ინაველთან როცა ვწურავდით
წინა წლის ღვინოს დავიდგამდით
ახალი მოსავლის მომყვანს დავლოცავდით
ვაზის ფესვს დავლოცავდით
სულ შე მადლიანოსა და შე ბარაქიანოს ძახილში ჩავწურავდით ფერებ ფერებით
* * *
არაყს ვხდიდით ისეთს
პირველ ჭიქაზე ორივე თვალიდან ცრემლიი მოგდიოდა
მეორე ჭიქაზე ერთი თვალიდან
და
მესამე ჭიქაზე უკვე ვეღარ გრძნობდი რას სვამდი
ერთი ნათესავი კაცი გვესტუმრა
გაიშალა პურმარილი და ამ კაცმა თქვენი ღვინო ვიცი რა ცოფიცააო
არაყი თუ გაქვთ იმას დავლევო
წამოვხტით ბიჭები, ჩავირბინეთ მარანში, 22-ანიდან ჩამოვასხით არაყი და მივართვით სტუმარს
დაჰკრა პირველი ჭიქა და რომ მოსულიერდა
კი უნდა მივმხვდარიყავი ასეთი ღვინის პატრონებს არაყიც ცოფი რომ გექნებოდათო