ამ კითხვას აქვს აქვს როგორც დადებითი ისე უარყოფითი პასუხები

.
შენ წარმოიდგინე არ ვხუმრობ . თვითოეულ პასუხს კი თავისი ახსნა და დასაბუთება სჭირდება .
გააჩნია რა პირობებში უწევს შენს ფუტკარს ცხოვრება წლის განმავლობაში ?
1 ) ეს შეიძლება იყოს ერთ მცენარეზე მცირე ღალიანობა და მეორეზე ცოტა დიდი ღალიანობა . ამის შემდეგ მხოლოდ ერთხელ ამოიღე თაფლი მთელი წლის განმავლობაში . ამ შემთხვევაში დედა ორი წელი , სამიც და შეიძლება ოთხიც მშვენივრად მუშაობს.
ამ შემთხვევაში შეგიძლია შეცვალო , მხოლოდ ის დედები , რომლებმაც ,, იზარმაცეს ".
2 ) წლის განმავლობაში ორი და მეტი ღალიანობა , ანუ მინიმუმ ორჯერ ამოიღე თაფლი. ამ შემთხვევაში სასურველი იქნება დედების შეცვლა ყოველ წლიურად .
3 ) მთელი წლის განმავლობაში უმეტესად აძლევ გამაღიზიანებელ საკვებს თუნდაც ნახევარ ლიტრს . ამ შემთხვევაში აუცილებლობას წარმოადგენს დედების შეცვლა . მითუმეტეს მაშინ თუ ეგრეთწოდებულ სტიმულატორებს ხმარობ .
როგორც მიხვდი დედებს აქვთ გარკვეული რესურსი კვერცხის , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს , რომ უნდა დავზოგოთ და არ მივცეთ კვერცხის დადების საშუალება
დედების შეცვლა კი ცალკე თემაა ...
დედების ხელოვნური შეცვლა უნდა მოხდეს მყისიერად ანუ ამოგყავს ძველი და ეგრევე აძლევ ახალ განაყოფიერებულ დედას ( როგორ და რანაირად ეგეც ცალკე თემაა ). სხვანაირად შეცვლაზე არც იფიქრო , მაშინ დაელოდე და თვითონ უკეთესად შეცვლიან.
იმასაც ვიტყვი , რომ დედების ყოველწლიური ცვლა ოპტიმალურის გარანტიას არ იძლევა .
ანუ იმას რომ საფუტკრეში ყველა ოჯახი ძლიერი იყოს.
თუმცა უამისობაც არ იქნება . ბევრ მეფუტკრეს, მათ შორის მეც მენანება იმ დედის შეცვლა, რომელიც რეკორდული ოჯახიდანაა.