რა ნივთიერებაა აფლატოქსინი, რომელიც თხილში შეიძლება გამოიყოს და რატომ იწვევს ადამიანის სიკვდილს?
21.12.2018
აფლატოქსინები ორგანული ნაერთებია, რომელთაც სოკოები გამოყოფს, მათ მიკოტოქსინებსაც უწოდებენ.
ალფატოქსინს ასპერგილუსის სახეობის სოკოები გამოყოფენ, რომლებიც ცხიმის მაღალი შემცველობის მქონე მარცვლეულსა და თხილეულზე იზრდებიან.
ამ სოკოთი ადვილად ავადდება ისეთი პროდუქტი, რომელსაც ცხელ და ნესტიან კლიმატურ პირობებში ინახავენ. აფლატოქსინები დროთა განმავლობაში შეიძლება გაჩნდეს არასწორად შენახულ ჩაიშიც და სხვა ბალახეულში. ეს ტოქსინი აღმოჩენილია იმ ცხოველის რძეშიც, რომელიც ასეთი ბალახით იკვებებოდა.
აფლატოქსინის გავლენა ორგანიზმზე:
აფლატოქსინი ყველა ბიოლოგიურ ტოქსინს შორის ყველაზე ძლიერ ჰეპატოკანცეროგენად არის მიჩნეული. უძლებს პროდუქტის თერმულ დამუშავებასაც კი. ორგანიზმში მაღალი დოზით მოხვედრისას კი ღვიძლის შეუქცევადი დაზიანების
გამო რამდენიმე დღეში იწვევს ადამიანის სიკვდილს. დაბალი დოზით მიღებისას შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული აფლატოქსიკოზი, რომელიც ხასიათდება იმუნიტეტის დაქვეითებით, დნმ-ის დაზიანებით და ონკოგენების გააქტიურებით.
ამ ტოქსინის ასეთი ტოქსიკურობის შესახებ არაფერი იყო ცნობილი 1960 წლამდე, როცა ბრიტანეთში მოულოდნელად 100 ათასი ინდაური დაიხოცა. განვიტარებულ ქვეყნებში დაწესებულია პროდუქტთა მკაცრი მონიტორინგი
აფლატოქსინის გამოსავლენად. ეს იმ პროდუქტებს ეხება, რომლებშიც ტოქსინი ყველაზე ხშირად ვლინდება ხოლმე: არაქისი, სიმინდი, გოგრის თესლი, თხილეული, ჩაი და სხვა. პროდუქტის დაბინძურებული პარტიები ნადგურდება.
განვითარებად ქვეყნებში კი, სადაც ასეთი კონტროლი არ არსებობს, ობის სოკოთი პროდუქტთა დაბინძურება ისევ პრობლემად რჩება. მაგალითად მოზამბიკში ღვიძლის კიბოთი სიკვდილობა 50-ჯერ მაღალია, ვიდრე საფრანგეთში.
საქართველოდან ექსპორტირებულ თხილში აფლატოქსინი აღმოაჩინესევროპულ ბაზრებზე საქართველოდან ექსპორტირებული მომწამვლელი ნივთიერებების შემცველი თხილი აღმოაჩინეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სამსახურის უფროსმა მაია მეტრეველმა განუცხადა, 2009 წლის განმავლობაში, ევროპულ ბაზრებზე საქართველოდან ექსპორტირებულ თხილში აფლატოქსინის შემცველობის აღმოჩენის ოთხი შემთხვევა დაფიქსირდა.
https://mkurnali.ge/medicinis-siakhleniii/1...amoitsvios.html
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3