ჰააა, მეურნეებო სად დაიკარგეთ?

))
ორი თვე არაფერი არ გაგიკეთებიათ?!
წლევანდელი წელი როგორც დაიწყო ჩემთვის კი იცით. ვერ მოვიცალე სოფლისთვის.
სულ სამჯერ ვიყავი ასული და რაც მოვასწარი, ის გავაკეთე.
სვანეთიდან წამოღებული კარტოფილის თესლი დავთესე,
ხარისგულა პომიდვრის ჩითილები 20 ძირი,
კიტრიც 20 ძირი,
ცოტა კომბოსტო, გოგრა, ბადრიჯანი, წიწაკა, სიმინდი, ლობიო ...
მერე 1 თვე აღარ ავსულვარ. არ მეცალა.
ვერც მოვრწყავდი ვერაფერს, შესაბამისად.
1 თვის მერე ყველაფერი გახარებული დამხვდა. ზოგს სარი შევუდგი, ზოგს გათიბული ბალახი შემოვუყარე ძირებზე.
2 თვის მერე - ყველაფერი ყვაოდა, ზოგს უკვე ესხა.
3 თვის მერე ესე დამხვდა





პომიდორი მოწოდების სიმაღლეზე იყო. კიტრი უკვე მობერებული. კარტოშკას არც შემომიყრია, არც გამითოხნია და 2 ვედრო ამოვიდა. ლობიო რაც დავთესე სულ ამოვიდა, სიმინდი რაღაცამ შემიჭამა

ალბათ ძაღლმა ან ჯამფარებმა.
* * *
ეს ყველაფერი უწამლოდ, უწყლოდ, მოვლა-პატრონობის გარეშე მოვიდა. წარმომიდგენია, რომ მომევლო რა იქნებოდა...
პომიდვრის სუნი მთელ ეზოში იდგა.
ახლა ვაპირებ ოქტომბერში ახლიდან მოვხნა და წელსვე დავფრეზო მიწა, გაზაფხულზე ფრეზი ვერ ვიშოვე, როგორც იცით

ბაღების გასუფთავება-შეღობვას მოვრჩი და გაზაფხულიდან უკვე ნერგებს, მყნობას მივხედავ.
ყურძნების ამბავიც გემახსოვრებათ, ალბათ. ანანურა და შავკაპიტო ... ყველამ იხარა, გადაურჩნენ ყინვას, გვალვას და კი დგანან ჯიგრულად

ეხლა ქისის ნერეგები უნდა ვცადო. ვიცი სიგიჟეა, მაგრამ მაინც!