შეხვედრის ადგილი - ვარკეთილი, მეტროსთან.
შეხვედრის დრო - 08.02.2020 / 16:00
ამინდი - საქეიფო (თოვლიან - წვიმიან - ღრუბლიანი)
გასათვალისწინებელი რჩევები - ნუ გაუშვებთ შანსს ხელიდან, გახდი ისტორიული მოვლენის მონაწილე.
პი. ეს. გასათვალისწინებელი რჩევა - სუფთა ღვინოა და შესაბამისად ბომბთან მოგვიწევს მუშაობა. ასე რომ, მობრძანდით მომზადებულები.
მანამდე ერთი ტრენინგიც არ გვაწყენდა - ლევანის ტყემლებსაც დავარგვევინებდით და ჩვენც კარგ საველე მომზადებას გავივლიდით
* * *
shuma89მე მარტო წითელს და თეთრს ვარჩევ, ყურძენსაც და ღვინოსაც. სამწუხაროდ მარტო გუგლის იმედით თუ დაგეხმარები.
აი გუგლი რას ამბობს:
აკად. ივ. ჯავახიშვილის განმარტებით, ოჯალეში ვაზის მაღლარობის გამომხატველი მეგრული ტერმინია. ჯა~ ნიშნავს ხეს, ხოლო ოჯა_ლეში ხეზე ასაშვებ ვაზს ანუ სახეივნოს.
რომ ვაზის ფორმირების ერთ_ერთ საფუძველს მისი ჯიშის სპეციფიკური ნიშნები წარმოადგენს (ზრდის სიძლიერე, ახოხების უნარი და სიმაღლეზე ან სიგანეზე განვითარების მიდრეკილება).
ლეჩხუმსა და აღმოსავლეთ გურიაში საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული წითელყურძნიანი ჯიში აგრეთვე ოჯალეშის სახელწოდებით. აღნიშნული ჯიშის შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ გურიაში გავრცელებულ ოჯალეშს არავითარი კავშირი არა აქვს ნამდვილ მეგრულ ოჯალეშთან და სახელწოდებას შეცდომით ატარებს.
პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლების მიხედვით განსაკუთრებით გამოირჩეოდა მდ. ტეხურის ხეობაში _ სალხინოს მევენახეობის ზონის კირნარ ნიადაგებზე გაშენებული ოჯალეში.
ბოტანიკური აღწერა
ახალგაზრდა ყლორტი. კვირტი გაშლის პერიოდში მოთეთროა და ოდნავ მოწითალო ელფერი აქვს. ახლად გაშლილი პირველი ნორჩი ფოთოლი ზემოდან ღია მწვანეა, მოყვითალო ან მუქი მოწითალო ელფერი ახლავს და სქლადაა დაფარული თეთრი ბეწვისებრი ბუსუსით. ფირფიტის ქვედა მხარე ქეჩისებრ დაფარულია თეთრი ბუსუსით, რომელსაც ნაპირებისაკენ მოწითალო ელფერი გადაჰკრავს. ფოთლის ყუნწი თეთრი ბეწვისებრი ბუსუსითაა დაფარული. მომდევნო მეორე და მესამე ნორჩი ფოთოლი ზედა მხრიდან მოწითალო_იისფერია. ფირფიტის კბილები და ძარღვები ღია მომწვანო ფერისაა. შებუსვა მეორე ფოთოლს ზემოდან საკმაოდ ემჩნევა, მესამე კი მცირედ. ქვედა მხრიდან მათ ქეჩისებრი შებუსვა ახასიათებს. ახალგაზრდა ყლორტი მცირედაა დაფარული მონაცრისფრო ბეწვისებრი ბუსუსით. შებუსვა ძლიერდება ყლორტის წვერისაკენ. ყლორტი მრგვალია, ცალი მხარე მწვანეა, მეორე მოწითალო_იისფერი.
ერთწლიანი რქა მუქი მოყვითალოა ან ღია წაბლისფერი. საშუალო სიმსხოსი, დიამეტრით 7_9 მმ_მდე. მუხლთშორისის სიგრძე 7_12 სმ აღწევს. იგი მცირედაა დაფარული მონაცრისფრო ბუსუსით და მუხლთაშორისების გასწვრივ სუსტი ზოლები ემჩნევა.
