გამარჯობათ, იმდენად კარგი თემაა და კარგი ხალხი შეკრებილხართ რომ მომინდა ჩემი აზრის გაზიარება

გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, 74-ვე გვერდი წავიკითხე

გული დამწყდა კახაბერსკის ძმის გამო, რამოდენიმე თვის წინ მეც ძმა დამეღუპა და ვიცი რასაც ნიშნავს ეს ტკივილი, ვიზიარებ.
თემის ავტორიც აღარ შემოდის და თემა მიატოვა, ცუდია

ეხლა მოგიყვებით ჩემს ისტორიას მოკლედ და ვეცდები თემა გამოვაცოცხლო...
1999 წლამდე სოფელში ვცხოვრობდი, სკოლა იქ დავამთავრე და უმაღლესში ჩაბარების შემდეგ თბილისში გადმოვედი საცხოვრებლად.
მას შემდეგ სოფელში მხოლოდ შაბათ-კვირას ვახერხებდი ასვლას, ბოლოს თვეში ერთხელ, რადგან მუშაობაც დავიწყე.
ოჯახის შექმნის შემდეგ კი მარტო ზაფხულობითღა ვახერხებდი, შვებულებაზე.
სოფელი თბილისთან ახლოს, 55 კმ-ში მაქვს, ისტორიული ადგილია და ალბათ ყველამ იცის - ანანური.
ბოლო 20 წლის მანზილზე რაღაც-რაღაცეები შეიცვალა პირად ცხოვრებაში და ის სახლი სადაც ვცხოვრობდი, მე აღარ მეკუთვნის, თუმცა დამრჩა მიწის ნაკვეთი 1 ჰა-მდე.
ადრე სახლიც იდგა იქ და ცხონებულ პაპაჩემს შემთხვევით ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. თუმცა რომ არა ხანძარი, ის სახლი აქამდე მაინც ვერ მოატანდა და დაინგრეოდა, რადგან ძალიან ძველი იყო და სული ძლივსღა ეჭირა.
მოკლედ სახლის ნაშთები დამრჩა, ასევე ძველი ხეხილი (ვაშლი, კომში და ჭანჭური). ვაშლის ჯიშები შაფრანა და ანტონოვკაა. საკმაოდ ბებერი ხეებია, პაპაჩემის და მისი მამის დროინდელი. ალბათ 50 - 60 წლის ასაკის.
რამოდენიმე კაკლის ხეცაა. იგივე ასაკის.
ბაღი ერთ დროს შეღობილი იყო, მაგრამ ღობე ახლა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.
როდესაც სოფელში ვიყავი ყურადღებას კარგად ვაქცევდი, ვღობავდი, ვასუფთავებდი ეკლებისგან, ვთიბავდი და ხეხილსაც ვსხლავდი, მაგრამ ბოლო 20 წელია მარტო დასახედად თუ მოვიცლიდი და შემოდგომიტ ხილის დასაკრეფად.
ადრე კარტოფილი, სიმინდ-ლობიოც კი მოგვყავდა. სახლისთვის მხოლოდ.
მიწა ზოგადად ამ ამდგილას აყალოა, თუმცა შავმიწა ნიადაგიც ურევია და ხეხილი კარგად ხარობს. კარტოფილიც არ მოდიოდა ურიგოდ.
მახსოვს 1 მეშოკს რომ ვთესავდით 10 - 12 მეშოკს ვიღებდით ხოლმე.
მოკლედ ასე გრძელდებოდა შარშანდლამდე. ავდიოდი მარტო ზაფხულობით და შემოდგომით, ხილის დასაკრეფად, აღდგომისთვის საფლავზე გასასვლელად და 1 დღით ,,ისე" ქალაქგარეთ გასასეირნებლად და მსობლიურ ადგილებზე თვალის შესავლებად.
შარშან შემოდგომას კი შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება ზოგადად ცხოვრების მიმართ.
