პოზიცია რომელიც კვიპროსზე მქონდა მეორე რაუნდში და ამ სვლის მერე ტურნირიდან გამოვვარდი
ანგარიშია 10-2 თეთრების სასარგებლოდ 13 ქულამდეა თამაში.

ოპონენტი მეუბნება ჩარს.
მოთამაშეთა უმრავლესობამ თქვა რომ აქ მკვდარი პასია და მიღება გამორიცხულია ამ ჩარის, მე კი სრულიად უპრობლემოდ ავიღე ჩარი, გადავატრიალე 8 კუბი და წავაგე (დუიქე გავაგორე

)
მოკლედ რა ხდება და რა უნდა ვიცოდეთ ამ სიტუაციაში.
ოპონენტს შანსი აქვს 6 გორების რომ ეგრევე დაამთავროს თამაში ანუ 36 გორებიდან ესაა 1/6.
მე მექნება შანსი 33 44 55 66 გავაგორო და მოვუგო ამის პროცენტია 4 - 36 დან 11.11%
ანუ 11.11% გამოვაკლოთ ამის მეექვსედი პროცენტი ჩამოდის 9.3% მდე
გამოდის რომ დაფაზე გვაქვს სიტუაცია 9.3% შანსით მოგების.
კითხვაზე პასუხი თუ რატომ უნდა აიღოს მოთამაშემ 9.3% იან შანსზე თეიქი არის შემდეგში, არსებობს ე.წ მატჩ ექვითი თეიბლი, შანსები ანგარიშების მიხედვით, ანუ თუ ერთი მოთამაშე ზის კროუფორდზე და მეორეს აკლია 11 ქულა. (12-2 ზე ესეთი რეალობა გვექნება) შანსი 2 ქულის მფლობელს ექნება 3%
აქ არის პასუხი სწორედ 3% შანსს 9.3% შანსი ჯობია.
კომპიუტერულ ანალიზმა გამოაჩინა რომ აქ არის სწორი no double/take
ანუ აქ პასი დიდი არაპროფესიონალიზმის მაჩვენებელია. თუმცა ბოლომდე კომპიუტერს არ ვეთანხმები იმაში რომ აქ no double-ა
იმის გამო რომ ამ სიტუაციაში ოპონენტების ნახევარზე მეტი დაპასავს სწორედაც რომ აგრესიული ჩარია სათქმელი.
This post has been edited by ნარდი on 22 Nov 2018, 18:04
ჩაინიკს ასძვრა ემალი, გემშვიდობებათ ჯემალი.