რთველის მიმდინარეობა. 10.09.201710 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 16 ათასი ტონა ყურძენი. აქედან, 6 ათას ტონამდე რქაწითელი, 8 ათას ტონამდე საფერავი, 812 ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. ყურძნის რეალიზაციის შედეგად შემოსავლების სახით 14,8 მლნ ლარია მიღებული. ამ ეტაპისთვის რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 116 ღვინის კომპანია.
ყურძნის გადამუშავების პროცესში უკვე ჩართულია 58 ღვინის კომპანია. დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 2,6 ათას ტონას მიაღწია.
გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი - 6,1 ათასი ტონა, თელავი - 2,5 ათასი ტონა, სიღნაღი - 3,6 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 1,4 ათასი ტონა, გურჯაანი - 1,4 ათასი ტონა, ახმეტა - 567 ტონა, ლაგოდეხი - 289 ტონა და საგარეჯო - 156 ტონა.
დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე - 1501.
მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება აღარ არსებობს და შესაბამისად მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.
წყარო:
http://rtveli2017.gov.ge/new/14195 This post has been edited by ფორცხოლი on 10 Sep 2017, 17:22
. .