ფოთოლი. ზრდადამთავრებული ფოთოლი საშუალო სიდიდისაა, სიგრძით 15,2 და სიგანით 16,6 სმ. ოდნავ განივ_ოვალურია და თითქმის მომრგვალო, მცირედ დანაკვთული. ფირფიტის ზედა მხარე წვრილი ბუშტისებრია ან ბადისებრ დანაოჭებული. მოყვანილობით ძაბრმაგვარ_ღარისებრია, იშვიათად ბრტყელიც ან ნაპირებით ქვემოთ ჩამოშვებული. ფოთლის ქვედა მხარე ქეჩისებრ დაფარულია მონაცრისფრო ბუსუსით.
ფოთლის ყუნწის ამონაკვეთი ყოველთვის ღია და უცვლელია. ფორმით ისრისებრია, უფრო ხშირად თანასწორგვერდებიანია. გვხვდება აგრეთვე ამონაკვეთი ისევე ისრისებრი, მაგრამ უფრო ჩაღრმავებული ფუძით. ზედა ამონაკვეთი მცირედ ჩაჭრილია ან საკმაოდ შეჭრილი კუთხე აქვს. ქვედა ამონაკვეთი უმნიშვნელოდაა ჩაჭრილი.
ნაკვთების წვერის კბილები სამკუთხედისებრია, ამოზნექილგვერდებიანი და მახვილწვერიანი. გვხვდება აგრეთვე სამკუთხედისებრი კბილები, მომრგვალებულწვერიანი და ხერხკბილა სამკუთხედისებრი, ცალგვერდჩაზნექილი. მეორეული კბილებიც ამავე მოყვანილობისაა.
ფოთოლი სამნაკვთიანია. წვერის ნაკვთი ფოთლის ფირფიტასთან ქმნის ბლაგვ კუთხეს, იშვიათად _ სწორს. ფოთლის ყუნწის შეფარდება შუა მთავარ ძარღვთან 0,8_1,1 უდრის. ყუნწი ძლიერ მცირედაა დაფარული ბუსუსით, იგი მოწითალო ღვინისფერია, ხოლო ფუძესთან იისფერში გადადის.ყვავილი ორსქესიანია, ნორმალურად განვითარებული მტვრიანებითა და ბუტკოთი. ყვავილში 5 მტვრიანაა, გვხვდება აგრეთვე 6 და იშვიათად 4 მტვრიანაც. მტვრიანების ძაფების შეფარდება ბუტკოსთან მერყეობს 1,3_დან 1,5_მდე. ბუტკოს ნასკვი თითქმის მრგვალია და მოგრძო_წვრილი ყელი აქვს. ყვავილების რაოდენობა ყვავილედში 200_350 აღწევს.
მტევანი. მტევნის ყუნწის სიგრძე 5_7 სმ აღწევს. მტევანი საშუალოზე მცირეა, მისი სიგრძე 8_14 სმ, ხოლო სიგანე 5_10 სმ უდრის. დიდი მტევნის სიგრძე 16 სმ აღწევს, მცირესი კი 7,5 სმ. მტევანზე საშუალოდ 75 მარცვალია.
მტევნის საერთო ფორმა ცილინდრულ_კონუსისებრი და ხშირად ფრთიანი. ფრთის სიგრძე მტევნის სიგრძის ნახევარს აღწევს. მტევანი საშუალო სიმკრივისაა, გვხვდება თხელი მტევნებიც. მტევნის ყუნწის 1/3 გახევებულია; დანარჩენი ნაწილი კლერტითურთ ბალახისებრია, რომელიც ღია მწვანე და მოწითალო_ღვინისფერში გადადის. მარცვლის ყუნწის სიგრძე საჯდომი ბალიშითურთ 4_6 მმ აღწევს. იგი მომწვანო ან მოწითალო_ღვინისფერია. საჯდომი ბალიში დამეჭეჭებული და განიერკონუსისებრია. მარცვალი საჯდომ ბალიშზე მტკიცედაა მიმაგრებული.
