გაუმარჯოს.
რაც შეეხება შენს თხილის ნარგაობას, დავიწყოთ ეტაპობრივად :
ეხლა უკვე დაგვიანებულია გასხვლითი სამუშაოები , რომელიც უნდა ჩაატარო ძირითადად ზამთრის პერიოდში /ადრე გაზაფხულზე სანამ მცენარე მოსვენების ფაზაშია, ფოთლების გამოტანის შემდეგ აღარ ღირს რიგი მიზეზების გამო. სხვლის მუღამი იმაშია რომ ზედმეტი ამონაყრები მოაცილო რომელიც ართმევს ენერგიას და ძირებში ზედმეტი ჩახშირვისგან გამოთავისუფლდეს. ეხლა გააჩნია რა ჯიში გაქ, თუ ძველი გაშენებულია სავარაუდოდ ანაკლიური ჯიში გექნება , დასავლეთში ძირითადად ეს არის გავრცელებული. უნდა დატოვო 6-7 დედა ტოტი მსხვილები , დანარჩენი მოაშორო. ზოგადად მიშვებული რადგანაც იყო სიმაღლეში იქნება წასული , წესით უმჯობესია ისე გავსხლათ რომ ბუჩქის ფორმა მიიღოს , ამის მოდიფიკაციისთვის შეგიძლია მომავალ წლებში ნელნელა დედა ტოტებიც შეამცირო და 1-2 ამონაყარი დატოვო ხოლმე რომ საბოლოოდ მაგით ჩაანაცვლო და შემდეგ მიცე ბუჩქის ფორმა. დაშორებები როგორი გაქ ხეებს შორის მაგასაც აქვს მნიშვნელობა კარგია ვარიანტია რომ 5-5ზე იყოს მინიმუმ უმჯობესია 6-5ზე ან 6-6ზე. რადგან კვების არე ქონდეს შესაბამისი და არ მოხდეს დაჩრდილვა. ეს რაც შეხება გასხვლას.
ეხლა გადავიდეთ დაცვით ღონისძიებებზე ძირითადი რაც გექნება პრობლემები ესენია კვირტის ტკიპა, რომელზე წამლობაც შეგიძლია ზამთარშივე დაიწყო ზეთოვანი პრეპარატებით ან მექანიკურად დაბერილი კვირდები რომლებშიც ტკიპები იქნებიან დააცალო და დაწვა. გარდა ამისა იქნება სავარაუდოდ ნაცარი - სოკოვანი დაავადება რაც ახსენე. ამაზეც წამლობა გინდა ფუნგიციდით, ასევე მავნებლები - ფაროსანა, ხარაბუზა და სხვა რაც დაკვირვების შედეგად გამოვლინდება . ზოგადად წამლობები მიდის ყოველ 10 დღეში ; 2 კვირაში ერთხელ , ეცადე როცა შეწამლი ისე დაამთხვიო რომ წვიმები არ დაემთხვეს უახლოეს დღეებში . სოკოზე კიდე წვიმის შემდეგ თუ მზიანი დღეები გამვოიდა ეცადე მაგ დროს შეწამლო ხოლმე . დაახლოებით ვეგეტაციის პერიოდში მოგიწევს 8 წამლობამდე ოღონდ ეს საჭიროების შემთხვევაში ხდება, გააჩნია როგორ მეურნეობას აწვები (თუ ბიო მიმართულება გინდა და ამდენი პრეპარატებით დაბინძურება არ გინდა მაშინ ბიო პრეპარატებს გამოიყენებ). ზოგადად ეს წამლობების სერია იწყება ვეგეტაციის პერიოდში მიდის მანმდე სანამ უშუალოდ ნაყოფი გადავა მომწიფების ფაზაში. ამ ყველაფერს იწყებ უკვე მარტი აპრილიდან როდესაც საშუალო ტემპერატურა აცდება 15 გრადუსს, ამ დროს იწყება მავნებელ-დაავადებების გააქტიურება.
ეხლა გადავიდეთ კვებაზე- გვჭირდება მაკრო და მიკრო ელემენტები ზოგადად კვებისთვის. მაგრამ ზუსტი რაოდენობის გათვლაზე გვინდა ნიადაგის ანალიზი თუმცა 120 ძირისთვის მემგონი არ ღირს . აზოტ-ფოსფორ-კალიუმიანი კომპლექსური სასუქები იყიდება ის შეგიძლია შეიტანო მცირე რაოდენობით , რაც მინიმალურს დააკმაყოფილებს. მრავალგვარი სასუქი არის ამიტომ ამაზე კონკრეტული რას როგორ შეიცავს მაღაზიაში არჩევისას გეტყვიან , ისე ზოგადად საჰექტარო მოთხოვნილება თხილის თითოეულ ნივთიუერაბზე 100კგ სუფთა მასას არ ცდება. მე გირჩევდი ნაკელის შეტანას თუ მოგეპოვება , კარგად გადამწვარი ნაკელი გინდა და ძირებს გარშემო 1 მ რადიუსში შემოუყარე და ჩახანი . მიკროელემენტები ძირითადად თუ დააკლდა ნიადაგს მცენარე გამოავლენს ხოიმე და ფოთოლზე შესხურებით შეგიძლია მიცე ხოლმე.
ეხლა გადავიდეთ მორწყვაზე- თუ მიგიწვდება ხელი მორწყვაზე გავალვიან პერიოდში როცა ნალექები მოიკლებს სასურველია რო რწყვა ჩაატარო , კარგ შედეგს მოპგცემს ნაყოფის ფორმირება დამსხვილებაზე. რათქმაუნდა თუ გაქ ამის რესურსი.
კარგი იქნებოდა რეგიონი და პირობები დაგეწერა უიფრო დეტალურად მაგალითად წყალი ხოარ დგება ხოლმე , ფერდობზეა სწორზეა , ნიადაგი თუ მძიმეა კარგი იქნებოდა ზედაპირულად ნიადაგის დამუშავება რიგებს შორის.
ეს ინტენსიური მოვლის პირობებშია საჭირო, სამუშო მართლაც არის და დიდ შრომას მოითხოვს. მაგრამ თუ ექსტენსიურად გინდა მაშინ სხვლა ზამთარში, ნაკელი 3-4 წელიწადში ერთხელ და სარეველების მოშორება. ესენია მთვარი ნუ გააჩნია კიდე რა გარემო პირობებია.
კითხვები თუ რამე გაქ სიამოვნებით გიპასუხებ კიდე დეტალურად