შეხედულებათა გადაფასება მოხდა, თვითნებურად.
კერძოდ, მანამდე თუ ვფიქრობდი რომ თვითრეალიზაციას დიდი მასშტაბები სჭირდებოდა, ოჯახს მარტო ლობიო და კარტოფილი არ ეყოფოდა და სულიერი საკვებიც საჭირო იყო და ა. შ. და ა.შ...
ეხლა ვფიქრობ რომ -
ოჯახს სუფთა ჰაერი სჭირდება
ეკოლოგიურად სუფთა გარემო
სუფთა საკვები
სულიერი სიმშვიდე
წინაპრის ფესვებთან ახლოს ყოფნა
საფლავებს მოვლა
დანგრეულ ეკლესიას აღდგენა
სოფლის გზას შეკეთება
მოხუც მეზობლებს დახმარება
ბაღებს შეღობვა
ხეხილს განახლება
ახალი სიცოცხლე სჭირდება
იმ ადგილსაც და მეც
ხოდა შარშან როგორც კი მოვიცალე ავედი და გასუფთავება დავიწყე, ეკლებითაა გავსებული, უკვე ველური ხეებია, ბუჩქებიც აღარ ქვია.
ვიყიდე დრუჟბა, ელექტრო სათიბი, ორმოების ამოსაღები, ცელი, ბარი, თოხი, ფორცხი, ცული, სასხლავი ....
ეს 1 ჰა მიწა ორ ნაკვეთად იყოფა. ერთი ბაღი უკვე თითქმის გავასუფთავე და შევღობე, ზამთარმა მომისწრო და მარტიდან 1 კვირა რომ ვიმუშავო, სულ მოვრჩები გასუფთავება - შეღობვას.
ტრაქტორს მიწა მოვასწორებინე და გაზაფხულიდან საძირკვლის ჩასხმასაც დავიწყებ. პატარა სახლს ვგეგმავ.
60 კვ.მ. და 5 მ სიმაღლის სახლს ნებართვები არ ჭირდება.
დენი და წყალი უკვე მივიყვანე .
ერთი პატარა ქოხი უკვე ჩავდგი, სადაც ხელსაწყოებს შევინახავ ხოლმე და ღამეც დავრჩები.
უკვე გაზაფხულიდან პანტის და მაჟალოს ნერგებს დავტოვებ და გადავრგავ საჭირო დაშორებებით, მერე შემოდგომაზე ვამყნობ.
მსხალი და ვაშლი მინდა უფრო.
ალუჩა, ვაშლატამა, რამოდენიმე ძირი თხილი უკვე დავრგე და იხარა.
ეხლა რომ შევღობავ მთლიანად, მერე უფრო გულდამშვიდებული დავრგავ ხეხილს, მეცოდინება რომ საქონელი ვერ გააფუჭებს.
დაახლოებით 80 000 ლარი მჭირდება, ყველაფერი ისე რომ გავაკეთო, როგორც ჩავიფიქრე.
ამ თანხის აკუმულირებას სავარაუდოდ 10 წელიწადში შევძლებ.
ამდენივე ხანში უკვე ხეხილის ბაღსაც გავაშენებ და მოძლიერებული იქნება.
დანარჩენი არ მაინტერესებს - იქნება ეს მომგებიანი თუ არა. მთავარია მე ეს უნდა გავაკეთო.
2030 - ში უკვე იქ ვიცხოვრებ. თუ ვიცოცხლებ იქამდე, რა თქმა უნდა

მანამდე ჯერ სახლს და ბაღს ვიწყებ.
დრო კი მაქვს ცოტა, ორ სამსახურში ვმუშაობ და ძირითადად ადრე გაზაფხული - გვიანი შემოდგომა არის ჩემს სამოქმედო არეალში.
მაგრამ მთავარია დავიწყე. დიდი მოგზაურობა პატარა ნაბიჯებისგან შედგება.
უკვე ვგრძნობ სიამაყეს.
როცა შვილებს საკუთარ მიწას უნარჩუნებ, სახლს აშენებ და ხეებს რგავ, ეს უკვე კარგის ნიშანია

მადლობა თუ წაიკითხეთ და იმედს ვიტოვებ თუ დახმარება დამჭირდა, თქვენი რჩევები, არ დაიზარებთ.