annavitaყველას რაღაც გვაწუხებს და იმიტომ ვლაპარაკობთ

:D:D საქმე იმაშია რომ თქვენ ან მე ვერ გაგაგებინეთ ან ვერ გაიგეთ და ასე თუ ისე გაურკვევლობას ქონდა ადგილი მაგრამ ვინც გაიგო და მაინც ის მითხრა რომ მონა გდომებიაო რა ვქნა ეხლა მე?
რაც ჩვენს ქვეყანას ჭირს ეს არც პეტრეს არც პავლეს და არც რომელიმე მთავრობის ბრალია. ეს არის ხალხის ბრალი და მეტი არავისი 24 საათი მხარ-თეძოზე წამოკოტრიალებულები უცდიან როდის მოვა მტავრობაში ვინმე და კარგ ცხოვრებას მოუწყობს. ასე ოცნებობენ და სოფლის დედაკაცებივით საღამოს ძროხას რომ მოწველიან მერე სხვისი ცხოვრება და საქმე ხდება განხილვის ობიექტი თან იმას ჩივიან საქმე არააო. ქვეყანაში არის 3 კატეგორია 1 ვინც მუშაობს და უნდა მუშაობა მეორე ვინც რიგი მიზეზების გამო ვერ მუშაობს და მესამე (ხალხის 80 პროცენტი) ვინც ოცნებობს, 9 კლასი აქვს დამტავრებული ან უფრო ცუდ შემთხვევაში არანაირი გონებრივი მონაცემი არ ააქვს და არ უნდა მუშაობა უბრალოდ მოწონს დედიკოს და მამიკოს ხარჯზე ცხოვრება და ამ კატეგორიას რაც გინდა შეთავაზე მაინც მოგაძახებენ დაბალი ანაზღაურებააოო.
ერთი ჩემი მეზობელია მშიერი კვდება მთელი ოჯახი ერთხელ ვეუბნები 3 ორმო ამოიღე 50 სმ იანი რომ კაკლის ნერგი მაქვს უნდა ჩავრგო მეთქი და 50 ლარს მოგცემ თქო სულ რაღაც 1 საათის საქმე იყო მისი პასუხი ასეთი იყო რას ამბობ მე ბარი დავიჭირო ხელშიო და მიწა ვჩიჩქნოვო არა გენავალეო. მივადექი და ის ოროები ნახევარ საათში მე თვითონ ამოვიღე. მერე კიდევ იტყვის ვინმე რომ მთავრობაა დამნაშავეო.