მარცვალი მუქი ლურჯია (თითქმის შავი), საშუალო სიდიდისაა ან საშუალოზე მცირე. მისი საშუალო სიგრძე 13,4 მმ, ხოლო სიგანე 12,5 მმ აღწევს. ოდნავ ოვალურია. მსხვილი მარცვლის სიგრძე 15 მმ, სიგანე _ 14,4 მმ აღწევს. წვრილი მარცვლის სიგრძე 10 მმ, ხოლო სიგანე 9,5 მმ უდრის. მარცვალი შუა წელში განიერია. ბოლო მომრგვალებული აქვს და სიმეტრიულია. იგი საკმაოდ სქელკანიანია. კანი რბილობს ადვილად სცილდება. საკმაოდ წვნიანია. მტევანში მარცვლები არათანაბრად მწიფდება. რაც ოჯალეშის დამახასიათბელი ნიშან_თვისებაა. მარცვალი საკმაოდაა დაფარული ცვილით.
წიპწა. მარცვალში 1_4 წიპწაა, უფრო ხშირად გვხვდება 2 წიპწა. წიპწის სიგრძე 6_7 მმ, ხოლო სიგანე 3_3,5 მმ აღწევს, წიპწა ღია ყავისფერია, მუცლის მხრიდან კი ღარების გასწვრივ _ მოყვითალო. ქალაძა ოვალურია და საკმაოდ გამოსახული; მოთავსებულია ზურგის თითქმის შუა ნაწილში, ზურგის მხარე გლუვია. ნისკარტის სიგრძე 2 მმ აღწევს. თითქმის ყველა თესლის ნისკარტის წვერი მოყავისფრო_მოშავო ლაქებითაა დაფარული.
აგრობიოლოგიური დახასიათება
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფ. სალხინოს ზონაში ოჯალეშის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა კვირტების გაშლიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე 220 დღეს, ხოლო სავეგეტაციო პერიოდის საერთო ხანგრძლიობა ფოთოლცვენის დამთავრებით 244 დღეს უდრის. ვეგეტაციის თითქმის ასეთივე ხანგრძლიობა ახასიათებს ოჯალეშს წალენჯიხის რაიონის სოფ. ნაკიფუს ზონაში. აქ სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა 238_240 დღეს აღწევს.
მევენახეობა_მეღვინეობის ინსტიტუტის თელავის საცდელი სადგურის ბაზაზე ოჯალეშის სავეგეტაციო ფაზების ხანგრძლიობა კვირტის გაშლის დასაწყისიდან ყურძნის სრულ სიმწიფემდე მერყეობს 157_185 დღემდე, საშუალოდ იგი 173 დღეს უდრის.
როგორც მოყვანილი ცნობებიდან ჩანს, სალხინოსა და ნაკიფუს მევენახეობის ზონებში სამეგრელო) ოჯალეშის სავეგეტაციო პერიოდი თელავის მევენახეობის ზონასთან (კახეთი) შედარებით საკმაოდ გახანგრძლივებულია და ეს სხვაობა 45_46 დღემდე აღწევს, რაც გამოწვეულია, პირველ ყოვლისა, კახეთში ამ ჯიშის სავეგეტაციო პერიოდის გვიან დაწყებით (23.IV), ხოლო სამეგრელოში ვაზის შედარებით ნაადრევი განვითარებით (3_5.IV), გარდა ამისა, სამეგრელოში შემოდგომის განმავლობაში სითბოსა და ტენის სიუხვის შედეგად ვეგეტაციის გახანგრძლივებით და ამის გამო ყურძნის გვიან დამწიფებით (6_10.XI).
ცალკეული ბიოფაზების მიხედვით განსხვავებული სურათია ყვავილობის ფაზის მსვლელობაში. მაგალითად, სოფ. ნაკიფუსა და სალხინოს მევენახეობის ზონებში ყვავილობა საშუალოდ 25_28 მაისს იწყება, ხოლო თელავის ზონაში _ თითქმის ორი კვირის დაგვიანებით (13.VI).
