Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ბიზნესი და ეკონომიკა
->
აგრობიზნესი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(173)
« პირველი
...
100
101
[102]
103
104
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საოჯახო მეურნეობა - სოფელში დასახლება
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3669
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19
#56106976
· 5 Apr 2020, 22:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
shuma89
იდეალურია შენი ადგილი, მაგრამ ალბათ აღმოსავლელებისთვის შორია. ისევ იმერეთში უნდა ეძებო მყიდველი.
ქართლში რომ იყოს, არც დავფიქრდებოდი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
la reine
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
la reine
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8430
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12
#56109492
· 6 Apr 2020, 15:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaxaberski66
straight away
koba1973
ცუდისკენ მართლა არ შეცვლილა, მაგრამ, როგორც კობამ თქვა, აწი მხოლოდ სალათებში გამოვიყენებ
რატო აღარ წერთ საინტერესო ისტორიებს? არადა რა კარგად იკითხება. მე ხო არ გიშლით ხელს
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
straight away
Crazy Member
ჯგუფი: Registered
straight away
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1059
წევრი No.: 167135
რეგისტრ.: 13-May 13
#56111166
· 6 Apr 2020, 21:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
la reine
QUOTE
ცუდისკენ მართლა არ შეცვლილა, მაგრამ, როგორც კობამ თქვა, აწი მხოლოდ სალათებში გამოვიყენებ
მასე აჯობებს. სალათებიც რა... მე რაც დავუმუღამე კიტრი-პამიდვრის სალათს უხდება ძალიან, დანარჩენზე რა გითხრა..
QUOTE
რატო აღარ წერთ საინტერესო ისტორიებს? არადა რა კარგად იკითხება. მე ხო არ გიშლით ხელს
არაა, რას ამბობ, როგორ გეკადრება?!
ალბათ ზოგადად მსოფლიოში და ქვეყანაში შექმნილი სიტუაციაა მიზეზი. რაღაცნაირად დაძაბული, მოლოდინში, რა მოხდება, როგორ მოვიქცეთ და ა.შ. ეს მიზეზები უფრო მეტ ყურადღებას ითხოვს და საინტერესო ისტორიების მოსაყოლად კონცენტრაციას ვეღარ ვახდენთ
დღეს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით რომ სოფლის მეურნეობის განვითარება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ქვეყნისთვის.
როდესაც აქ, ამ თემას შემოვუერთდი, დავიწყე იმის მტკიცება რომ სოფლის მეურნეობას ჭირდება ცოტა ხალხი, საუკეთესო ტექნიკა და სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება. ეს იმ შემთხვევაში თუ დიდ გათვლებზეა საუბარი თქო. თუ საოჯახო მეურნეობაზე - მაშინ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია ასეთი მეურნეობის აწყობა და გაძღოლა. უბრალოდ მონდომება და ცოდნის გაღრმავებაა საჭირო.
ადრე იყო ასეთი დამოკიდებულება - ,,აუ მე ვიცი და რას მასწავლი შენ?!" ან ,,უკვე 80 წელია ამას ვაკეთებ და რა უნდა იყოს რომ არ ვიცოდე"...
თურმე ხანდახან არის რაღაცეები, რასაც სიბერემდე სწავლა უნდა.
2000 წლამდე მოგიყვებით რაც ხდებოდა სოფელში. ალბათ თქვენც იცით. უბრალოდ გაგახსენებთ იმ ტკბილ პერიოდს
ერთი ტიპიური ოჯახი და მისი ჩვეულებრივი მეურნეობა:
გვქონდა სახლი, მიწის ნაკვეთი სახლთან და სათიბი. ეს ყველაფერი მაღალმთიან რაიონში. სადაც მიწის სიმცირეა ყოველთვის.
