vixnრისი ფასი ?
ალბად, გულისხმობ ბევრ ფუტკარს ?
რა არის იცი, როცა დედების გაყიდვაზე მუშაობ ( თუმცა ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს } . განაყოფიერება და ამოყვანა ერთი უნდა იყოს .
სხვა შემთხვევაში დედა პატარავდება , ჩიავდება . შემდეგ კი ისევ მსხვილდება გადაყვანის შემდეგ მაგრამ სავარაუდოთ მცირდება მისი ხარისხი .
ამის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, კი ისაა, რომ მინი ნუკლეუსში არაა საკმარისი ძიძა ფუტკარი , რომელიც დედას რძით გამოკვებავს. უმეტესს შემთხვევაში არც იმისთვისაა საკმარისი , ჭუპრი რომ გამოკვებოს .
შესაბამისად ფუტკარიც არასრულყოფილი იბადება , რომლის სიცოცხლის ხანგრძლივობა მინიმუმ 30-40%-ით მცირდება .
ეს კი მე არსად არ ამომიკითხავს , არც არავის ნათქვამს არ გიყვებით . პრაქტიკულად რაც მაქვს ნანახი იმას ვამბობ.
შენ თუ ჯერ ვერ ამჩნევ ამას , როდისღაც მაინც შეამჩნევ
ერთხელ, ერთ, ვითომ მეფუტკრეს( რომელსაც დედებიც კი გამოყავდა და ყიდიდა ) ვკითხე : დაუშვათ კლიენტმა დაიგვიანა დედებს რას უშვრები მეთქი , და იცი რა მითხრა გალიებში ვამწყვდევ თვეობითო
კიდევ ერთი მინუსი მინი ნუკლეუსების
როგორც ზემოთ აღვნიშნე საჭიროა განაყოფიერებისთანავე , კვერცხს დადებს თუ არა ეგრევე უნდა გადავიყვანოთ. ახალი განაყოფიერებული დედის ამოყვანისას მისი მიღება ჭირს . ანუ მიღების პროცენტი დაბალია . დატოვო თავის ადგილზე , კიდევ ეგეც აფუჭებს საქმეს .
სტანდარტულ ნუკლეუსში ეს პრობლემა არ გვაქვს . შეგვიძლია დედა რამდენ ხანსაც გვინდა დავტოვოთ , თუნდაც მთელი ზამთარი .
( ანუ მომენტ, კლიენტი არაა , ან უბრალოდ აღარ გვჭირდება ) მისი მიღება კი თითქმის 100 %-ია .
რაც შეეხება შენს ნათქვამს , 4 -ჯერ ძვირი ჯდება და ასე შემდეგ ( ადრეც მითხარი : წინასწარ რომ ჩააკვერცხინო მინ. ნუკ-ის რამკები ძვირი სიამოვნებააო )
სხვანაირად ეს საქმე არ გამოვა ხარისხიანი . მერე რატომ უნდა დამიჯდეს ძვირი ვითომ ? ამდენი დედები თუ მეყოლება იმასაც ჩავაკვერცხინებ რა პრობლემაა ?
ეს იმას ჰგავს მეფუტკრემ რომ თქვას თაფლს არ შევჭამ , ძვირი სიამოვნებააო
ერთხელ შექმნი და მთელი წელი გასიამოვნებს , არა მარტო დედების მოცემის მხრივ . არამედ პირველ რიგში ხარისხი , შემდეგ ბარტყიანი ჩარჩოები , აშენებული ჩარჩოები და ასე შემდეგ . სეზონს გააჩნია, თუ არა, ამათ, მტვერსაც კი ვართმევ ხოლმე

.
ჩემთვის ეს ვარიანტია მისაღები და არჩევანი თქვენთვის მომინდვია ...
This post has been edited by userman on 8 Oct 2018, 21:28