სიმართლე გითხრა კარგად ვერ გავიგე შეკითხვის არსი.
პირველ ნაკადში აგვყვავს ის მოთამაშეები რომლებსაც თამაშის გამოცდილება აქვთ და დიდი ალბათობით შეძლებენ რეგულარულად თამაშს. ჩვენ უბრალოდ თეორიული თვალსაზრისით დავანახებთ იმ სიტუაციებს რომლებშიც უკვე მოხვდებოდნენ თამაშის დროს, რათა შესაბამისი დასკვნები გააკეთონ და გააუმჯობესონ თამაში, ასევე ძალიან ბევრ ნიუანსს აბსოლუტურად სხვა კუთხიდან შეხედავენ და ბევრ ახალსაც გაიგებენ. ამ კურსის გავლის შემდეგ მოთამაშეს ექნება თითქმის მთლიანი თეორიული ბაზისი წარმატებული პოკერის სათამაშოდ. ვინ როგორ შეძლებს თეორიის პრაქტიკაში გადატანას და გაზრდას მაგას დრო გვაჩვენებს.
თავიდან ვაპირებდით აბსოლუტურად ყველას მიღებას, კურსიც შესაბამისია პირველ ორ ლექციაზე რეგულარები ახალს ისეთს ვერაფერს გაიგებენ, მაგრამ კურსი 16 ლექციისგან შედგება, შესაბამისად მომდევნო ლექციებზე რეგულარებს უბრალოდ ის უპირატესობა ექნებათ დამწყებებთან რომ პრაქტიკა ექნებათ დიდი, თეორიული თვალსაზრისით მომედვნო ლექციებზე აღარ ექნებათ დიდი უპირატესობა.
დამწყები ამ ეტაპზე ავიყვანეთ ერთი, exploit ალბათ იცით, ნარდის პროფესიონალია და შესაბამისად კლასიკური გაგებით დამწყები არც არის და დარწმუნებული ვარ მალევე დაეწევა და გაუსწრებს რეგულარებს

პირველ ნაკადში აქცენტი გამოცდილ მოთამაშეებზე იმიტომ გავაკეთეთ რომ პარტნიორმა პოკერ-რუმმა პირობაში ჩაგვიდო პირველ ნაკადზე დაკვირვება, შესაბამისად იმ ხალხზე გავაკეთეთ აქცენტი ვისშიც დარწმუნებულნი ვართ რომ რეგულარულად ითამაშებენ. ეს კომერციული პროექტია და მისი არსებობისთვის აუცილებელია მსგავსი მიდგომა.
მთავარი ის არის რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რითიც ვიწყებთ უამრავი ახალი პროექტი დაემატება მომავალში და საბოლოოდ გავალთ ყველა სეგმენტზე, რომელიც დაინტერესბულია ზოგადად პოკერით და არამრტო პოკერითაც.
ვინც გასაუბრებაზე იყო მაგრამ პირველ ნაკადში ვერ მოხვდა არ ნიშნავს რომ არ ვითანამშრომლებთ, მეტიც შემდეგ კურსებში თუ პროექტებში პრიორიტეტი ექნებათ სხვებთან შედარებით, ჩვენ დასაკარგი ხალხი არ გვყვავს, უბრალოდ იმაზე ძლიერი ხალხი მოვიდა ვიდრე ვვარაუდობდი პირადად მე, შესაბამისად არჩევანის გაკეთება დაგვჭირდა 3 ძლიერს შორის, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ის 2 რომელიც პირველ ნაკადში ვერ მოხვდა ჩვენთან არ ითანამშრომლებს სურვილის შემთხვევაში.
giorgit