maestroraroთესლი დაალბე წყალში ერთი ღამის განმავლობაში და მერე დათესე იქ სადაც უნდა დათესო. მე გირჩევდი ლანგრის მსგავს დაბალ ჭურჭელს, სადაც მჭიდროდ და ბევრ მწვანილს დათესავ ერთდროულად. იდეალურია საჩითილე თესლები, იყიდება აგრომაღაზიებში
http://www.growers-supplies.com/seedling-plateგრუნტის სახით შეგიძლია გამოიყენო ბევრი რამ - ბამბა, ტორფის ხავსი (იყიდება აგრომაღაზიებში), ქოქოსის ქერქში (იყიდება აგრომაღაზიებში), ჩვეულებრივ მიწაში.
მნიშვნელოვანია რომ გრუნტი იყოს სტერილური, სოკო და დაავადებები რომ არ გავრცელდეს, ამიტომ როგორც წესი იყენებენ ბამბას (საზღვარგარეთ იყენებენ კანაფის ბოჭკოებისგან დამზადებულ საფენებს) და სხვა ბოჭკოვან საფენებს. მიწა არ არის სასურველი, იმიტომ რომ მიწა დაბინძურებული იქნება. ასევე ბევრი იყენებს ტორფის ხავსს და ქოქოსის ქერქს. ტორფის ხავსი შედარებით ძვირია ქოქოსის ქერქთან. ორივე თანაბრად კარგია.
გრუნტი შეგიძლია დაყარო 2-3 სანტიმეტრის სიღრმის. შემდეგ დაყრი დამბალ თესლს და ზემოდან თხლად გადაატარებ ისევ გრუნტს, რომ თესლი დაიფაროს. მორწყავ კარგად რომ გაუჯდეს წყალი, ოღონდ არ ჩაერცხო. დაალბე.
მე მქონდა დათესილი ბამბაზე და ტორფის ხავსზე. ორივემ თანაბრად კარგად იმუშავა. თუმცა ტორფის ხავსი უფრო მომეწონა იმ კუთხით, რომ უფრო ნელა შრება წყალი და ნაკლებია საშიშროება რომ თესლი გამოშრეს და მოკვდეს.
რომ დაალბობ და დათესავ, ცელოფნის პარკში შეახვიე და თბილ და ბნელ ადგილას დადე. მზეს არ მიუშვირო რომ არ გამოშრეს და არც ღუმელთან დადო ახლოს. ოთახის ტემპერატურაზე ამყოფე, თუ სახლში გათბობა გაქვს. თუ სახლი არ თბება, მაშინ შეიძლება ზამთარში გაუჭირდეს თესლს გაღვივება სიცივის გამო. როცა ნახავ რომ თესლების დიდი ნაწილი უკვე გაღვივდა და ამოიწვერა, გადაიტან სინათლეზე, ოღონდ პირდაპირი მზის სხივები არაა სასურველი, თუ მზე მწველია. ზამთარში ალბათ სამხრეთის მხარე ფანჯრის რაფაზე რომ დადგა საკმარისი იქნება. თუმცა კომერციულად თუ გინდა წარმოება, მოგიწევს სპეციალური განათების დაყენება, რომ მზეზე და ამინდზე არ იყო დამოკიდებული.
არსებობს სპეციალური გამათბობელი საფენები, რომელსაც კომერციული გროუერები იყენებენ. დათესილ ლანგარს დებენ თერმოსაფენზე, ის ათბობს გრუნტს და თესლი სწრაფად და თანაბრად ღვივდება.
https://www.amazon.co.uk/Hydrofarm-Seedling...s/dp/B0001WV010მწვანილიდან გამომდინარე, 10-15 დღეში მზადაა მოსაკრეფად. მოკრეფვისას იღებენ სუფთა და ბასრ მაკრატელს და გრუნტიდან ოდნავ მაღლა ჭრიან, ისე რომ გრუნტი არ შეყვეს.
http://79.170.40.239/blog.johnsons-seed.co...ys-Hambidge.jpgეს ვიდეო შეგიძლია ნახო, ნაჩვენებია მიკრომწვანილის დათესვის პროცესი.
https://www.youtube.com/watch?v=jzinAOYInhU ეს კარგი არხია ძალიან. თუ ენა გესმის, ჩაუჯექი, კაი ტიპია ჩენელის ავტორი.
This post has been edited by llev on 14 Nov 2018, 22:50