აბა, როგორ ხართ მშრომელებო?
რამდენი ხანია არ შემოვსულვარ და არაფერი დამიწერია ამ თემაში...
აგრობიზნესის რა გითხრათ, მაგრამ საკუთარ გულის ჭიას კი ვახარებ აგერ უკვე მეშვიდე წელია

წელს თოვლი და სიცივე არ მეშვება. ბოლოს 19 აპრილს ჩამოთოვა. 1000 მეტრის ზევით გლობალური დათბობა ჯერ არ ,,მუშაობს" ეტყობა

ჩითილები კი მაქვს გამზადებული. მიწაც გადავბარე, ზოგი გვიან შემოდგომაზე, ზოგიც თებერვალ-მარტში. ტრაქტორი, როგორც ყოველთვის, ჩვენთან არ არსებობს. მოტობლოკს ვიყიდი წელს ალბთ.
ბარვასაც ჰქონია თავის პლიუსები, როგორც ჭურჭლის რეცხვას. მიწასთან 20 წლიანი განშორების შემდეგ ბარზე ჩამოყრდნობილი რომ ფიქრობ, წახვედი, იარე, იარე და ბოლოს მაინც ფესვებმა არ გაგიშვა, ვერ გაექეცი, დაგაბრუნა.
ხოდა, თუ ვერ გავრბივარ და ვერ ველევი, ეს ბარი და თოხი უფრო შემიყვარდა, სტოკჰოლმის სინდრომივითაა...
ფიზიკური შრომა ადრე იყო, თუ იყო...
ბოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ მართლა ვირებივით ვმუშაობდით, დღე და ღამე. შემოსავლის ერთადერთი წყაროც ეს იყო. 90-იანებს ვგულისხმობ.
შეიძლება პირადი მოხმარებისთვის ყველაფერი კი მოგვყავდა, მაგრამ რამე სერიოზული წინსვლისთვის სოფლის მეურნეობა არ გამოდგებოდა.
დღეს სიტუაცია შეიცვალა. არსებობს ზღვა ინფორმაცია, კომუნიკაციის უამრავი საშუალება, ხელმისაწვდომობა, პერსპექტივა....
და ჩემი რჩევებია:
ზერელედ ნუ დაიწყებთ დიდ სქმეს. მითუმეტეს ნასესხები ფულით.
ყოველთვის კარგად შეისწავლეთ ის მიმართულება, სადაც აპირებთ დაბანდებას.
კარგად შეისწავლეთ მიწა. როგორი შემადგენლობისაა, რა კულტურები მოვა და რა არ მოვა.
დაიწყეთ პატარა მოცულობით და დააკვირდით ერთი-ორი წელი.
პირადი გამოცდილება და ცოდნის გაღრმავება, ამაზე უკეთესად ვერავინ დაგეხმარებათ.
ყველას წარმატებულ წელს გისურვებთ!