kaxaberski66აუცილებლად დავწერ შედეგებს.
მეორე მეთოდი მცენარეების გამრავლების, იგივე ინ ვიტრო, იგივე მიკროკლონირება, არის ყველაზე სრულყოფილი მეთოდი დედისეული შთამომავლობის მიღების.
მეთოდი ძალიან რთულია და მდგომარეობს შემდეგში.
პირველ რიგში მუშაობა უნდა მოხდეს სრული სტერილური გარემოს პირობებში. სტერილური იარაღები, ჭურჭელი, გარემო, ჩაცმულობა.
საჭიროა ჩაკეტილი გარემო. შევდივართ თავსაბურით, რომ თმის ნაწილიც არ დავარდეს და სამუშაო გარემოში არ შევიტანოთ ინფექცია.
გასამრავლებლად გვჭირდება კალამი მცენარის, ან ფესვი. ვიღებთ მერისტემას, იგივე წარმომშობ ქსოვილს, რომლის გაყოფის შედეგად იზრდება მცენარე. მერისტემა არის ფესვის, კენწეროს ან გვერდითა. ფესვის მერისტემა ზრდის ფესვს, კენწეროს მერისტემა უზრუნვოლწუფს სიმაღლეში ზრდას, ხოლო გვერდითა მერისტემა სისქეში ზრდას.
თუ ჩვენ გვინდა გავამრავლოთ ჩვეულებრივი მცენარე, უმჯობესია გამოვიყენოთ კენწეროს მერისტემა, თუ გვინდა გამოვიყვანოთ საძირეები, მაშინ ფესვის მერისტემა ჯობს, ჩემი ვარაუდით გვერდითა მერისტემა უფრო ბონსაის მისაღებად იქნება უპრიანი.
საძირეების მიღება ხშირად ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი მცენარის კულტურული ჯიში ვერ ეგუება ნიადაგში არსებულ ნორმიდან გადახრებს. ისეთებს
როგორიცაა კარბონატული ნიადაგები, კირქვიანი ნიადაგები, წყალი 1-2 მეტრის სიღრმეზე, მიწაში არსებული დაავადებები, პარაზიტები და სხვა.
მაგრამ იგივე სახეობის ველური ფორმები მარტივად ეგუება პირობებს და ხდება აუცილებელი სანამყენე საძირეების შოვნის. ჩვენმა წინაპრებმა ეს მშვენივრად იცოხენ და ამიტომაც ყოველთვის ნამყენებს იყენებდენ.
დღესაც რიგ რეგიონებში ხშირად ზიანდება და ხმება ხეხილი, რომლებიც სუსტ საძირეებზეა აღმოცენებული.
ამ და ბევრი სხვა მოსაზრებით ძლიერი საძირე მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება მერისტემის მიღებას. ეს არის ყველაზე რთული სამუშაო და ზუსტი შედეგი სავარაუდოდ ათი მცდელობიდან ერთი შეიძლება მივიღოთ.
საუბარია გახსნილი კვირტის მზარდი ზედა ნაწილის უმცირესი ზედა ორი ფენის მოხსნაზე, უფრო მოკვეთაზე უჯრედულ დონეზე. ზედა ორი ფენის იმიტომ, რომ პირველი ფენა დარჩეს დაუზიანებელი.
ამას დასჭირდება ბევრი ვარჯიში, ბევრი ფუჭი მუშაობაც კი შეიძლება მოგვიწიოს და ამიტომაც ერთ კონტეინერში სასურველია რამოდენიმე მერისტემა მოთავსდეს.
ანუ ათეულობით მერისტემას მოვკვეთავთ, ბევრი სხვადასხვა კალმიდან.
ეს, რა თქმა უნდა, ხდება მიკროსკოპის ქვეშ სტერილურ გარემოში.
შემდეგი ნაბიჯია სტერილიზაცია.
ბიოლოგიური მასალის სტერილისაცია ვერ იქნება ტემპერატურით ან წნევით. საქმეში ვრთავთ ქიმიურ ხსნარებს, რომელთა შემადგენლობები ბევრადაა ინტერნეტში მოცემული.
სტერილიზაციის შემდეგ მერისტემას ვათავსებთ კონტეინერში, რომელშიც ასხია ჰიდროპონიკი.
თავისთავადც ყველაფერი სტერილურია.
რსმოდენიმე კვირაში გამოჩნდება წანაზარდები მცენარის და როცა ის გახდება შესაბამისი სიდიდის, 2-3 სანტიმეტრი, მას მოვკვეთთ და გადავიტანთ ჰიდროპონიკით და ჟელეთი შეზავებულ ნიადაგში, სადაც ის დაფესვიანდება.
შემდგომში, როცა ფესვთა სისტემა სათანადოდ განვითარდება, ვრეცხავთ გამდინარე თბილ წყალში და გადავრგავთ სტერილურ ნიადაგში. მოვათავსებთ სტერილურ აკვარეუმებში (ცარიელ აკვარეუმს ვგულისხმობ

) და ვუქმნით ხელოვნური ნისლის პირობებს, ვინაიდან მანამდე მცენარე იყო დახურულ კონტეინერში, თითქმის 100% ტენიანობის პირობებში და შეგუება გარემოსთან გაუჭირდება. ორი კვირის შემდეგ მცენარეს ნელ ნელას ვუქმნით იმ პირობებს, რა პირობებშიც უნდა გადავრგოთ.
თანდათან ვამცირებთ ტენიანობას, ტემპერატურას, ვუქმნით ღამის და დღის ტემპერატურულ რეჟიმებს და სხვა.
ბოლო პროცესი გრძელდება მინიმუმ 2 კვირა. შემდგომ გადავრგავთ სათბურში.