Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ბიზნესი და ეკონომიკა
->
აგრობიზნესი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(173)
« პირველი
...
96
97
[98]
99
100
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საოჯახო მეურნეობა - სოფელში დასახლება
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iGreen
Super Member
ჯგუფი: Registered
iGreen
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 102
წევრი No.: 255005
რეგისტრ.: 30-January 20
#56065800
· 29 Mar 2020, 11:27 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
straight away
QUOTE
შეწამვლა თითქმის არ უნდა, ფილოქსერაგამძლეა. რა უნდა დაემართოს რომ არ დაისხას ან გახმეს... თან დასავლეთში ხეებზე ადის, ე.წ. მაღლარზე...
მერსედეს 240 - ვით იქნებოდა ღვინოც რომ ვარგოდეს
ოღონდ ვიტის ვინიფერაში არ შედის და ვიტის ლაბრუსკას ეკუთვნის, ანუ სასუფრე ყურძნებს. რაც სათაურშივე გულისხმობს, რომ ღვინისთვის არ ვარგა.
აჰა გასაგებია. მარა, საჭმელადაც რო არ ვარგა?
საშინლად უხეში კანი აქვს.
QUOTE
ესპანურ - პორტუგალიური კერძი გავსინჯე ადრე. მოხარშულ კარტოფილს დაჭრი რგოლებად, მოუწყობ თევზის ფილეს, მოასხამ მაიონეზს, მოაყრი მწვანილეულობას, პილპილს და შედგავ დუხოვკაში ცოტა ხნით. თავი რომ მოებრაწება, მზადაა უკვე. გინდა ღვინოსთან, გინდა არაყთან სუპერ-ბუპერ ნამცხვარია
ჰო გემრიელი ჩანს, მარამე გლეხურუ მირჩევნია <3 მთაში სოფელში ფეჩის დუხოვკაში შევყრიდით ხოლმე პატარა კარტოფილებს ზამთარში, გაიხუხებოდნენ, დაიჭმუჭნებოდნენ და მერე ყველან და პურთან ერთად მშვენიერი იყო არაყთან. მასეთ ესპანურ პორრუგალიური ფინფანფო საჭმელები თითქმის ყველა ქალაქში იშოვება მარა ფეჩის დუხოვკაში გახუხულ კარტოფილს ვერ იშოვის კაცი გულით რო უნდოდეს
This post has been edited by
iGreen
on 29 Mar 2020, 11:28
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3670
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19
#56066151
· 29 Mar 2020, 12:43 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მე სადაც მინახავს, იზაბელა და ადესა ერთი და იგივეა, იზაბელა ორიგინალური დასახელებაა, ადესა კი - ქართული ხალხური. აგერ ღვინის ბლოგზეც ასე წერია
"საქართველოშიც გვხვდება ჰიბრიდული ჯიშის ყურძენი, ესენია – ვაქირულა, იზაბელა, დირბულა და ა.შ.. აქედან ყველაზე გავრცელებულია იზაბელა, რომელიც “ადესის“ სახელწოდებითაც არის ცნობილი."
http://vinoge.com/mevenaxeoba/hibriduli-vazi-da-Rvino
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Kobalty
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
Kobalty
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 45896
წევრი No.: 41664
რეგისტრ.: 12-September 07
#56066882
· 29 Mar 2020, 15:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
გემოვნებიანი კაცი ხარ, ადესას ჭყაპას როგორ აქებ? პატრიოტიზმი ხო არ გალაპარაკებს მაგას?
ყველაზე ჯიგრული თემა გვაქვს ამ ფორუმზე, უშუალო და უბრალო..
კარტოფილის თესლს ვერ ვშოულობ ვერსად და ხო არსად გეგულებათ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Lamorac
Confusion Will Be My Epitaph
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Lamorac
Confusion Will Be My Epitaph
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 4714
წევრი No.: 148282
რეგისტრ.: 6-May 12
#56066926
· 29 Mar 2020, 15:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
კარტოფილის თესლს ვერ ვშოულობ ვერსად და ხო არსად გეგულებათ?
