მოკლედ, კიდევ ერთი კრახი ინკუბატორების, სხვადასხვა ინკუბატორში მქონდა 7-7 ცალი კვერცხი საცდელად, ასევე ვესაუბრე ერთერთ მოზრდილ იხვების ფერმას, იქაც იგივე სიტუაციაა, მაგრამ ტენიანობა მე როცა მივედი იყო 51 პროცენტი, მიუხედავად იმისა, რომ 60-ზე ეყენათ, ვერ აწია რაღაც პრობლემების გამო ალბათ, არადა თავიდან უნდა 60-65 პროცენტი, მერ ე70 და ჩეკვისას 90 პროცენტი.
ახლა რაც შეეხება ორ სხვადასხვა ინკუბატორშI განაწილებულ კვერცხს, ყველაშI იყო ჩანასახი, თითქმის დასრულებული იხვი, მაგრამ ვერ გატეხეს ნაჭუჭი, როგორც გავერკვიე ინტერნეტში ტენიანობის მაღლა აწევა საჭიროა, რომდარბილდეს ნაჭუჭი და ადვილად გატეხოსო, აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ დაბალი ტენიანობის გამო მოხდა ეს ამბები.
მალე ჩამომივა ჩემი აპარატურა ტენიანობისთვის ცალკე აპარატი, რომელიც ინფრაბგერებით წევს ტენს მაღლა ანუ წყლის ცივად აორთქლებას ახდენს დაბალი ენერგომოხმარებით.
ასევე კონტროლერი ტემპერატურა, ტენიანობა გადაბრუნება სიგნალიზაცია დარღვევისას და ასე შემდეგ.
ყველაზე მეტად მაინტერესებს რა ტემპერატურული რეჟიმი უნდა დავიცვა, ინტერნეტში სხვადასხვა ვარიანტებს ვნახულობ, ზოგგან 38 უნდაო სულო, ზოგგან სხვანაირად წერია, იქნებ ვინმე კომპეტენტური მოვძებნო რომ ამ საქმეში კარგად ერკვეოდეს და გამოცდილი ჰქონდეს.
ტენიანობას სხვა ხერხით ავაწევინებ, და დამატებით დამხმარე აგრეგატად მექნება ცალკე წყალშI ჩადებული ტენი, რომელსაც ჩართავ და ცალკე კიდევ მისტ მეიქერი, ეს იქნება სასწრაფო დახმარებასავით

მთავარია ის გავიგო ზუსტად რამდენ გრადუსი რამდენი დღე უნდა პატივცემულ იხვის კვერცხ იდეალური პირობებისთვის.