გახსოვთ ალბათ 90-იანების არეულობისას ხალხი რომ მიაწყდა სოფლებს. მაგ დროს დაიწყო წეწვა-გლეჯა მიწებზე, თორემ მაგის შემდეგ თითქმის გატყვევდა ყველაფერი. მეორე პრობლემა იყო (პირველი - მცირე სავარგულები) ტექნიკა. რამოდენიმე სოფელს ერთი ტრაქტორი ყავდა, ისიც ხან სად ფუჭდებოდა, ხან სად. ტრაქტორიც და ტრაქტორისტიც დიდი პროფესიონალიზმით ვერ დაიკვეხნიდნენ. ამიტომ ისევ მამაპაპურ ხარ-გუთანს ვიყენებდით. მოგვყავდა ჩვენი საკმარი მოსავალი. კარტოფილი, სიმინდ-ლობიო, ბოსტნეული, ხილი. თუ მოგვრჩებოდა შეიძლებოდა გაყიდვა სოფლის ბაზარში. ვისაც დრო ჰქონდა ტყეში შინდს, მაყვალს, სოკოს და ტყემალსაც კრეფდა და ყიდიდა. დამატებით ერთ-ორ კაპიკს შოულობდა. საქონელიც გვყავდა, ბევრი არა, მაგრამ რისი მოვლის თავიც გვქონდა იმდენი გვყავდა. 3 ძროხა, 1 ხბო, ქათმები, ღორები. ყველაზე მეტი ღორი რაც გვყოლია, მახსოვს 30 სული. ოჯახში ვიყავით 3 ადამიანი. მე, ბებია და ილიკო-ილარიონის მაგივრად ერთი პაპა. პაპაც ნაინსულტარ-ნაინფაქტარი. ოღონდ მშრომელი. არ ნებდებოდა. მეც სკოლის მოსწავლე, რომელსაც ფაქტიურად ნახევარი დღე არ მეცალა.
ეხლაც რომ ვფიქრობ, როგორ ვასწრებდით ის მიკვირს.
სკოლაში ფანჯრის მხარეს ვჯდებოდი, ცალი თვალი რომ საძოვრისკენ მქონოდა. ისტორიასთან ერთად ძროხების გადაადგილებასაც ვიმახსოვრებდი. სკოლის მერე წიგნებს ზურგჩანთაში ვაწყობდი და გავრბოდი საქონლის შესაგროვებლად. იქ ვსწავლობდი და საღამოს სახლში უკვე სხვა საქონლის დაბინავებაში ვეხმარებოდი.
საჭმელი გვქონდა. ტანსაცმელიც, ასე თუ ისე. ცუდად რომ გავმხდარიყავით ფული არ გვქონდა. დაკრძალვა-ქორწილის, სტუმრის დასახვედრი ფული კი გვქონდა, მაგრამ სახლი რომ გაგვერემონტებინა, მანქანა გვეყიდა ან ტრაქტორი, მაგისი არა. ერთადერთი რაც მახსოვს სახურავი შევცვალეთ, შიფრის ნაცვლად თუნუქი დავახურეთ. ეგ იყო და ეგ.
ასე გავიდა 10 წელი. მერე რაღაც რაღაცეები მივყიდ-მოვყიდეთ ორი მიზეზის გამო: პაპა-ბებია მოხუცდა და წინანდებურად ვეღარ მუშაობდნენ და მე განათლების გაგრძელება მინდოდა. ვიცოდი რომ სწავლა მინდოდა, ვიცოდი რომ ტყულად დროს არ დავკარგავდი და წყალში არ გადავყრიდი იმ 4-5 წელს. თვითონაც მეუბნებოდნენ რომ ესე სჯობდა. ავადსახსენებელი ანაბრების დროსაც ჰქონდათ თანხა გადანახული ჩემი სწავლისთვის. 300 000 მანეთი. როგორც თქვენ იხეირეთ რამე ისე ჩვენ. მოკლედ ესენი იყო ის მიზეზები, რის გამოც ჩვენი სოფლის მეურნეობა შეიკვეცა, დარჩა 1 ძროხა, 10 ქათამი, 2 ღორი და ძაღლი.
თბილისში სტუდენტი ვიყავი. საღამოს ვმუშაობდი რესტორანში.
5 წელიც გავიდა. ჯერ ბებია დაიღუპა, 3 წელში პაპაც. დავრჩი მარტო.
მქონდა ორი არჩევანი. ან უნდა წავსულიყავი სოფელში და გამეგრძელებინა უკვე ნაცადი საქმიანობა, ან თბილისში მეცადა ბედი.
20 წლის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ მაშინ სწორი გადაწყვეტილება მივიღე მეორის არჩევისას.
სამაგიეროდ იქ დამრჩა მიტოვებული სახლ-კარი, მოუვლელი ბაღები...
