Mrs.aravin არაფერი ძნელი არაა. ადრე მეც პადრიატ მეხოცებოდნენ ბაჭიები ზუსტად 1 დან 2 თვემდე ასაკში.. შემდეგ როგორც კი გამოძვრებოდნენ ბუდიდან ვასმევდი ანტიკოქციან წყალს და წიწილების წამალი როა ყვითელი ფხვნილი იმიან წყალს და 1 აღარ მომკვდომია მას მერე უმიზეზოდ..
.რაც მთავარია პირველ რიგში უნდა შეარჩიო ჯამთელი დედა და მამა. მამალი აუცილებლად სრულიად სხვა სისხლის უნდა იყოს.
მერე გალიაა მთავარი, ვერ უნდა შედიოდეს თაგვი და სუფთა თბილი და მშრალი მაგრამ არა ჩახუთული უნდა იყოს და არ უნდა ხვდებოდეს ქარი.
შემდეგ საკვებია უმთავრესი (გრანული ულაპარაკოდ ჯობია) შემდეგ ქერის და სიმინდის როში ხმელი პური და ხმელი ბალახი. ნედლი და წვნიანი არაფერი არ დაანახო 3 თვემდე ბაჭიას სტაფილოს და ვაშლის გარდა..
უნდა ასვა ვიტამინიანი წყალი და არ უნდა დაგეზაროს მოვლა ასე მინიმალურ წესებს თუ დაიცავ უპრობლემოდ გაამრავლებ.
ჯიშიანს ვეძახი 4-5 კილოდან ზევით თუ იზდება იმას და 10 დან ზევით თუ აჩენს.. ჯიშის განსაზღვრა ბაჭიაში ძაან რთულია ამიტომ უნდა ნახო დედ მამა და ისე იყიდო....
ვერც მე ვერ ვჭამ ჩემი კურდღლის ხორცს. ოჯახში უყვართ თორემ მე ვერც ვკლავ და ვერც ვჭამ