5 მილიონი ჩავდეო თან
აბა მოსულა ბაზარზე გიგანტი
სოკოს მწარმოებელი კომპანია „თეთრი ქუდის" ყოფილი დამფუძნებელი ვანო იოსელიანი 2017 წლის აპრილ-მაისში ბოცვრის ხორცს სარეალიზაციო ქსელში გაუშვებს. კომპანია „ჩემი რანჩო" ბოცვრის ხორცის რამდენიმე სახეობას გამოუშვებს. მათ შორის იქნება გაუყინავი და ნაწილებლად დაფასოებული ხორცი. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, პროდუქცია ბაზარზე „ჩემი რანჩოს" ბრენდით გაიყიდება.
კითხვაზე, რა ფასით გაიყიდება პროდუქცია, იოსელიანი განმარტავს, რომ ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია. თუმცა, მისივე ინფორმაციით, კომპანია შეეცდება გარდაბანში წარმოებული ხორცი სხვა ხორცპროდუქტებთან შედარებით, მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კონკურენტული იყოს.
იოსელიანის განცხადებით, ხორცის რეალიზება საქართველოს ყველა შესაძლო მარკეტებში, რესტორნებში და სასტუმროებში მოხდება.იგეგმება დისტრიბუციის ქსელის გახსნაც.
„წინასწარ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ყველა ქსელთან. დღევანდელი მდგომარეობით მინდა გითხრათ, რომ პროდუქტზე მოთხოვნა ძალიან დიდია. რაც შეეხება კონკურენციას, საქართველოში ბოცვრების მცირე მასშტაბის ფერმები არსებობს, თუმცა, პროდუქტი რასაც ჩვენ ვთავზობთ, უალტერნატივოა"-აცხადებს იოსელიანი.
მისი ინფორმაციით, მებოცვრეობის კომპლექსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ფერმა გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში მდებარეობს. იოსელიანის თქმით, ამ დროისთვის მანქანა-დანადგარების მონტაჟი მიმდინარებს. პროექტი ქართული ინვესტიციით ხორციელდება და ის დაახლოებით 5 მილიონი დოლარი ჯდება.
შეგახსენებთ, ვანო იოსელიანმა სოკოს ბიზნესიდან მებოცვრეობაში მიმდინარე წელს გადაინაცვლა. კომპლექსი მოიცავს ლაბორატორიებს, სასაკლაოს.
http://commersant.ge/?m=5&news_id=45539&cat_id=6 This post has been edited by rockforever on 18 May 2017, 18:48
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" (c) შალვა ნათელაშვილი