მეც ვუერთდები ამ შეკითხვას
--------------------
https://www.youtube.com/watch?v=SrZYP8SzlN8
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
В.И. Ленин
მიხეილ მონათმფლობელი
ჯგუფი: Members
В.И. Ленин
მიხეილ მონათმფლობელი
ჯგუფი: Members
წერილები: 6081
წევრი No.: 138287
რეგისტრ.: 11-November 11
#56067278
· 29 Mar 2020, 16:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ეგრედწოდებული “ადესის” სახელი არის “იზაბელა”.
იზაბელა ერქვა იმ კაცის შვილს ვინც აღმოაჩინა ეს ყურძენი და დაარქვა შვილის სახელი.
ადესა დავარქვით ჩვენ, იმიტომ რომ შემოვიდა ოდესის პორტით.
--------------------
ბიძინა მაყლევებელი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56067944
· 29 Mar 2020, 18:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
straight away
QUOTE
ეს ჩვენი თემაც 100 გვერდს უახლოვდება და რამე ხომ არ მოგვეფიქრებინა?!
მოვიწვიოთ ინაველი, ვანო22 და კიდევ ძველი აქტიური წევრები და ერთი კარგად ვიქეიფოთ ონლაინ )))
მშვენიერი. რატომაც არა, ცხოვრებამ მოიტანა. ყველაფერი დისტანციაზე და ონლაინ.
ვანოს და ინაველას ალბათ ვერ ვიპოვით მაგრამ, ვინც ვართ შევუბეროთ.
* * *
დღეს დილას წავედი სოფელში. წინა შაბათ-კვირას რომ ვიყავი, რაღაცეები დამრჩა გასაკეთებელი.
ვაზის განასხლავი ავაქუჩე და შევკონე. ბალახი სადაც მაღალი იყო შემოვთიბე. ზოგან გავგლიჯე.
სახლის უკან მაყვალი იყო ახალი ამოსული, მტკაველის სიგრძე და ამოვჭერი. შარშანდელი ფოთოლი დამრჩა წინა კვირას მოსაგროვებელი და მოვაქუჩე ერთ ადგილას.
კიდევ რაღაც წვრილმანები გავაკეთე და წამოვედი. წამოსვლისას კახური შოთი ანუ დედას პურები წამოვიღე.
სახლში რომ მოვედი მშიერი, შევედი მარანში, შარშანწინდელი რქაწითელის გამოვიტანე ნახევარი ლიტრზე ცოტა მეტი და გეახელით.
ეხლა დაღლილი კი ვარ მაგრამ, მშვენიერ ხასიათზე.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
straight away
Crazy Member
ჯგუფი: Registered
straight away
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1059
წევრი No.: 167135
რეგისტრ.: 13-May 13
#56068615
· 29 Mar 2020, 20:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaxaberski66
შეგარგოს ვაზის ნაჟური, კაცი ხარ კაცური !
მე ვეღარ წავედი, წვიმებია მომდევნო 1 კვირაც
რკინის ჭიშკრის შეკვრა დავიწყე, ნახევარი კი გავაკეთე და ისე მივატოვე. ვეღარ მოვასწარი. თან სვარკას ვსწავლობ, რა გამოვა ღმერთმა უწყის. მთავარია გაიღოს, დაიხუროს და არ ჩამოვარდეს პეტლებიდან
iGreen
გლეხურად კი ჯობს ყველაფერი, კარტოშკა, ვაშლი, კომში, პური, ხახვი დუხოვკაში შემწვარი, იქვე სამფეხა ტაბურეტკებზე (მაპატიეთ ბარბარიზმები) ჩამოსხდომა, ქოთანში ლობიო, ვიჩინა, წითელი ღვინო ან ხილის არაყი, იიიფ იფფია.....
ისე რა ამის პასუხია და ერბო-ყველი თუ გიჭამიათ?
ერთხელ გუდამაყარსი თივების დაცურებაში ვეხმარებოდი და დილით სანამ სახლიდან გავიდოდით ალუმინის ჯამში ერბო გაადნეს, ყველამ თითო ჩაშკა გამდნარი ერბო დავლიეთ, მე უფრო პურზე ვისმევდი და ისე.... ეგ ერთი შემთხვევა იყო. ნაღდი ერბო ხო იცით როგორ ქვირითივითააა. კაი ხანია აღარ შემხვედრია არსად.
