Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ბიზნესი და ეკონომიკა
->
აგრობიზნესი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(173)
« პირველი
...
101
102
[103]
104
105
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საოჯახო მეურნეობა - სოფელში დასახლება
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28240
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#56127056
· 10 Apr 2020, 00:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaxaberski66
QUOTE
თქვენსკენ არ ვიცი როგორი ამინდებია და თბილისში და კახეთისკენ ისე აცივდა, შეიძლება მოყინოს და ყველაფერი გააფუჭოს.
როგორც ვიცი, დაგიფარათ ღმერთმა კახეთი - დღეს ჩემებს ველაპარაკე ყვარელში და ოდნავ იყო წაყინული, კვირტები არაა გაფუჭებულიო. მით უფრო - ვენახი, რომელიც ახლა იწყებს გამოსვლასო.
არადა, ახლა რომ ქართლ-კახეთი მოეყინა, კორონა, გაჭირვება და შიმშილი მერე გენახა საქართველოში.
QUOTE
ეს კი გუშინ შებოლილი თევზები.
შენს გახარებას, ერთი ცალი გადმომაწოდე რა!
პ.ს. იმედია, მალე მეც მექნება ანალოგიური შესაბოლი.
პ.ს. პ.ს. ლამაზი ეზო გქონია.
მეორე ფოტოზე, ქოთანში ის წითელფოთლებიანი რა მცენარეა? ფოტინიას მივამსგავსე.
სულ ბოლო სურათზეც, ნაწილი რომ მოჩანს მოყვითალო მცენარისა, ეგ ეონიმუსია თუ - ფრანგული კვიპაროსი? (ჩვენში ასე ეძახიან და ისე კი ვინ იცის, სინამდვილეში რა ჰქვია
).
ამ ბოლო დროს, ძირითადად ფაროსანას შიშით (ამას ვერ შეჭამს-მეთქი), მარადმწვანე საბაღე-დეკორატიულ მცენარეებზე გადავერთე. დავკანკალებ თავზე.
koba1973
QUOTE
აკაციის ყვავილის გამახსენდა, უგემრიელესია გაზაფხულხე ზეთით და მწვანე ხახვით შენელებული.
ამასაც ამწნილებენ? ჯონჯოლში ურევენო, კი გამიგონია.
--------------------
"მე ვიცხოვრე ჩემი ხალხისთვის და არა უკვდავებისთვის" - თურქეთის ქართველთა ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ მელაშვილი.
"ფერეიდანის მიწაზე საქართველოს სული ვარ" - ფერეიდნელი ქართველი არსენ ონიკაშვილი.
"ცხოვრებას კვლავ აღმა მივყვები ჯიუტად კალმახის ჟინითა".
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56128247
· 10 Apr 2020, 11:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
QUOTE
შენს გახარებას, ერთი ცალი გადმომაწოდე რა!
პ.ს. იმედია, მალე მეც მექნება ანალოგიური შესაბოლი.
მარტივია მაგის გაკეთება. ერთი რკინის კასრი იშოვე და დანარჩენს მე გეტყვი როგორ უნდა გააკეთო.
გადმოწოდებით გადმოგაწვდიდი მაგრამ შენ ალთას ხარ მე ბალთას.
QUOTE
მეორე ფოტოზე, ქოთანში ის წითელფოთლებიანი რა მცენარეა? ფოტინიას მივამსგავსე.
არ ვიცი რა ჰქვია. სკვერებში რომ რგავენ გამწვანებისთვის ეგ არის. მერე ფორმას აძლევენ.
QUOTE
სულ ბოლო სურათზეც, ნაწილი რომ მოჩანს მოყვითალო მცენარისა, ეგ ეონიმუსია თუ - ფრანგული კვიპაროსი?
რაღაც ბზის სახეობაა, ბიოლოგიურად რა ჰქვია არ ვიცი. კვიპაროსი რომ იყოს არ მგონია.
QUOTE
ამასაც ამწნილებენ? ჯონჯოლში ურევენო, კი გამიგონია.
კი ამწნილებენ სანამ კოკორია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28240
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#56128380
· 10 Apr 2020, 12:11 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaxaberski66
QUOTE
არ ვიცი რა ჰქვია. სკვერებში რომ რგავენ გამწვანებისთვის ეგ არის. მერე ფორმას აძლევენ.