მსგავსი სურათია ყურძნის სიმწიფის ფაზის დასაწყისის მხრივ. როგორც ცხრილიდან ჩანს, ოჯალეშის ყურძენი თელავის ზონაში დამწიფებას იწყებს საშუალოდ 8.IX_სათვის, ხოლო ნაკიფუში 5.IX_სათვის და სალხინოში 10.IX_სათვის.
სამაგიეროდ მეტად განსხვავებულია ყურძნის სრული მწიფობის ფაზა. შემოდგომის პერიოდში სითბოსა და ტენის მოქმედების შედეგად ვაზის ვეგეტაციის გახანგრძლივების გამო ნაკიფუსა და სალხინოს ზონებში ყურძენი სრულ სიმწიფეს აღწევს ნოემბრის შუა რიცხვებში (საშუალოდ 10.XI), ხოლო თელავის პირობებში აღნიშნული ფაზა საშუალოდ ოქტომბრის შუა რიცხვებისათვის მთავრდება, მაგრამ, როგორც დ. ტაბიძის მონაცემებით მტკიცდება, ინსტიტუტის ბაზაზე (თელავში) ამ პერიოდისათვის ოჯალეშის ყურძენში შაქარი 19% არ აღემატება.
როგორც ზემოაღნიშნული მასალიდან ჩანს, ოჯალეში მეტად საგვიანო ჯიშთა ჯგუფს ეკუთვნის. მას სამეგრელოში ჩვეულებრივ დეკემბრის პირველ დეკადაში კრეფენ. სამეგრელოს რაიონებში მრავალი წლის მანძილზე წარმოებულ დაკვირვებათა საფუძველზე ირკვევა, რომ ოჯალეში თავისუფლად შეიძლება მოიკრიფოს ნოემბრის მეორე ნახევრიდან, რადგანაც ყურძენი ამ დროისათვის სავსებით მწიფეა, მაგრამ რთველის დაგვიანება უფრო მიზანშეწონილია, ვინაიდან ამის შედეგად ყურძენში არსებული წყალი მცირდება და შაქრის კონცენტრაცია იზრდება, რაც ღვინის ხარისხზე, ცხადია, დადებითად მოქმედებს.
რქის მომწიფება. სამეგრელოს თბილ და ტენიან ჰავის პირობებში, მიუხედავად ვაზის ვეგეტაციის გახანგრძლივებისა, ერთწლიანი რქა სრულ მომწიფებას აღწევს ყურძნის მასობრივი სიმწიფის პერიოდისათვის და ჯიშის დამახასიათებელ ელფერს ღებულობს. ასევე სრულ მომწიფებას აღწევს ვაზის რქა ბახვის საბჭოთა მეურნეობაშიც (ოზურგეთის რ_ნი), სადაც აღნიშნული ჯიში ერთ ჰექტარამდეა გაშენებული.
ვაზის ზრდის სიძლიერე. დაკვირვება ცხადყოფს, რომ სამეგრელოს ეკოლოგიურ პირობებში მაღლარად მოზარდი ოჯალეში საკმაოდ მძლავრი ზრდა_განვითარებით ხასიათდება. მიუხედავად მოუვლელობისა, ამ ჯიშის მაღლარები ხელშემწყობი ამინდის დროს ამჟამადაც მძლავრ ვეგეტაციურ ნაწილებს ივითარებს და ცალკეული რქების სიგრძე ხშირად 3 მ აღემატება. ასეთივე მძლავრი ზრდა ახასიათებდა ოჯალეშის მაღლარებს წარსულშიაც, რასაც ადასტურებს როგორც ადგილობრივ მეურნეთა გადმოცემა, ისე მრავალი წერილობითი მასალა.
მოსავლიანობა. მაღლარად მოზარდი ოჯალეშის მოსავალი ამჟამად ცვალებადია, რაც უშუალოდ დაკავშირებულია სავეგეტაციო პერიოდში ამინდის პირობებთან. საშუალოდ ერთი ძირი მაღლარი ვაზის მოსავალი 30 კგ_მდე აღწევს. ადგილობრივ მკვიდრთა გადმოცემით, აგრეთვე აგრ. მ. სურმავას ცნობით, რომელიც დიდი ხანია მუშაობს მევენახედ მარტვილის რაიონში, ოჯალეშის ცალკეული მაღლარად ფორმირებული ძირების მოსავალი ხშირად 65_75 კგ აღწევდა, საშუალოდ კი 60 კგ უდრიდა. ეჭვს გარეშეა, რომ წარსულში ამ ჯიშის უხვმოსავლიანობა უნდა მიეწეროს ჩვენში ფილოქსერისა და სოკოვან ავადმყოფობათა არარსებობას და ამის შედეგად ვაზის მძლავრ ზრდას და ვეგეტაციური ნაწილების ნორმალურ განვითარებას.