მოკლედ ამ ერბო-ყველს ასე ამზადებენ: ქვაბს შემოდგამენ ფეჩზე, ჩადებენ ერბოს და რომ გადნება და გაცხელდება ნელ-ნელა ათლიან ყველს, თან მორევაც უნდა. ფაფისებურ მასად რომ გადაიქცევა, გადმოდგავენ და ...
ისეტი მსუყეა, ორი კოვზი რომ შეჭამო შეიძლება მთელი დღე ვერაფერს გაეკარო
სათესლე კარტოფილი ხომ არ გეგულებათ სადმე, ამ კაი ხალხს რომ დავეხმაროთ?
მეგობრებო აბა აქ ნახეთ, იქნებ გამოგადგეთ:
https://www.mymarket.ge/ka/pr/15773659/saTe...ili-jiSi-juveli
https://www.mymarket.ge/ka/pr/15715351/saTe...%82%D0%BE%D1%84
https://www.mymarket.ge/ka/pr/15654536/saTe...Tesle-kartofili
https://www.mymarket.ge/ka/pr/15652182/saTe...armomavlobis%29
--------------------
Straight Away
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56068759
· 29 Mar 2020, 20:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
straight away
QUOTE
შეგარგოს ვაზის ნაჟური, კაცი ხარ კაცური !
გაიხარე. ალალი ყველას შეარგოს.
ეხ. გლეხური ყველაფერი კარგია და ალალია.
ჯეელობაში მინდოდა რომ, როგორღაც ლამაზად ყოფილიყო ყველაფერი და როგორც იტყვიან ქალაქურად ყოფილიყო.
სოფლური და უბრალოება მაშინ ჩემს გაგებაში ასე ვიტყვი ,,ტეხავდა,,.
ეხლა პირიქით. თურმე სასირცხვილო არაფერი ყოფილა და უფრო პირიქით.
ბებიაჩემი გახურებულ ფეჩზე შემოსდებდა ხოლმე დედას პურის ყუას და გახუხავდა.
იქვე გვერდზე მიულაგებდა ხახვს და კარტოფილს. კარგი იყო და გასახსენებლადაც კარგია.
შარშან და შარშანწინ ფეჩი მედგა და მეც შემეძლო მამა-პაპურად მოქცევა.
ეხლა კიდევ ცენტრალური გათბობაო. მიდი და მიულაგე რაც გინდა. არაფერიც არ გამოვა.
მერე იმდენს წერს ეს ოხერი, ლამის მოვხსნა. იანვარში და თებერვალში 300-300 ლარი დაწერა. მარტში 200.
ძალიან ძვირი სიამოვნება ყოფილა. მონტაჟი კიდევ 5000 დაჯდა. ამდენი ფული შეშის ფეჩზე რამდენი წელი მეყოფოდა? 10 წელი მაინც.
QUOTE
მოკლედ ამ ერბო-ყველს ასე ამზადებენ: ქვაბს შემოდგამენ ფეჩზე, ჩადებენ ერბოს და რომ გადნება და გაცხელდება ნელ-ნელა ათლიან ყველს, თან მორევაც უნდა. ფაფისებურ მასად რომ გადაიქცევა, გადმოდგავენ და ...
ისეტი მსუყეა, ორი კოვზი რომ შეჭამო შეიძლება მთელი დღე ვერაფერს გაეკარო
მასეთს არაყის მიყოლებაც უნდა უჭველი თორემ გაგიჭირდება გადაყლაპვა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28242
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#56068859
· 29 Mar 2020, 21:05 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ადესას და იზაბელას იდენტურობაზე ერთი ანდაზით დავასრულებ: ქმარი ლაშქარს იყო, ცოლი ამბავს უყვებოდაო.
სახლში მაქვს ორივე და სულ სხვადასხვა ჯიშებია, ხოლო მაგ წიგნებში რაც წერია, მის დამწერს მოჰკითხეთ, მე შემეშვით. წიგნებში დაწერილი ყველაფერი რომ მართალი იყოს...
ბავშვობაში გვქონდა ეგ იზაბელა 1 ძირი. მერე მე პატარა ვენახი გავაშენე - სპეციალურად ვიყიდე ეგ ჯიში, თუმცა მიზეზთა გამო შევეშვი მევენახეობას, ოღონდ ის ძირები ახლაც ცოცხლობს და მსხმოიარეა.
