სალამი მეფუტკრეებს
ადრე აქ დავწერე თაფლის ფალსიფიკაციის პრობლემაზე რომელიც უდიდეს პრობლემას უქმნის როგორც კეთილსინდისიერი მეფუტკრებისთვის ასევე ნატურალური თაფლის მსურველს, დიდი გამოხმაურება არ მოყვა ამ თემას. როგორ თქვენ არ გაწუხებთ ეს თემა?
ჩვენი ფუტკარი კარგად იყო განვითარებული 4 ჯერ შევუცვალეთ ლოკაცია(1 აკაცია, 2-ჯერ ცაცხზე და ბოლოს საშემოდგომოდ ) ყველა ლოკაციაზე ჩვენი ფუტკარი გამოირჩეოდა სიძლიერით (ამაზე ბევრად ძლიერებიც ბევრჯერ გვყოლია ) 1 ტონა თაფლი ავიღეთ აქედან 100 კილო გაჩუქდა 400 კილოს რეალიზაცია მოხდა სამწუხაროდ 500 კილო კიდევ გასაყიდია. 1 სკაზე 20კილოს ფარგლებში გაასწორა. ჩვენ მხოლოდ ერთხელ ამოვიღეთ თაფლი შეიძლება გაგიკვირდეთ ან იქნებ არც გაგიკვირდეთ და ჩახოცელი ფუტკრები რომ ყავდათ ღალის პიკზეც კი რომ 1-2 ფუტკარი გამოფრინდებოდა იმ მეფუტკრეებმა მოახერხეს 3 ჯერ გამოწურვა, თაფლის რეალიზაციაც მალევე მოახერხეს
ძალიან ცუდი მდგომარეობაა თაფლის ბაზარზე ფაქტიურად სარეალიზაციოდ გამოტანილი თაფლის უდიდესი ნაწილი ფალსიფიცირებულია !
1) არიან უნამუსო მეფუტკრეები "მეპესოკეები" რომელიც მთელი ღალიანობის პერიოდში აქტიურად კვებავენ შაქრით
2) არიან ადამიანები რომლებიც თაფლის ფალსიფიკაციას ახდენს მოდუღებით პირდაპირ შაქრიდან ქმნის თაფლის კონსისტენციის სითხეს
ცალკე არის სახელმწიფო რომელიც ვიგაცეებს ორ-ორ სკას ჩუქნის 15 კამერის წინ და გვაჩვენებს როგორ უწყობს ხელს მეფუტკრეობის დარგს
დღეს საყიდლებზე მომიზია გასვლა, ახალი ხილი აღმოვაჩინე რომელიც ყველგან თველებში მეჩხირებოდა . თაფლი 500 გრამიანი დაფასოებით 2-3 ლარად
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)