მართალია ზაფხულობით არდადეგებზე ჩავდიოდი ერთი-ორი კვირით, ოჯახთან ერთად დასავენებლად, მაგრამ ეს მეურნეობას რაში გამოადგებოდა?!
თუ რამის გაკეთება გინდა, პირველ რიგში იქ უნდა იყო.
ეხლა ვფიქრობ, 20 წლის მერე, რომ იქ უნდა ვიყო და ალბათ 20 წლის შემდგომი გადმოსახედიდან ისევ ვიტყვი რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
This post has been edited by
straight away
on 6 Apr 2020, 21:40
--------------------
Straight Away
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56111303
· 6 Apr 2020, 21:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
la reine
QUOTE
რატო აღარ წერთ საინტერესო ისტორიებს? არადა რა კარგად იკითხება. მე ხო არ გიშლით ხელს
ამ თემაში ისტორიების მეტი რა სწერია?
თუ არ გეზარება, ეს თემა წაიკითხე თავიდან და ბევრ ისტორიას შეხვდები.
straight away
რთული ცხოვრება გაგივლია.
ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიგიღია და შენ ისეთი კაცი ხარ ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28240
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#56113728
· 7 Apr 2020, 14:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nika33
QUOTE
გაუმაროს კარგ ხალხს, გადავხედე თემას და რამდენი საინტერესო და კარგი რამე დაგიწერიათ სამწუხაროდ სოფელი არ მაქვს არც დედის და არც მამის მხრიდან და ჩემი ოცნებაა რო სადმე ვიყიდო პატარა მიწის ნაკვეთი და სახლი ჩავდგა, დიდი ხანია ვფიქრობ მაგაზე,
ღმერთმა ხელი მოგიმართოს. კარგი ჩანაფიქრი გაქვს.
la reine
QUOTE
მე ხო არ გიშლით ხელს
აბა, აბა - ასეთები არ იყოს! აქაურობის კარი ღიაა ყველა კარგი იუზერისთვის. თანაც, ხომ იცი - ლეკვი ლომისა სწორია...
პ.ს. პერსონალურად შენ: ჩემი ეზოს გაზაფხული!
p.s. ბოდიში - მეტი ფოტოს დადების უფლება არ მომცა რატომღაც.
straight away
QUOTE
მე რაც დავუმუღამე კიტრი-პამიდვრის სალათს უხდება ძალიან,
მე ბოდიში, მაგრამ კიტრი-პამიდვრის სალატა კაი ძმარით ან ნიგვზით ბევრად მირჩევნია.
პ.ს. რა კარგად დაჰყავი ცხოვრება 20-წლიან მონაკვეთებად...
This post has been edited by
tavadze
on 7 Apr 2020, 14:34
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nika33
Super Member
ჯგუფი: Registered
Nika33
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 344
წევრი No.: 172214
რეგისტრ.: 23-August 13
#56114438
· 7 Apr 2020, 16:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
გაიხარე, დიდი მადლობა!
ძალიან მომწონს ამ სტილის კოტეჯები, ფეისბუქზე წავაწყდი ქართველებიც აკეთებდნენ თან ძვირადაც არა. დიდი სურვილი მაქვს ნაკვეთს როცა ვიყიდი მსგავსი კოტეჯი ჩავდგა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
levani169
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
levani169
Super Crazy Member ++
ჯგუფი: Members
წერილები: 24304
წევრი No.: 189060
რეგისტრ.: 20-July 14
#56115398
· 7 Apr 2020, 19:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Nika33 @ 7 Apr 2020, 16:34 )
tavadze
გაიხარე, დიდი მადლობა!
ძალიან მომწონს ამ სტილის კოტეჯები, ფეისბუქზე წავაწყდი ქართველებიც აკეთებდნენ თან ძვირადაც არა. დიდი სურვილი მაქვს ნაკვეთს როცა ვიყიდი მსგავსი კოტეჯი ჩავდგა
ეს სტილი პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარეა წარმოშობილი ,ანუ უხვთოვლიან გარემოში ადაპტაციისთვის და თუ თოვლის სიუხვის მოლოდინი არ არსებობს,რა საჭიროა ასეთი კონსტრუქცია?
ერგონომიკა იკარგება ინტერიერში ასე ვფიქრობ.
