მე მყავდა მიწაში. ადრეც ვწერდი. ასე იოლია მოვლა. დალაგების მხრივ და ყველანაირად. ახლა გალიებში მყავს და ვაპირებ ისევ მიწაში დავაბრუნო. დრო არ მაქვს რომ კარგად მოვუარო, დავასუფთაო გალიები და ა.შ.
მიწის პლუსებია: 1) საკვებს და წყალს თითო-თითო ან რამდენიმე ჭურჭელში ათავსებ და ყველა გალიაში სათითაოდ განთავსება არ გიწევს. ეს დროის და ენერგიის ეკონომიაა.
2) დასუფთავების მხრივ მარტივია, უფრო იშვიათად გიწევს დასუფთავება. ზედაპირზე არსებული მიწის ტომრებში ჩაყრა და გადაყრა. მე პატარა ბაღი მაქვს და ფეკალიების ნიადაგის გასაფხვიერებლად ვიყენებ.
მინუსები:
1) არასდროს არ იცი რამდენი კურდღელი გყავს ჯამში

სოროში იმალება რაღაც ნაწილი. ბაჭიები მაინც.
2) რამდენი დედალი მაკედ, როდის დაყარა, და ა.შ. ვერ აკონტროლებ.
3) სტიქიურად ხდება გამრავლება. ვერ აკონტროლებ. ბიზნესის კუთხით ცუდია, უცებ დაკვლა რომ მოგინდეს სოროში შეძვრება და ვერ იჭერ. ბაჭიების დევნა ცალკე თემაა