აი, ამ ფერის ყურძენზე ვსაუბრობ.
Kobalty
QUOTE
tavadze
გემოვნებიანი კაცი ხარ, ადესას ჭყაპას როგორ აქებ? პატრიოტიზმი ხო არ გალაპარაკებს მაგას?
ეგ იცი, როგორი თემაა? აი, საცივი ხომ მაგარი კერძია, მაგრამ მინახავს ყოვლად უგემური ნახელავი და იმდენად ცუდი გაკეთებული, რომ ვერც კი ჭამ.
პ.ს. სოფელში ცხოვრებას რაც შეეხება, დღეს ჯონჯოლის კრეფა დავიწყე... მაგრამ გაგვიწვიმდა ამ საღამოს და ხვალ რას ვიზამ, არ ვიცი.
This post has been edited by
tavadze
on 29 Mar 2020, 21:06
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
straight away
Crazy Member
ჯგუფი: Registered
straight away
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1059
წევრი No.: 167135
რეგისტრ.: 13-May 13
#56068961
· 29 Mar 2020, 21:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaxaberski66
ცენტალური გათბობის და კაი გაღუღუნებული ფეჩის შედარება როგორი თემაა იცი, ერთხელ სოფელში ვქეიფობდით და სადღეგრძელო ვთქვით ჩვენს ხეობებს გაუმარჯოსო, არაგვს, თავისი შენაკადებით არყალით, ჯახით და ა.შ. ერთი კაცო დარონდა და არ ამბობს არაფერს. ფხუნდავი იყო ამის ხეობა და არ გვიხსენებია, რადგან ზაფხულში სულ შრებოდა და არც გაგვხსენებია
ხოდა ამ კაცმა როგორც იქნა გააგრძელა და გვითხრა, მართალია ზაფხულობით სულ შრება, მაგრამ ჩემს გულში სულ მოჩუხჩუხებსო. ხოდა შენც მართალია ცენტრალური გათბობა გაქვს, მაგრამ დუხოვკიან ფეჩს ნუ დაივიწყებ და იქნებ ერთ მშვენიერ დღეს იმ სოფლის სახლში დადგა და გააგუზგუზო
შენს გულში სულ იგუზგუზებს
QUOTE
დღეს ჯონჯოლის კრეფა დავიწყე... მაგრამ გაგვიწვიმდა ამ საღამოს და ხვალ რას ვიზამ, არ ვიცი.
ჯონჯოლი ასე მალე იკრიფება? მე უფრო აპრილის ბოლოსკენ, მაისის დასაწყისი მახსოვდა. ამწნილებთ თუ აბარებთ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56069150
· 29 Mar 2020, 21:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
straight away
QUOTE
მაგრამ დუხოვკიან ფეჩს ნუ დაივიწყებ და იქნებ ერთ მშვენიერ დღეს იმ სოფლის სახლში დადგა და გააგუზგუზო შენს გულში სულ იგუზგუზებს
მართლაც სოფელში წავიღე მაგრამ ალბათ იქ უფრო ვერ გამოვიყენებ.
სახლს საფეჩე ბუხრები არ აქვს.
ორი კარმა დგას და იმით ვათბობ სახლს როცა ვრჩებით სოფელში.
წინა შაბათს დღე ნახევარი, სადღაც 30-32 საათი გვენთო და 12 ლარის გაზი დაწვა. საღოლ მაგის მომგონებელს რა.
tavadze
QUOTE
დღეს ჯონჯოლის კრეფა დავიწყე
ეზოში გიდგას?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iGreen
Super Member
ჯგუფი: Registered
iGreen
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 102
წევრი No.: 255005
რეგისტრ.: 30-January 20
#56069242
· 29 Mar 2020, 22:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
straight away
QUOTE
ისე რა ამის პასუხია და ერბო-ყველი თუ გიჭამიათ?
ერთხელ გუდამაყარსი თივების დაცურებაში ვეხმარებოდი და დილით სანამ სახლიდან გავიდოდით ალუმინის ჯამში ერბო გაადნეს, ყველამ თითო ჩაშკა გამდნარი ერბო დავლიეთ, მე უფრო პურზე ვისმევდი და ისე.... ეგ ერთი შემთხვევა იყო. ნაღდი ერბო ხო იცით როგორ ქვირითივითააა. კაი ხანია აღარ შემხვედრია არსად.