--------------------
გლეხის შვილი ვარ,შვილიშვილიც,წინაპრით ვგლეხობ....... მეფის გვირგვინი ჩემს გვარს წილად არასდროს ერგო,მაგრამ მეფობა რაღად მინდა თუკი ვიტირებ მეფე ლირივით და ასე ვარ მეც ახლა,ღმერთო!
"გლეხის შვილი ვარ,ვამაყობ და წინაპრით ვგლეხობ!"
"10 მილიონ დოლარად ნებისმიერი ფორუმელი გოგო დათანხმდება ჩემთან სექსს"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Nika33
Super Member
ჯგუფი: Registered
Nika33
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 344
წევრი No.: 172214
რეგისტრ.: 23-August 13
#56115583
· 7 Apr 2020, 20:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
levani169
კი გეთანხმები, ეგრეა. ვინც სოფელში გადადის საცხვორებლად სულ და მეურნეობას უნდა მისდიოს რა თქმა უნდა არ იქნება პრაქტიკული და მომგებიანი ასეთ კოტეჯში ცხოვრება მაგრამ ჩემ შემთხვევაში ვამბობ, ძალიან მომწონს და მინდა ასეთის აშენება.
მანქანასავითაა რა, შეიძლება საუკეთესო ვარიანტი არ იყოს და მინუსებიც ქონდეს მაგრამ გევასებოდეს ადამიანს და მუღამი გქონდეს ქონის
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
iGreen
Super Member
ჯგუფი: Registered
iGreen
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 102
წევრი No.: 255005
რეგისტრ.: 30-January 20
#56115957
· 7 Apr 2020, 21:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
levani169
QUOTE
ეს სტილი პრაქტიკული საჭიროებიდან გამომდინარეა წარმოშობილი ,ანუ უხვთოვლიან გარემოში ადაპტაციისთვის და თუ თოვლის სიუხვის მოლოდინი არ არსებობს,რა საჭიროა ასეთი კონსტრუქცია?
უხვთოვლიან ადგილებში პირიქითაა, უფრო ნაკლებად საქანებულ სახურავებს იყენებენ. მასეთ ადგილებში ძალიან ცივა და თოვლი თბოიზოლატორის როლს ასრულებს. დიდი დაქანების სახურავზე თოვლი არ ჩერდება და ეგ ეფექტი იკარგება. კიდე ერთი მიზეზია, დაქანებული სახურავიდან უცებ თოვლი რომ წამოვა, კაცი შეიძლება მოკლას.
მთავარი მიზეზი მასეთი კოტეჯების აშენების ისაა, რომ ძალიან მარტივი ასაშენებელია
ორი კაცი ააშენებს 1 თვეში თუ იყოჩაღეს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56117006
· 7 Apr 2020, 23:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Nika33
გაუმარჯოს. ეხლა ვნახე შენი ნაწერი.
QUOTE
ჩემი ოცნებაა რო სადმე ვიყიდო პატარა მიწის ნაკვეთი და სახლი ჩავდგა,
აგსრულებოდეს.
tavadze მშვენიერი გაზაფხული დამდგარა შენს ეზოში. კარგი სანახავია.
რომელი ხეებია თეთრად რომ აფეთქებულან? ხედიც კარგია გორების ფონზე.
ერთხელ ვიყავი გურიაში სოფელ აცანაში. ნოემბრის ბოლო იყო და ძალიან ციოდა მაგრამ, სიცივემ ვერაფერი დააკლო სოფელ აჩანის და შემოგარენის სილამაზეს. ძალიან მომეწონა სოფელიც, მდებარეობაც და ხედებიც.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
la reine
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
la reine
Super Crazy Member
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 8430
წევრი No.: 145895
რეგისტრ.: 1-April 12
#56117408
· 8 Apr 2020, 00:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
straight away
როგორი სევდა იგრძნობა შენს მოგონებებში. იცი, მშურს შენი. ყველაფრის მიუხედავად საინტერესო ბავშვობა გქონია. ჩემი სტანდარტული ბავშვობისგან განსხვავებით:/
kaxaberski66
ზუსტად ისეთი პასუხია, კახელს რომ შეეფერება
მაგდენიც არ მცალია ას გვერდს ჩაუჯდე
tavadze
ძალიან ლამაზია შენი ეზო
მადლობა ყვავილებისთვის:*)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28240
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#56117872
· 8 Apr 2020, 02:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaxaberski66
QUOTE
რომელი ხეებია თეთრად რომ აფეთქებულან? ხედიც კარგია გორების ფონზე.