დაკვირვებით ირკვევა, რომ დაბლარად აღზრდილი ვაზის მოსავალი მაღლართან შედარებით მცირეა, რაც აიხსნება მისი მცირედ დატვირთვით _ ვაზების ნაკლებად განვითარების გამო. ჩვეულებრივ ოჯალეში მოსავლის პირველ ნიშანს იძლევა დარგვიდან მე_2, მე_3 წელს, ხოლო სრულად მოსხმას იწყებს მე_5 წლიდან.
მსხმოიარობის კოეფიციენტი მერყეობს 1,3_დან 1,5_მდე. არის შემთხვევები, როცა იგი 1,7 აღემატება, ხოლო საშუალოდ 1,3 უდრის. რქაზე ხშირად ორი მტევანი ვითარდება, ხოლო იშვიათად _ ერთი. ოჯალეშის მტევნის წონა დასახელებულ ადგილებში 108_დან 116 გ_მდე მერყეობს, ხოლო საშუალოდ 112 გ უდრის. ამრიგად, საშუალო მოსავალი ერთ რქაზე 145,6 გ შეადგენს, ხოლო მთელი ვაზის საშუალო მოსავალი 10_12 კვირტით დატვირთვის შემთხვევაში 1,3 კგ აღწევს. ჰექტარზე გადაყვანით ოჯალეშის მოსავალი მერყეობს 41_47,5 ცენტნერს შორის.
ეჭვს გარეშეა, რომ ფორმირების შეცვლით, მოსავლიანი ძირების შერჩევითა და აგროტექნიკის სწორად გატარების საფუძველზე მოსალოდნელია ოჯალეშის მოსავლის მნიშვნელოვნად გადიდება (არსებულთან შედარებით თითქმის 1,5_2_ჯერ).
სოკოვან ავადმყოფობათა და მავნებლების მიმართ გამძლეობა
სამეგრელოს თბილ და ტენიან ეკოლოგიურ პირობებში სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედება ვაზზე ძლიერია. განსაკუთრებით ავადდება მაღლარი ვაზები, რომელთა მოვლა ვაზების მაღლა აზრდის გამო თითქმის შეუძლებელი ხდება. დაბლარი ვაზები კი შეწამლვის ოპერაციების დროულად და წესისამებრ ჩატარების შემთხვევაში თითქმის დაცულია ავადმყოფობათა მოქმედებისაგან.
დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოჯალეშის გამძლეობა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ სუსტია. განსაკუთრებით იგი ადვილად ავადდება ნაცრით და, თუ დროულად არ იქნა გამოყენებული გოგირდით წამლობა, მთელი მოსავალი ნადგურდება. თელავის საცდელი სადგურის მასალების მიხედვით თელავის ზონაში (ექსპერიმენტულ ბაზაზე) ოჯალეში უკეთეს გამძლეობას იჩენს ავადმყოფობათა მიმართ, რაც, ჩვენი აზრით, აიხსნება ამ ზონის შედარებით მშრალი ეკოლოგიური პირობებით.
ოჯალეშის გამძლეობა ფილოქსერის მიმართ მეტად სუსტია, სწორედ ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ საკუთარ ძირზე აღნიშნული ჯიში მხოლოდ თითო_ოროლა ძირის სახით არის წარმოდგენილი სამეგრელოს მთისპირა მიკრორაიონებში, რომლებიც სუსტად არის განვითარებული და ამის შედეგად მცირე მოსავალს იძლევა. ნამყენების სახით გაშენებულ ოჯალეში, თუ იგი სათანადოდ მოვლილია და გაფორმებული, ძლიერ იზრდება და ნორმალურ მოსავალს იძლევა.