მოკლედ ამ ერბო-ყველს ასე ამზადებენ: ქვაბს შემოდგამენ ფეჩზე, ჩადებენ ერბოს და რომ გადნება და გაცხელდება ნელ-ნელა ათლიან ყველს, თან მორევაც უნდა. ფაფისებურ მასად რომ გადაიქცევა, გადმოდგავენ და ...
ისეტი მსუყეა, ორი კოვზი რომ შეჭამო შეიძლება მთელი დღე ვერაფერს გაეკარო
ბებიაჩემი სულ ერბოთი აკეთებდა ყველაფერს. ერბოყველი არ ვიცი მარა დამდნარ ერბოში ჩაწობილ ხაჭოს ხინკალი იიიიფ. ატრიასაც უხდებოდა ერბო.
სათიბად და სახვეტად მივლია მარა თივების დაცურებაზე არ ვყოფილვარ, ისე ზემოთ გვქონდა სათიბი იმხელა თოვლში არა მგონია ამეღწია იქამდე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
straight away
Crazy Member
ჯგუფი: Registered
straight away
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1059
წევრი No.: 167135
რეგისტრ.: 13-May 13
#56069480
· 29 Mar 2020, 22:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ხაჭოსიც და კარტოშკისაც, აუუუფ რას ასწრებს... ერბოში რომ ამოავლებ. მერე გინდა თივა დააცურე და გინდა გუთანი აგუგუნე.
ეს თივის დაცურება რას ნიშნავს ეხლა. მთაში სათიბები სულ ფერდობებზეა, თან სოფლიდან მოშორებით. რომ გათიბავენ და დადგავენ თივებს, ჩვენ ბულულებს ვეძახით. დავაბულულეო. მერე ცოტა ხანს დააცდი რომ თივა დაჯდეს, დაიტკეპნოს. ფერდზე დადგმას ცოტა ცოდნაც ჭირდება რომ არ ამოყირავდეს. რომ დაჯდება მერე შეგიძლია დააცურო ეს ბულულები. მოჭრი გრძელ ლატანს, მსხვილი გრძელი ჯოხია, თივის ბულულას გაუყრი ძირში, შუა ადგილას და თოკით გადააკრავ ისე, რომ თოკის ერთი ბოლო ლატნის წინ არის ჩაბმული, გადადის ბულულის თავზე და ლატნის ბოლოზე ებმევა. კარგად უნდა დაიჭიმოს თოკი. გაწევ ლატანს და ბულულაც იძვრება, ცურდება. შეგიძლია რამოდენიმე ბულულა ასე მიაბა ერამანეთს და ერაად გაუშვა. ზოგჯერ უკან უნდა დაუდგე, თორემ შეიძლება გადაუაროს ადამიანს. ჩამოიტან გზამდე და მერე მანქანით ან ურმით სახლამდე. ზოგჯერ ზამთარსაც ელოდებიან, თოვლზე კარგად სრიალებს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
levani169
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
levani169
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 24310
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14
#56069485
· 29 Mar 2020, 22:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaxaberski66
QUOTE
მართლაც სოფელში წავიღე მაგრამ ალბათ იქ უფრო ვერ გამოვიყენებ.
სახლს საფეჩე ბუხრები არ აქვს.
ეზოში დადგი კახა .......... თუ გული გულობს,ფეჩი ეზოშიც ინთებაო!:love:
--------------------
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო!
"გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!"
"10 მილიონ დოლარად ნებისმიერი ფორუმელი გოგო დათანხმდება ჩემთან სექსს"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3670
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19
#56069825
· 29 Mar 2020, 23:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რაღაც ფილმში მაქვს ნანახი თოვლში თივის თუ შეშის დაცურება. ჩოხელის ფილმია მგონი ან არა. რა მაგრა მახსოვს
ის მახსოვს რომ ბავშვობაში ვნახე პირველად ეგ სცენა და ძაან მომეწონა.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
აგრობიზნესი
|
იქით
»
Pages:
(173)
« პირველი
...
96
97
[98]
99
100
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0815 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.