მსხლებია. მათ შორის ერთი ძაან გემრიელია. ნაცარა მსხალს ეძახიან ჩვენში, სექტემბრის ბოლოდან მწიფდება - წვნიანი, ძალიან ტკბილი და ხრაშუნაა. სამურაბედ მისწრებაა, რადგან შაქარი რომც არ უქნა, მგონი არაფერი მოუვა - კარამელივით სქელი წვენი იხარშება, თუმცა კომპოტშიც კარგია და - ჯემადაც.
ეგ ფოტო მთლად ხარისხიანი ვერაა, მაგრამ ვერ სევცვალე. დავდებ მერე უკეთეს ფოტოს.
ხედებიც ლამაზია. მაგათ ფოტოებსაც დავდებ, მაგრამ ვინმე სურათების ასატვირთად კარგ საიტს თუ მასწავლით, კარგი იქნება.
QUOTE
ერთხელ ვიყავი გურიაში სოფელ აცანაში. ნოემბრის ბოლო იყო და ძალიან ციოდა მაგრამ, სიცივემ ვერაფერი დააკლო სოფელ აჩანის და შემოგარენის სილამაზეს. ძალიან მომეწონა სოფელიც, მდებარეობაც და ხედებიც.
კი, აცანაც ლამაზია, ეგეც ცოტა მთებშია. მთიანი გურია ძაან ლამაზია.
la reine
QUOTE
tavadze
ძალიან ლამაზია შენი ეზო
მადლობა ყვავილებისთვის:*)
კიდევ ბევრი რამე მაქვს ეზოში. დავდებ ნელ-ნელა.
ისე კი ფაროსანას შიშით ნელ-ნელა წიწვოვანებზე გადავერთე - ვიფიქრე, მაგათ მაინც ვერ შეჭამს-მეთქი.
საბედნიეროდ, ფაროსანაც მოვსპეთ.
პ.ს. დღეს, რამდენიმედღიანი პაუზის მერე ჩემს გაყინულ ციტრუსებს დავხედე. ჰოდა, კინაღამ ვიტირე ამ ყვავის ხნის კაცმა, გადაჭრილ ტოტებზე ახალი კვირტები რომ დავინახე.
როგორც მოველოდი, უმეტესობა გადარჩება. მათ შორის - 1 ფორთოხალიც. აი, მეორეს კი ჯერ არაფერი ეტყობა გაცოცხლების, თუმცა არც გახმობა გაუგრძელებია და ჯერ კიდევ არ ვკარგავ იმედს. ახალდარგული ტრიფოლიატებიც ჯიგრულად არიან - ყველა გახარებულია და გაისად ყველას გავავსებ ნამყენებით.
ცალკე ეს ახალი ნამყენები მახარებენ - ყველა კვირტი გაღვიძებულია. მართალია, წლეულს ისე უცბად იფეთქა კვირტმა, ბევრის დამყნობა ვერ მოვასწარი, მაგრამ მაინც საკმაოდ დავამყენი და თანაც შარშანდელები ავ თვალს არ ენახებიან.
უმეტესობას უკვე კარგად ჰქონდა ყვავილი და ველოდები პირველ ნიშანს.
აქვე კიდევ ერთხელ გირჩევთ, რომ თურმე მარტში მყნობა ბევრად უკეთესია, ვიდრე - აგვისტოში. აგვისტოში მაგაზე არც შარშან მიწვალია და არც წლეულს გავაწვალებ მეზობელ ლამზირას, ვინც მიკეთებს ნამყენებს.
გაისად კიდევ თებერვალში უნდა ავიღო და შევინახო კვირტები, წლევანდელივით რომ არ მომასწროს გამოსვლა.
პ.ს. ჭირი და ჯანდაბა ამ კორონას - რამდენი რაღაცის დარგვას ვაპირებდი ამ გაზაფხულზე...
