დრო არ დავკარგე და ვთარგმნე რაღაცეები, იქნებ ვინმეს გამოადგეს

კომპანიონი მცენარეები
კომპანიონ მცენარეებს აქვთ ბუნებრივი სიომბიოზური ურთიერთობა. მათ შეუძლიათ დაიცვან ერთმანეთი ქარისგან, მზისგან, დააფრთხონ მავნებელი მწერები და მატლები, და პირიქით - მოიზიდონ სასარგებლო; შეუწყონ ხელი ზრდას, განვითარებას და არომატს. რეკომედირებულია ერთად დაირგოს ის მცენარეები, რომლებიც აკომპენსირებენ ერთმანეთს. არ არის რეკომენდირებული იმ მცენარეების გვერდიგვერდ დარგვა, რომლებიც ერთიდაიმავე კალორიებს მოიხმარენ ნიადაგიდან.
კარტოფილი
კარგად ეწყობა ლობიოს, ბადრიჯანს, კომბოსტოს, სიმინდს, მუხუდოს (ცერცვი). ზაფრანი აფრთხობს ხოჭოებს;
კარტოფილის ნათესების კუთხეებსა და ნაპირებზე დარგული პირშუშხა (horseradish) დაიცავ მავნებლებისგან.
კარტოფილთან ახლოს არ ვარგა დაირგოს: კიტრი, პომიდორი, ნესვი, გოგრა,, მზესუმზირა.
კარტოფილს და პომიდორს უჩნდებათ ერთი და იგივე მწერ-პარაზიტები და მავნებლები.
კიტრი და კარტოფილი ძალიან ბევრ რესურს იღებენ მიწიდან. კარტოფილი განსაკუთრებიტ ბევრ ნიტროგენს მოიხმარს. მის ბუნებრივ აღდგენას 3-4 წელი სჭირდება, ამიტომ მომდევნო წელს იმავე ადგილას კარტოფილის დათესვა არარეკომენდირებულია. ლობიოს შეუძლია ფესვთა სისტემის დახმარებით ნიტროგენის აღდგენა. ამიტომ კარტოფილის ნათესის ადგილას ლიობიოს დათესვა რეკომენდირებულია.
პომიდორი
კარგად ეწყობა: სტაფილოს, ნიორს, კომბოსტოს, პიტნას, ხახვს, ლობიოს, სატაცურს, წიწაკას, რეჰანს, ნიახურს, ოხრახუშს, ორეგანოს, გულყვითელას, ნასტურციუმს.
პომიდორს უჩნდება მწვანე მუხლუხო მატლი, რომელსაც რეჰანი აფრთხობს. რეჰანი კოღოებს და მწერებსაც აფრთხობს. რეჰანთან ერთად პიტნაც ხელს უწყობს პომიდვრის სიჯანსაღეს და არომატს. ზაფრანი აფრთხობს პომიდვრის თეთრ ჭიებსაც/მატლსაც (nematodes)
ვერ ეწყობა: კარტოფილს, კამას, კომბოსტოს.
კამა ვიდრე მომწიფდება ხელს უწყობს პომიდვრის ზრდას და ჯანმრთელობას. მაგრამ ზრდასრულობის შემდეგ, პირიქით - აფერხებს ზრდას.
სიმინდს და პომიდორს უჩნდებათ მსგავსი მატლი. ამიტომ მათი ახლო-ახლო დარგვა გააძლიერებს ამ მატლის გამრავლებას.
კიტრი
კარგია: ლობიოსთან, მუხუდოსთან, ბოლოკთან, კომბოსტოსთან, ყვავილოვან კომბოსტოსთან, სიმინდთან, ნიორთან და მზესუმზირასთან.
როგორც ვთქვით კიტრი ბევრ რესურს მოიხმარს ნიადაგიდან, მათ შორის ნიტროგენს. ნიტროგენს კი ლობიოს ოჯახის მცენარეები გამოიმუშავებენ ფესვთა სისტემით.
ზაფრანა აფრთხობს ხოჭოებს, ნასტრურციუმი შლის ბუგრს, ორეგანო აფრთხობს პარაზიტებს.
ორი მცენარე, რომელიც არ უნდა დავრგოთ კიტრთან ახლოს არის: ნესვი და კარტოფილი. ასევე არარეკომენდირებულია სალბი, რადგან კიტრის ზრდას აფერხებს.
ლობიო
ეწყობა კომბოსტოს, სტაფილოს, სიმინდს, კიტრს, ბადრიჯანს, მუხუდოს, კარტოფილს, ბოლოკს, ნიახურს, მარწყვს და ჭარხალს.
ჭარხალი მხოლოდ მინდვრის ლობიოსთანაა კარგი. სარის ლობიოსთან - არა.
სარის ლობიოსთან ასევე არ ვარგა კომბოსტოს, ბროკოლის, ყვავულოვანი კომბოსტოს, მზესუმზირის დათესვაც.
ორივე ლობიოსთან არ შეიძლება დაითესოს პრასი, ნიორი და ხახვი (მის ზრდას აფერხებენ).
სამაგიეროდ ლობიოს მექსიკურ ხოჭოს აფრთხობენ ზაფრანი, ნასტურციუმი და როზმარინი.
სიმინდი
კარგად ეწყობა: ლობიოს, მუხუდოს, კიტრს, სტაფილოს, გოგრას, კარტოფილს, ნესვს, ოხრახუშს.
სიმინდს, ლობიოს და გოგრას ეძახიან ,,სამ დას“ - ლობიო სიმინდის სახით პოულობს საყრდენს, გოგრა კი თავისი ფოთლებით ინარჩუნებს მიწის სინესტეს.