დამოკიდებულება გარემო პირობებისადმი. როგორც ზემოთ გვქონდა აღნიშნული, სამეგრელოში ოჯალეშის სავეგეტაციო პერიოდი მეტად გახანგრძლივებულია. შემოდგომის განმავლობაში ხშირი წვიმების დროს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ჯიში გაშენებულია დაბლობ ადგილებში, ყურძნის დამწიფება ძალიან ფერხდება, რაც უარყოფითად მოქმედებს ღვინის ხარისხზე. ამიტომ მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად აუცილებელია ოჯალეშის გაშენება შემაღლებულ, მთისპირა და სამხრეთით დაქანებულ ფერდობებზე, სადაც მზის სხივების მოქმედება უფრო გაძლიერებულია.
სალხინოს, ნაკიფუსა და ბახვის მევენახეობის ზონებში წარმოებული დაკვირვება ცხადყოფს, რომ ოჯალეში ნიადაგის მიმართ არ იჩენს დიდ მოთხოვნას, მაგრამ ხარისხოვანი პროდუქციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ კარგი სტრუქტურის მქონე, მსუბუქ, თიხნარ_ქვიშნარ და კალციუმის კარბონატების (15_20%) შემცველ ნიადაგებზე. სწორედ ამ ტიპის ნიადაგებია მდ. ტეხურის ხეობაში (სალხინო, თამაკონი, ჭაჩხურა). აქ ოჯალეში იძლევა განსაკუთრებული ღირსების პროდუქციას მაღალხარისხოვანი სუფრის ღვინოების დასაყენებლად.
სამეგრელოს მთისპირა რაიონებში ზამთრისა და გაზაფხულის ყინვების ვაზზე მოქმედება უმნიშვნელოა, იგი დროულად იღვიძებს და სავეგეტაციო პერიოდიც სავსებით ნორმალურად მიმდინარეობს.აგროტექნიკურ სამუშაოთა ზოგიერთი თავისებურება. ცნობილია, რომ ამა თუ იმ ჯიშის სპეციფიკური თვისებები მოითხოვს აგროტექნიკური ოპერაციების იმგვარად წარმართვას, რომ ვაზის ნორმალურ ზრდასთან ერთად უზრუნველყოფილ იქნეს მაღალი მოსავალი, ჯიშისათვის დამახასიათებელი პროდუქციის შენარჩუნებით.
როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, ოჯალეში წარსულში მაღლარად იყო გაშენებული. ვაზი მძლავრ ზრდასთან ერთად მაღალხარისხოვან პროდუქციას იძლეოდა სუფრის ღვინოების დასამზადებლად. ჯიში უძველესი დროიდანვე იყო შეგუებული მაღლარად ფორმირებას, რაც, ეჭვს გარეშეა, ჯიშის ბიოლოგიური თავისებურებით იყო გამოწვეული.
ფილოქსერისა და სოკოვან ავადმყოფობათა მოქმედების შედეგად ოჯალეშის მაღლარები მასობრივად განადგურდა, რის გამოც მეურნეთა წინაშე დადგა საკითხი მისი დაბლარად გაშენებისა, რომ ამ გზით გაადვილებულიყო სოკოვან ავადმყოფობათა წინააღმდეგ ბრძოლა. მრავალი საფორმო რგოლის ნაცვლად დაბლარად ფორმირებული ვაზი ერთ ან ორ სანაყოფეზე იქნა დაყენებული, რამაც გამოიწვია მაღლარად ზრდის მიდრეკილების მქონე ოჯალეშის ზრდის შენელება და მოსავლის შემცირება.
აგროტექნიკის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მიზანშეწონილად უნდა იქნეს მიჩნეული ოჯალეშისათვის როგორც მაღლარად, ისე დაბლარად ფორმირება, ვინაიდან პირველ შემთხვევაში შეუძლებელი ხდება აგროტექნიკური ოპერაციების წესიერად ჩატარება ვაზების დიდ სიმაღლეზე განვითარების გამო, ხოლო მეორე შემთხვევაში ვაზის დატვირთვის შემცირების შედეგად მნიშვნელოვნად მცირდება მოსავალიც, ამიტომ ვაზის ნორმალური ზრდა_განვითარების უზრუნველსაყოფად და შედარებით დიდი მოსავლის მისაღებად ოჯალეშის ნარგავები მასობრივად უნდა იქნეს ფორმირებული, ე.წ. თავისუფალი სხვლის წესით _ 70 სმ სიმაღლის შტამბით და ვაზის 27_30 კვირტამდე დატვირთვით.
