Kobaltyმოკლედ მე ადრე დავთვალე და ჰექტარზე მიდის 2400-2500 ნერგი 1.5 მეტრზე რო დარგო.
ვენახის სარი 720 ცალი ფასი 4 ლარამდეა ხის, 2880
მავთული 2,5 იანი წავა 7300მეტრი, 800 ლარამდე, 2იანიც შეიძლება და კიდე პოლიესტერის მავთულის შემოტანაც შეიძლება ჩინეთიდან ის უფრო იაფი იქნება.
მუშა და რაღაც ხუი ევო ზნაეტ.
მოსავალი გექნება მეორე წელს 5-7ტონამდე. 4 ლარად ჩააბარებ თუ არა საკითხავია ავიღოთ 3 ლარი და 6 ტონა შემოსავალი 18000 ლარი.
შეწამვლა-ჩემთან კახეთის პირობებში ჭირდება ბუგრზე შეწამვლა ერთხელ, ფასი არ ვიცი მარა ძვირი არ იქნება 100 ლარის თემა ალბათ.
გასხვლა ეგეც არ ვიცი რა ჯდება.
და ყველაზე ძვირი-კრეფა. 1 ჰექტარზე ერთ დაკრეფაზე სადღაც ტონა იკრიფება და უნდა 20 მუშა, მუშას ამას წინათ ჩემ სოფელში გავიკითხე 30 ლარი უნდაო. 600 ლარი დაგიჯდება ერთი დაკრეფა და დაკრეფა იქნება სადღაც 10 ანუ 6000 ლარი. მოკლედ თუ ყველაფერი კარგად წავიდა მეორე წელს თავის თავს ამოიღებს.
მოკლედ თუ იქვე ხარ ააქვს აზრი რო სიტყვაზე პატარა რაოდენობა გააშენო ჯერ ერთი 300 ნერგი მაინც უნდა იყიდო რო მოსავალი გაყიდვადი გქონდეს ერთხელ რო დაკრიფავ.
და მერე თავის ფულით გაამრავლო, მაგრამ თუ თბილისიდან უნდა იარო მაშინ ერთიანად ჯობია გაშენება. აი მე მაგალითად საექსპერიმენტოდ მქონდა 50 ნერგი. პირველი მოსავლის უმეტესი გამიფუჭდა კიდეც მოურწყველობის გამო და ერთ დაკრეფაზე 17 კილო გამომივიდა გასაყიდადაც შემრცხვა
:
This post has been edited by maverick16 on 11 Jul 2018, 10:51