ჰოდა, ეგაა - ფოტინია. შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ეგ გასხალი - დაიბუჩქება და უკეთეს ფორმას მიიღებს.
QUOTE
რაღაც ბზის სახეობაა, ბიოლოგიურად რა ჰქვია არ ვიცი.
მაშინ ეონიმუსია. ისე კი ის კვიპაროსიც მთლად კვიპაროსს არა ჰგავს.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56128687
· 10 Apr 2020, 14:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
QUOTE
ჰოდა, ეგაა - ფოტინია. შემოდგომაზე ან ადრე გაზაფხულზე ეგ გასხალი - დაიბუჩქება და უკეთეს ფორმას მიიღებს.
როდის აჯობებს რომ გავსხლა? ეხლა მივცე თავისუფლად ზრდის საშუალება და სემოდგომაზე გავსხლა თუ ეხლავე გავსხლა.
პრინციპში გასასხლავიც არაფერი აქვს. სულ ორი ტოტი აქვს.
QUOTE
მაშინ ეონიმუსია. ისე კი ის კვიპაროსიც მთლად კვიპაროსს არა ჰგავს.
შეიძლება. შარშან ერთი ბეწვა იყო და წლეულს კარგად წამოვიდა. ახლოდან გადაღებულ ფოტოს დავდებ რომ უკეთესად დაინახო.
კიდევ ერთი პატარა მაგის მსგავსია და იმასაც დავდებ. იქნებ ისიც იცოდე რა მცენარეა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28240
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#56131267
· 11 Apr 2020, 00:12 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaxaberski66
QUOTE
როდის აჯობებს რომ გავსხლა? ეხლა მივცე თავისუფლად ზრდის საშუალება და სემოდგომაზე გავსხლა თუ ეხლავე გავსხლა.
ახლა უკვე დაგვიანებულია გასხვლა. შემოდგომაზე ჯობია.
QUOTE
ახლოდან გადაღებულ ფოტოს დავდებ რომ უკეთესად დაინახო.
აჯობებს.
QUOTE
კიდევ ერთი პატარა მაგის მსგავსია და იმასაც დავდებ. იქნებ ისიც იცოდე რა მცენარეა.
მიდი, დაჰკა - გამოუშვი!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56136363
· 12 Apr 2020, 08:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბზობას გილოცავთ მამულიშვილნო. მრავალს დაგვასწროს უფალმა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28240
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#56136725
· 12 Apr 2020, 12:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaxaberski66
QUOTE
ბზობას გილოცავთ მამულიშვილნო. მრავალს დაგვასწროს უფალმა.
+100000000000000!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56137854
· 12 Apr 2020, 17:06 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
აი ეს არის ეონიმუსი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28240
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#56139944
· 12 Apr 2020, 22:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaxaberski66
QUOTE
tavadze
აი ეს არის ეონიმუსი?
დასტურ - ჭრელი ეონიმუსია. ძალიან ადვილად - ტოტითაც კი მრავლდება და უპრეტენზიო მცენარეა. სამაგიეროდ, ეზოში ლამაზია.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56140930
· 13 Apr 2020, 01:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
QUOTE
დასტურ - ჭრელი ეონიმუსია. ძალიან ადვილად - ტოტითაც კი მრავლდება და უპრეტენზიო მცენარეა. სამაგიეროდ, ეზოში ლამაზია.
მართლაც რამოდენიმე ტოტი მოვაჭერი შემოდგომაზე, მიწაში ჩავურჭვი და არ გახმა. ეხლა ნიშანი აქვს ახალი მწვანე ამონაყარის.
სილამაზითაც ნამდვილად ლამაზია.
ფეისბუქის გვერდზე ვნახე, ერთმა კახელმა თავისი ეზოს სურათები დადო. თან კორონას მადლობას უხდიდა რომ ეზოსთვის მოვიცალეო.
ეზო კი არა ბაღი ჰქონდა ლამაზად გაკეთებული. ფეისბუქზე ძებნა არ ვიცი და ვერარ ვპოვულობ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28240
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#56141138
· 13 Apr 2020, 02:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
kaxaberski66
QUOTE
მართლაც რამოდენიმე ტოტი მოვაჭერი შემოდგომაზე, მიწაში ჩავურჭვი და არ გახმა. ეხლა ნიშანი აქვს ახალი მწვანე ამონაყარის.