აღნიშნული წესით ფორმირების შესთხვევაში ვაზთა შორის მანძილი 1,5 მ უნდა უდრიდეს, ხოლო რიგთა შორის მანძილი 2,0 მ. ამ შემთხვევაში ერთ ჰექტარზე მოთავსდება 3330_3333 ძირი ვაზი. მიზანშეწონილია აგრეთვე ვაზის კორდონისებური წესით ფორმირება მასზე ორი მუდმივი მხრის შექმნით და თითოეულ მხარზე ორ_ორი საფორმო რგოლის გამოყვანით. ამ შემთხვევაშიაც საჭიროა შტამბის ამაღლება 70_80 სმ_მდე.
ყვავილცვენას ჯიში განიცდის მხოლოდ მცირე ოდენობით. არახელსაყრელი ამინდის დროს ყვავილცვენა ძლიერდება, რასაც თან სდევს მტევნის მნიშვნელოვნად გამეჩხრება. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვანჩია სანაყოფეზე განვითარებული ყლორტების წვერების ყვავილობის დასაწყისშივე წაწყვეტა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფურჩქვნის ოპერაციების წესიერ წარმოებას და ბრძოლას სოკოვან დაავადებათა წინაღამდეგ. რადგანაც ჯიში დიდ მგრძნობიარობას იჩენს ნაცრის მიმართ, საჭიროა დამატებით იქნეს ჩატარებული გოგირდის შეფრქვევა ყვავილობისა და მარცვლის განვითარების პერიოდში.
100 მარცვლის საშუალო წონა 147_150 გ შეადგენს, ხოლო წიპწის რაოდენობა ყოველ 100 მარცვალში 195, საშუალო წონა კი 7,2 გ უდრის. აქედან, ერთწიპწიანი მარცვლები შეადგენს 24%, ორწიპწიანი _ 46%, სამწიპწიანი _ 26% და ოთხწიპწიანი _ 4%. გვხვდება, მხოლოდ იშვიათად, უწიპწო მარცვლებიც, მათი რაოდენობა 1_1,5%_მდე აღწევს. 100 მარცვლის კანის წონა შეადგენს საშუალო წონის 23,1_26,8%.ყურძნის წვენისა და ღვინის ქიმიური შედგენილობა. ეკოლოგიური პირობების თავისებურებების შესაბამისად ოჯალეშის ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა ცვალებადობს.
დაკვირვებით გამორკვეულია, რომ მოკრეფის დაგვიანება იწვევს მარცვალში არსებული წყლის აორთქლებას და შაქრის კონცენტრირებას. მაგალითად, სალხინოს ზონაში დეკემბრის პირველ რიცხვებში აღებულ ნიმუშში შაქრიანობამ 24,5%_მდე მიაღწია. საყურადღებო არის ის გარემოება, რომ შაქრის მატებას თან არ სდევს მჟავიანობის მკვეთრი დაკლება; იმავე ნიმუშებმა ასეთი მაღალი შაქრიანობის დროს შენარჩუნებული იყო საერთო მჟავიანობა 8,5‰–მდე. შაქრიანობა_მჟავიანობის ამგვარი შეფარდება უდავოდ ამ პროდუქციიდან მაღალხარისხოვანი ღვინის დამზადების შესაძლებლობის მაჩვენებელია.
ჭაჭაზე დაყენებული ოჯალეშის ღვინისათვის დამახასიათებელია კარგი შეფერვა, წითელი ღვინისათვის დამახასიათებელი სისქე. ექსტრაქტულობა, ჰარმონიულობა, ენერგიულობა, ტრანსპორტაბელობა და შენახვის კარგი უნარი. აღნიშნული თვისებებით ოჯალეშის ღვინო ალაზნის მარჯვენა მხარის კახური წითელი ღვინის ტიპს უახლოვდება.