ჩაქვის სანერგეში სტუმრობას ვგეგმავდი ყველაზე მეტად, აჭარაში ბამბუკებიც მინდოდა, მაგრამ დამრჩა ოცნებად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56118135
· 8 Apr 2020, 08:26 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
la reine
QUOTE
ზუსტად ისეთი პასუხია, კახელს რომ შეეფერება
რატომ ქალბატონო? აი ჩემი ნაწერი.
QUOTE
ამ თემაში ისტორიების მეტი რა სწერია?
თუ არ გეზარება, ეს თემა წაიკითხე თავიდან და ბევრ ისტორიას შეხვდები.
თუ თქვენ ამ საყოველთაო დასვენებისას, უდროობა გჭირთ არ ვიცი.
მე კი პირადად რაც დავწერე ისევ რომ დავწერო, ეს არც თავმდაბლობის გამოხატულება იქნება ჩემის მხრიდან და არც რაიმე მიზეზი არსებობს მაგის.
tavadze
QUOTE
დღეს, რამდენიმედღიანი პაუზის მერე ჩემს გაყინულ ციტრუსებს დავხედე. ჰოდა, კინაღამ ვიტირე ამ ყვავის ხნის კაცმა, გადაჭრილ ტოტებზე ახალი კვირტები რომ დავინახე.
თქვენსკენ არ ვიცი როგორი ამინდებია და თბილისში და კახეთისკენ ისე აცივდა, შეიძლება მოყინოს და ყველაფერი გააფუჭოს.
* * *
დრეს საღამოს 17 საათისკენ მოვედი სახლში.
ვიფიქრე რა ვაკეთო მეთქი და გადავწყვიტე თევზი შემებოლა.
გაყინული სკუმბრია გავალღვე, მერე დავამარილე, მერე გავრეცხე და გავაშრე და ეხლა შევბოლე.
შებოლვის რეზულტატს ხვალ დავდებ თუ თვალნათლივ მოვედი სახლში.
ეს კიდევ ჩემი ეზოს საგაზაფხულო პეიზაჟები.
tavadze
მე რამდენი სურათის ატვირთვაც ვცადე ყველა აიტვირთა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
koba1973
Crazy Member
ჯგუფი: Members
koba1973
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 2043
წევრი No.: 140867
რეგისტრ.: 27-December 11
#56124794
· 9 Apr 2020, 17:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
გუშინდელი სურათებია.
* * *
QUOTE
მასე აჯობებს. სალათებიც რა... მე რაც დავუმუღამე კიტრი-პამიდვრის სალათს უხდება ძალიან, დანარჩენზე რა გითხრა..
გემოვნებაზეა ალბათ. მე მაგალითად ლობიოზე უმ ზეთს და ხახვს ვხმარობ შესანელებლად. სხვა საჭმელებზეც.
* * *
ეხლა ვიხსენებდი და თვითონვე გამიკვირდა იმდენ რამეზე გამოიყენება უმი ზეთი. მაგალითად ხამსა თევზი, ქაშაყი, წნილი და ვინ იცის რამდენი რამ. წინა გვერდებზე ჯონჯოლზე წერდით და აკაციის ყვავილის გამახსენდა, უგემრიელესია გაზაფხულხე ზეთით და მწვანე ხახვით შენელებული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56125796
· 9 Apr 2020, 20:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
ეხლა ვიხსენებდი და თვითონვე გამიკვირდა იმდენ რამეზე გამოიყენება უმი ზეთი. მაგალითად ხამსა თევზი, ქაშაყი, წნილი და ვინ იცის რამდენი რამ. წინა გვერდებზე ჯონჯოლზე წერდით და აკაციის ყვავილის გამახსენდა, უგემრიელესია გაზაფხულხე ზეთით და მწვანე ხახვით შენელებული.
მე საერთოდაც მაგ ზეთით გამზადებულ საჭმელებზე ვარ გაზრდილი.
წვნიანისთვის ხახვს კახურ ზეთში ვდაღავდით. კარტოფილსაც მაგ ზეთში ვწვავდით. და ასე შემდეგ.
ეს დღევანდელი ჩემი მოგზაურობის სურათებია. სურათები მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის გზაზეა გადაღებული.
ეს კი გუშინ შებოლილი თევზები.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
აგრობიზნესი
|
იქით
»
Pages:
(173)
« პირველი
...
100
101
[102]
103
104
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0939 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.