კომბოსტო
კარგია: ჭარხალთან, ნიახურთან, კიტრთან, ხახვთან, კარტოფილთან, ისპანახთან.
ასევე - გვირილა (chamomile) და ნიორი აუმჯობესებენ მის ზრდას და არომატს; სალბი და როზმარინი აფრთხობენკომბოსტოს პეპელას/ ჩრჩილს; კამა აუმჯობესებს ზრდას და სიჯანსაღეს; პიტნა აფრთხობს პეპელას, აუმჯობესებს სიჯანსაღეს და არომატს; ნასტურციუმი აფრთხობს ხოჭოებს და ბუგრს; ქონდარი აფრთხობს კომბოსტოს პეპელას/მატლს.
კომბოსტოსთან ახლოს არ ვარგა პომიდვრის და კეჟერას დარგვა (kohlrab). ერთმანეთის ზრდას აფერხებენ.
ხახვი
ეწყობა: ჭარხალს, კომბოსტოს, სტაფილოს, წიწაკას, პომიდორს, მარწყვს.
გვირილა და ზაფხულის ქონდარი (summer savory) აუმჯობესებენ მის ზრდას და არომატს; ღორის ქადას / ამარანტს (pigweed) მიწის სიღრმიდან ამოაქვს კალორიები და ხახვისთვის ხელმისაწვდომს ხდის; ნარშავა / თავცეცხლა (sow thistle) აუმჯობესებს ზრდას და სიჯანსაღეს.
ხახვის დათესვა არარეკომენდირებულია ლობიოსთან, მუხუდოსთან (ზრდას აფერხებს), პრასთან და ოხრახუშთან.
ნიორი
კომპანიონებია: კამა, ჭარხალი, კარტოფილი, სტაფილო, ბადრიჯანი, პომიდორი, წიწაკა, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი, ზაფრანა, ნასტურციუმი.
ნიორი კარგი ბუნებრივი საშუალებაა ბაღში პარაზიტების მოსაშორებლად. მათ შორის - ხახვის მატლის, ბუგრის, ხოჭოების, ჩრჩილის / პეპლების. მისიესინიათ კურდღლებს. ნიორი ბუნებრივად წარმოქმნის გოგირდს, რომელიც ეფექტური ფუნგიციდია ბევრი მცენარისთვის. მას ასევე რგავენ ხეების (ვაშლის, ატმის, ალუბლის) და ვარდების ახლოსაც. ბუგრის დასაფრთხობად.
ნიორი ვერ ეწყობა სატაცურს, ლობიოს, მუხუდოს, სალბს, ოხრახუშს. მათ ზრდას აფერხებს.
ჭარხალი
კარგად ეწყობა: მინდვრის ლობიოს, ხახვს,მუხუდოს,წიწაკას, ბოლოკს, სტაფილოს.
მის ზრდას და არომატს აუმჯობესებს ნიორი.
ვერ ეწყობა სარის ლობიოს. აფერხებენ ერთმანეთის ზრდას.
სტაფილო
ეწყობა: ლობიოს,მუხუდოს, ხახვს, წიწაკას, ბოლოკს, პომიდორს, პრასს. პრასი აუმჯობესებს მის ზრდას და არომატს. როზმარინი და სალბი აფრთხობენ სტაფილოსთვის მავნე მწერებს.
ნიორი და სტაფილო შეიძლება ერთმანეთის გვერდით მონაცვლეობით დაირგოს რიგებში, ერთი რიგი ნიორი, ერთი რიგი სტაფილო და ა.შ.
სტაფილოს უჩნდება ბუზი, რომელიც ზამთარში მიწაში იზამთრებს და მერე ჭამს მას. ამ ბუზს მაისში აქვს გამრავლების პერიოდი. იმისთვის რომ ეს ბუზი არ გამრავლდეს, სტაფილო ყოველ წელს უნდა ამოვიღოთ და არ დავტოვოთ მიწაში. ზოგიერთი მცენარე აფრთხობს ამ ბუზს, მაგ. ოხრახუში.
ბადრიჯანი
კარგია ლობიოსთან, წიწაკასთან, ზაფრანასთან, პიტნასთან.
ზაფრანა აფრთხობს თეთრ ჭიებს (ნემატოდებს).
ცნობილი არ არის მცენარე, რომელიც არარეკომენდირებულია მის სიახლოვეს დასარგავად.
წიწაკა
ეწყობა: სატაცურს, სტაფილოს, ბადრიჯანს, ხახვს, პომიდორს.
ვერ ეწყობა: ლობიოს, კომბოსტოს, კამას,
მწარე წიწაკა ბაღის გარშემო თუ იქნება, დააფრთხობს მწერებს.
ბოლოკი
კარგია ლობიოსთან, სტაფილოსთან, კიტრთან, ნესვთან, მუხუდოსთან.
ნასტურციუმი აუმჯობესებს მის ზრდას და არომატს.
სატაცური
ეწყობა: რეჰანს, პომიდორს, ოხრახუშს.
ქოთნის ზაფრანა აფრთხობს ხოჭოებს.
ოხრახუში
ეწყობა სატაცურს, სიმინდს, პომიდორს.
ყვავილოვანი კომბოსტო და ბროკოლი
კომპანიონები: ჭარხალი, ოხრახუში, კამა, ნიორი, ხახვი, კარტოფილი, როზმარინი, სალბი.
არ ეწყობა: ლობიოს, წიწაკას და პომიდორს.
მარწყვი
კარგია ლობიოსთან, ხახვთან, ისპანახთან, ქონდართან.
ქონდარი იცავს მატლებისგან.