ქვემოთ მოგვყავს ოჯალეშის ღვინის ქიმიური ანალიზის შედეგები. ღვინო დამზადებული იყო სასოფლო_სამეურნეო ინსტიტუტის მეღვინეობის ლაბორატორიაში სალხინოს მეურნეობიდან ჩამოტანილი ყურძნიდან.
აღნიშნული ღვინის ქიმიური ანალიზი შემდეგ სურათს იძლევა: ხვედრითი წონა _ 1,9981, ალკოჰოლი _ 13,4, საერთო მჟავიანობა _ 8,7, მქროლავი მჟავიანობა _ 0,43, ალდეჰიდები _ 0,25, PH – 3,07, ექსტრაქტი _ 35,57, ტანინი _ 3,69, შაქარი _ 1,12 და გლიცერინი _ 8,33.
როგორც ამ მასალიდან ჩანს, ოჯალეშის ღვინო ალკოჰოლის საკმაოდ დიდ რაოდენობას შეიცავს და მცირე შაქრიანობა ახასიათებს. ამასთანავე ღვინოს ნორმალურზე მომეტებული საერთო მჟავიანობაც ახასიათებს. მქროლავი სიმჟავეების მცირე ოდენობა ღვინის სისაღის მაჩვენებელია. ღვინის დადებით თვისებას შეადგენს აგრეთვე მასში გლიცერინის და ექსტრაქტის ნორმალური რაოდენობაც.
როგორც ანალიზის მონაცემებიდან ჩანს, ოჯალეშის ღვინის ნიმუშები მდიდარი ქიმიური შედგენილობის მხრივ, რაც საერთოდ დამახასიათებელია მაღალხარისხოვანი წითელი სუფრის ღვინისათვის. ამას ადასტურებს ალკოჰოლის ნორმალური შეცულობა, მისი ნორმალური შეფარდება საერთო მჟავიანობასთან და კარგი სხეულიანობა, რაც ლიტრზე თითქმის 30 გ_მდე აღწევს.
ოჯალეშის ღვინოს სხეულთან და ჰარმონიულობასთან ერთად ახასიათებს შენახვის დიდი უნარი და ტრანსპორტაბელობა. სიძველეში ღვინო ივითარებს სასიამოვნო ბუკეტს, რაც საერთოდ დამახასიათებელია ხარისხოვანი ღვინისათვის. ოჯალეშის ღვინის მაღალ ღირსებაზე მიგვითითებენ აგრეთვე მოგზაური შარდენი, პროფ. მ. ხოვრენკო, ე, ნაკაშიძე და სხვ.
პროფ. მ. ხოვრენკო თავის შრომაში ქართული ღვინოების განხილვისას მაღალ შეფასებას აძლევს სალხინოს ზონაში დამზადებულ ოჯალეშის ღვინოს და აკუთვნებს მას საუკეთესო ღვინოების ჯგუფს.
სალხინოში, ცნობილი მემამულე ა. მიურატი ოჯალეშისაგან სპეციალურად ამზადებდა ღვინოს მარკით: “ოდჯალეცჰე”, ვიგნობლეს დე შ.ა. მადამე ლა პრინცესსე ა. მურატ, რომელსაც იგი საქართველოს ფარგელბს გარეშეც ასაღებდა. ეს ღვინო 1912 წელს მიურატმა წარადგინა პარიზის სასოფლო_სამეურნეო გამოფენაზე. იქ ამ ღვინომ ოქროს დიდი მედალი მიიღო.
ვაზზე დატოვებული ოჯალეშის ყურძენი დეკემბრის ბოლომდე ძლებს, ოღონდ ჭკნება. დაკრეფილი ყურძენი კი გაზაფხულამდე ინახება.
როგორც მაღალხარისხოვანი პროდუქციის მომცემი საღვინე ჯიში, ოჯალეში ფართო ყურადღების ღირსია და იგი უფრო მეტად უნდა გავრცელდეს ნამყენების სახით შუა და ზემო სამეგრელოს მიკრორაიონებში.