3 ჰექტარი არის 30 000 კვადრატული მეტრი... მაგ ფართობის ნაკვეთს შეიძლება ჰქონდეს გვერდები 3 მეტრი 10 000 ზე, შეიძლება კიდე 173 მეტრი 173 მეტრზე...
პირველ შემთხვევაში პერიმეტრი გამოდის 20 006 მეტრი, მეორე შემთხვევაში 693

(ეს ოღონდ მინიმუმია)...
ამით იმისი თქმა მინდა რომ ვერ გაიგებ მარტო ფართობით რამდენი მეტრი მავთული და რამდენი ბოძი გჭირდება... დაწერე ზომები (სიგრძე სიგანე) და ფასები (მავთულის, ბოძების) და გამოგითვლით, მარტივი არითმეტიკაა

შესაღობად ყველაზე ოპტიმალური გვერდების ზომები რომ ავიღოთ, ანუ 700 მეტრამდე პერიმეტრი (4 გვერდი*173მეტრი) დაგჭირდება 700(მეტრი)*5 (პირი)=3500 მეტრი ეკლიანი მავთული, პლიუს 700(მეტრი)/2(მეტრი)=350 ბოძი...
არ ვიცი რა ღირს ეგ მავთული, ალბათ 50თეთრი ეღირება მაინც მინიმუმ... თუ ასეა მინიმუმ 1750 ლარი მარტო მავთულზე გინდა... პლიუს ამას ბოძები ლარი ხომ მაინც ეღირება ერთი ცალი... ახვედი უკვე მინიმუმ 2100 ლარზე... შეღობვაც ლარი მაინც ხომ იქნება ერთი მეტრი, ჰოდა ეგეც შენი მინიმუმ 2800 ლარი... ეს ყველაზე ოპტიმალური ზომის, მოცემული ფართობის ნაკვეთის და მგონი ძალიან დაბალი ფასების შემთხვევაში...
ერთი სიტყვით 2500 ლარი 3 ჰექტარისთვის ძალიან ცოტა მგონია.
This post has been edited by ibo on 20 Feb 2017, 20:50