ჯერ წყალი არ მიაკლო მაინც - ვიდრე ნერგი კარგად არ მოძლიერდება. თუმცა ზაფხულის სიცხეებშიც მიაშველე წყალი.
QUOTE
ფეისბუქის გვერდზე ვნახე, ერთმა კახელმა თავისი ეზოს სურათები დადო. თან კორონას მადლობას უხდიდა რომ ეზოსთვის მოვიცალეო.
ეზო კი არა ბაღი ჰქონდა ლამაზად გაკეთებული.
საბედნიეროდ, ბევრია მასეთი ეზოები. რაც მე მინსკის ბოტანიკური ბაღი ვნახე, მაგათ ადგილას, თავისუფლად შეიძლება მაგ ეზოების ტურისტულ ბიზნესად ქცევა, როგორც შევარდნაძემ აქცია გარდენია. მინსკში იასამნები, აჭარული კაკალი და კიდევ რაღაც ერთი მცენარე ჰქონდათ (აღარ მახსოვს, რომელი იყო), ჩვენთან რომ ყოველ ნაბიჯზე იზრდება. ორანჟრეაშიც ოთახის ისეთი მცენარეები ჰქონდათ, ლამის ყოველ მეორე ოჯახში რომ ნახავ. იასამნები დაყვავილებული იყო, მაგრამ ფოთლებით ხომ ვიცანი და თან იმდენი ედგათ ბოტანიკურში, ვიფიქრე, სხვა რამე ხომ არაა-მეთქი. სახელი ვკითხე და რომ მითხრეს, ტან დამიწყეს ახსნა, ასეთი და ასეთი ყვავილები აქვს, ასეთი ლამაზიაო... გამეცინა - მე ვთქვი, რას მიხსნით, ეზოში მიდგას და ჩვენთან ეგ ლამის ყველა ეზოშია-მეთქი. მერე რომ ვუთხარი, ჩვენთან თეთრი ფერისაც არსებობს და უკვე ყვითელიც გამოჩნდა-მეთქი, თვალები დააჭყიტეს გაოცებისგან - ქალი და ახალგაზრდა კაცი იყვნენ. იქ რაც ვნახე, მაშინ ვიფიქრე, ამათ ბოტანიკურზე ბევრად ლამაზი ეზოებია ჩვენთან-მეთქი და მაშინ გამიჩნდა აზრი, რომ მსგავსი ეზოების ბიზნესად ქცევა შეიძლება - სადაც იასამანზე ისე აღტაცებით ლაპარაკობდნენ...
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
Grows
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3670
წევრი No.: 251574
რეგისტრ.: 12-July 19
#56144137
· 13 Apr 2020, 21:08 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბაზალეთის მხარეს როგორი მიწებია ხომ არ იცით? საკრამულო, მლაშე - ამ სოფლების არეალში. იქნებ შემთხვევით გქონდეთ ინფორმაცია
ეს მლაშე თავიდანვე საეჭვოდ ჟღერს, ალბათ მანდ მაღალ მჟავიანობის მიწაა.
This post has been edited by
Grows
on 13 Apr 2020, 21:09
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56145163
· 13 Apr 2020, 23:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
QUOTE
ასეთი და ასეთი ყვავილები აქვს, ასეთი ლამაზიაო... გამეცინა - მე ვთქვი, რას მიხსნით, ეზოში მიდგას და ჩვენთან ეგ ლამის ყველა ეზოშია-მეთქი. მერე რომ ვუთხარი, ჩვენთან თეთრი ფერისაც არსებობს და უკვე ყვითელიც გამოჩნდა-მეთქი, თვალები დააჭყიტეს გაოცებისგან - ქალი და ახალგაზრდა კაცი იყვნენ. იქ რაც ვნახე, მაშინ ვიფიქრე, ამათ ბოტანიკურზე ბევრად ლამაზი ეზოებია ჩვენთან-მეთქი და მაშინ გამიჩნდა აზრი, რომ მსგავსი ეზოების ბიზნესად ქცევა შეიძლება - სადაც იასამანზე ისე აღტაცებით ლაპარაკობდნენ..
ეხ ჩემო ირაკლი. ეგ იყო კორონამდე. ეხლა ეზოების ბიზნესი კი არა, ეზოში მეზობელიც აღარ შემოდის.
თვითონ მეც ვარიდებ ყველას თავს. აბეზარი ბუზივით ყველგან მიწევს ყოფნა. დაწყებული ეკლესიიდან, დამთავრებული დღეში 20-25 მაღაზიის პერსონალით.
