულის კეთების მოკლე გზას აირჩევს - საზღვარგარეთიდან შემოტანა და საბაჟოდან ბიუჯეტის და ჯიბეების შევსება.