ბავშვობა გამახსენდა.
მაშინ არ ვფიქრობდი,არც მაინტერესებდა და არც ვუკვირდებოდი.
600 კვადრატულ მიწაზე (კომუნისტების დოგმა იყო მეტს არ გაძლევდნენ თბილისში სახლის ასაშენებლად)
200 კვადრატი ეჭირა სახლს,გარაჟს და ბილიკებს.
დარჩენილ 400 კვადრატზე იყო ალუბალი, კაი ბუტქუნებს ისხამდა და გემრიელებს.
მერე თუთა მოდიოდა. რასაც დავწერ მაგის მუსრის გამვლებები მინიმუმ 8 ბავში ვიყავით და პლიუს უფროსები.
ალიბუხარი იყო მემგონი და არა ქლიავი,მსგავსი ბაზარშიც კი არ შემხვედრია.
მერე შავი ბალი მოდიოდა რაღაც ზღაპარი. დამწიფებას არ ვაცლიდით ისე შემოვსკუპდებოდით ზედ და იყო ძახილი,ჩამოდით,არ დაიღალეთ მაგ ხეზე ჯდომით,კუჭი მაინც არ გეშლებათ მკვახეს ჭამით......
მერე მოდიოდა მსხალი,ისიც კაი ჯიშიანი.
მერე თეთრი ბალი,იფ იფ და მურაბაც ფანტასტიკა.
მერე კომში,მაგის კომპოტი ცხონება იყო.
მერე ტყემლები,ტყემლებს უკან თხილები,თხილები ცოტას ისხამდა.
მერე მოდიოდა ალუჩა მაგრამ რა ალუჩა.
ამას გარდა დაფნა იდგა ერთი 10 მეტრი სიმაღლის და ვარდები,ვარდები,რო ყვაოდნენ ეზოში ისეთი სურნელი ტრიალებდა.
ხოდა რატომ მოვყევი ამხელა ისტორია.
ამ 400 კვადრატზე საოცრად უხვი მოსავალი იყო ჩამოთვლილი ხილეულის
იმდენად უხვი რომ, როცა წამოვიზარდეთ თუთის არაყსაც კი ვხდიდით 140 ლიტრიან კასრს ვავსებდით თუთით( შარი რომ არ მომდოთ ბოლომდე კი არ ვავსებდით,სადუღარს უტოვებდით რომ არ გადმოსულიყო დუღილისას კასრიდან და მსხლით კიდევა 500 ლიტრიან მუხის კასრს ვავსევდით.

ხოდა მთავარი ისაა რომ კარგად მახსოვს,ბარი სადაც არ უნდა დაგერტყა და ბელტი ამოგეტრიალებინა სამი-ოთხი ჭიაყელა მაინც ამოყვებოდა.
სათევზაოდაც ვიყენებდით ხოლმე მაგ ჭიაყელებს. ნიადაგი კი შავი და კუნაპეტი იყო.
ალბათ მაგ ჭიაყელების დამსახურება იყო ასეთ პატარა ფართზე ასეთი დიდი მოსავალი ხეხილის.