იმდენი კი ვიცი თუ როგორ უნდა მოვიქცე რომ არ დავინფიცირდე, მაგრამ მაინც თავს ვიზღვევ.
მე რაც არ უნდა შემხვდეს, ის მე შემხვდება მაგრამ, ჩემგან სხვას რომ არ გადაედოს იმიტომ თითქმის გავანულე ჩემი კავშირი სამეგობრო წრესთან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
tavadze
მგელი უნდა იყო, მგელი
ჯგუფი: Moderators
წერილები: 28240
წევრი No.: 13051
რეგისტრ.: 23-September 05
#56145491
· 14 Apr 2020, 01:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
la reine -
აჰა, შეპირებული სურათები: ნაწილი II.
მაგნოლია:
ცისფერი კესანე (ჩემი აპარატი ფერებს ვერ იჭერს, თორემ რეალურად ბევრად ლამაზი ლურჯი ფერისაა)
ტიტები (პირველი რა უცნაურია!). იმ თეთრზე კი, ამას წინათ დისშვილი მესტუმრა და ეს მე ქაღალდისგან მეგონა გამოჭრილიო.
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;;
kaxaberski66 -
შენ დაგპირდი, რომ იმ მთების უკეთეს ფოტოს დავდებდი და ინებე, ბატონო! სოფლის ხედი და მის ფონზე ეგ მთები.
მანდ მთავარი გზიდან ჩემს უბანში ჩასასვლელი გზა მოჩანს - დაბლა რაც ჩადის, ეგაა ჩემი უბანი. უკან, სულ ბოლოს ორკეს მთა მოჩანს, ადრე რომ ვწერდი, საკულტო-საკურორტო მთა ყოფილა-მეთქი. მაგის უკან, ორივე მხარეს ოდნავ მოჩანს მთების ხაზები - ეგენი უკვე ვანის მთებია. მაქედან ვანის სოფლებამდე დაახლოებით 2 საათის გზაა. მარცხნივ რომ მთები მოჩანს, მაგათ გადაღმა სამტრედიის სოფლებია, ნახევარი საათიც არ უნდა იქამდე.
ეს მთები მაგ ორკეს გაგრძელებაა - მარჯვენა მხარეს. სულ მარჯვნივ რომ მთებია, მაგათ გადაღმა სუფსის ხეობაა - აბრაგებით განთქმული მხარე, პირდაპირი ხაზით კი ბახმარო-საირმეს მთებში ადიხარ.
ეს ხედი სოფელ თხილაგანზე, რომელიც ჩემი საგვარეულო სოფელია და მაგ ორკეს მთის გადაღმაა. ახლა თითქმის დაცლილია, თუმცა მანდ სოფლის ძაან მცირე ნაწილი მოჩანს - სახლები უფრო აქეთ მხარესაა და ხეები მეფარებოდა.
This post has been edited by
tavadze
on 14 Apr 2020, 01:10
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
kaxaberski66
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3816
წევრი No.: 215211
რეგისტრ.: 2-March 16
#56150340
· 14 Apr 2020, 22:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
tavadze
QUOTE
მაგნოლია:
მეც მიდგას ეზოში. მერე დავდებ სურათს.
ირაკლი ძალიან ლამაზი ყვავილებია.
შენი მცენარეების ცოდნა ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენაა.
ძალიან ლამაზი ადგილებია. პირველ სურათზე გზა რომ ჩაუყვება, რომელიც შენს უბანში ჩადის, იმ გზის პირზე დიდი ტერიტორიაა შემოღობილი და შიგნით ტყესავით მოსჩანს. მანდ ქეიფს არაფერი ემჯობინება.
დათა თუთაშხია მახსენდება. ქაფიანიძე რომ ეუბნება დათას. ეს ჩვენი საქართველო ყველგან კარგია სააბრაგოდო.
ერთხელ იმერეთში ვიყავი გასვენებაში ზესტაფონს მაღლა სოფელია რაღაც, ზესტაფონს გადმოჰყურებს და თვითონ მთის ფერდობზეა გაშენებული.
ულამაზესი სოფელი და მხარე იყო.
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
აგრობიზნესი
|
იქით
»
Pages:
(173)
« პირველი
...
101
102
[103]
104
105
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0979 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.