ევროპის მეთერთმეტე ონლაინ ჩემპიონატია დაანონსებული, ადმინისტრატორმა დაპოსტა რომ ვისაც თამაში სურს დაეხმარება გრიდგემონის ექაუნთის შექმნაში.
ასე რომ იჩქარეთ ესეთი შანსი ხშირად არ იქნება გრიდგემონზე მოხვდეთ სავარჯიშოდ.
ევროპის ნაკრებთა შორის ჩემპიონატში ავსტრია შეგხვდა მეოთხე ტურში, ორივე ნაკრებს 2-2 წაგება გვაქვს და გავარდნის პირას ვართ.
ინდივიდუალურთა შორის 4 ტურის მერე ორი ლიდერი გვყავს ცხრილში შანიძე და ტლაშაძე.
მეც შემოვრჩი მაგრამ 2 წაგება მაქვს და გავარდნის კანდიდატი ვარ.
ყველა შედეგები ამ საიტზეა
http://www.ebif.at * * *
შაბათს 28 ოქტომბერს გაიმართება გენერალური რეპეტიცია კვიპროსის მეგა ტურნირის წინ.
ტურნირი ჩატარდება 3 წაგებიანი სისტემით (3 წაგების მერე ვარდები) იქნება 9 ქულიანი მატჩები, შესატანი 50 ლარი.
ტურნირის შედეგები ონლაინ საიტზე გამოჩნდება ყოველი რაუნდის დროს.
დასაწყისი 11:30 დელისის მეტროსთან პროფკავშირების შენობაში.
მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას ვისაც 18 წელი შეუსრულდა.