მოკლედ სამი წლის წინ შევიძინე დაჩა და მინდოდა რომ უსასუქო (ქიმია) ბაღჩეული და ხილი მომეყვანა.
შარშან მაგალითად კარტოფილი კარგი მოვიყვანე (მულჩირება რომელსაც გავუკეთე), წელს ნახევარი კარგი ავიღე, ნახევარი მიწაშივე დავტოვე, მგონი თესლი იყო ცუდი და არ გაიზარდა.
წელს პამიდორი ასე თუ ისე კარგი მომივიდა, 40 ნერგიდან იაშიკ ნახევარი ავიღე და სულ ტომატებში გავუშვი

)
შარშან ქლიევები და ტყემალი უხვად იყო
წელს ვაფშე არ ესხა

))
აი ვაშლი და მსხალი იმენაა სულ ჭიანებია რაა, შარშანაც და წელსაც, თავიდან გაზაფხულზე კარგი ასხია და მერე სულ ცვივა, ვფიქრობ მომავალ წელს შევწამლო რომ იქნებ რაიმე დარჩეს ხეზე
კაკალიც ჭიანი გამოვიდა
შარშან ლეღვი დავრგე გაზაფხულზე, კარგად გაიხარა და წელს ეხლა აგვისტოში ფოთლები გაყარა, ვისაც ვკითხე მამშვიდებენ არ გახმებაო და რავიცი აბა
ხო ისე კარალიოკიც დავრგე შარშანა და ეხლა იმანაც ფოთლები გაყარა
წიწაკები დავრგე ერთი 30 ძირი, რომელსაც კარგად ვრწყავდი ცოტა კარგად გაიხარეს და სხვები ჩახმა, როგორც მივხვდი წიწაკებს წყალი უყვართ მაგრად
კომბოსტოები 5 ძირი მქონდა თავები გაიკეთეს და მერე მატლმა თუ ჭიამ შეჭამა

))
წელს წვეთოვანა ვერ ავამუშავე და მერმის მაგის გარეშე არაფერს დავთესავ რააა, კვირაში ერთხელ აშკარად მორწყვა არ ყოფნის
პ.ს. შარშან გაზაფხულზე ჰიბრიდული ჟოლო დავრგე და კარგად იხარეს, სულ მოსავალი ჰქონდა,
წელს შემოდგომაზე გადავაწვინო ორი ძირი
გაზაფხულზე ამოიყარეს ძაან ბევრი და ყველა დავტოვე, ხოდა აი ერთხელ მოისხა რამოდენიმე ძირმა და ვსიო
დანარჩენები მხოლოდ სიმაღლეში გაიზარდნენ და ეგ იყო
უეკლო მაყვალი დავრგე 4 ძირი წელს გაზაფხულზე, ხოდა სანამ წვიმები იყო ოდნავ გაიხარეს და მერე მგონი ჩახმენ ეგენიც
არადა იქვე გზაზე იმდენია ეს მაყვალი, შემოდგომაზე სულ გადავჭერით, ცეცხლიც წავუკიდეთ და მაინც ისე გაიხარეს
This post has been edited by sandroia on 29 Aug 2019, 15:59