მაშ ასე, ნარდის ისტორია

( ამინარიდი ჟურნალ ისტორიანიდან )
ნარდის გამომგონებლობას იჩემებენ არა მხოლოდ ეგვიპტელები, ერაყელები თუ რომაელები, არამედ ჩინელები, ირანელები, თურქები და ბერძნები, არამედ შუა აზიის და ახლო აღმოსავლეთის თითქმის ყველა ხალხი...
მართალია ნარდთან მიმსგავსებული თამაში "სენეტი" ბევრად ადრე ჰქონდათ ეგვიპტელებს, ხოლო შემდგომ რომაელებს "ტაბულა" მაგრამ ის, მხოლოდ ნარდის მსგავსება იყო და არა "ნარდი" ასევე მასთან მიმსავსებული თამაში "სუგოროკუ" იაპონელებსაც ჰქონდათ.
ნარდთან მიმსგავსებული თამაში, სპარსეთშიც ჰქონდათ, თუმცა უფრო სიმბოლური და მისტიკური შინაარსის, ხოლო ამჟამინდელი სახით კი ნარდი სპარსეთში, სავარაუდოდ 6-ე საუკუნის შუახანებში, ხოსრო 1-ი ანუშირვანის დროს გაჩნდა. შემორჩენილია იმ პერიოდის ხელნაწერის ფრაგმენტი, რომლის ავტორად შაჰის ვეზირი, ბრძენი და ასტროლოგი ვაჟურმიჰრი სახელდება.
არსებობს თქმულება, რომლის თანახმად, შაჰ ხოსროს ძლიერ უყვარდა ჭადრაკი, თუმცა მისი ოსტატობა, ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე და ამის შესახებ კარგად იცოდნენ ჭადრაკის სამშობლო ინდოეთშიც, სადაც შაჰს დასცინოდნენ. მეტიც, თურმე ცინიკოსი ინდოელები განგებ უგზავნიდნენ ხოლმე მეზობელს ძღვნად ჭადრაკის კრებულს, რასაც თან დიპლომატიური სარკაზმით გაჯერებულ წერილსაც აყოლებდნენ.
სპარსთა მეფის მოთმინების ფიალა ერთ დღესაც აივსო. ხოსრომ ინდოელებზე სურის ძიება გადაწყვიტა და უხმო ბრძენ ვაჟურმიჰრს ახალი თამაშის შესაქმნელად...
და სულ მალე სპარსეთიდან ინდოეთში გაიგზავნა ძღვენი-ნარდის სათამაშო კომპლექტი და წერილი, სადაც ასეთი რამ ეწერა: "შესაძლოა, მე მართლაც სუსტი მოჭადრაკე ვარ, მაგრამ იმდენი ჭკუა აღმომაჩნდა რომ თქვენებურ თამაშში გავრკვეულიყავი. აბა, ახლა ვნახოთ, თქვენ როგორ გაერკვევით ჩვენს ეროვნულ თამაშში!"
ლეგენდის თანახმად, ინდოელებს ნარდის თამაშის საიდუმლოს ამოსახსნელად ტვინი მთელი თორმეტი წლის განმავლობაში იჭყლიტეს, მაგრამ მაინც ამოხსნეს.
ასე იყო თუ ისე, ვაჟურმიჰრმა ახალ თამაშს "ნარდ-შირი" ( ხის პოლიგონი ) უწოდა და ის სწორედაც, რომ ამაყ მეფეთათვის საკადრისი თავშესაქცევი აღმოჩნდა. ჭადრაკისგან განსხვავებით, ვინაიდან თამაშისას კამათელი გამოიყენება, გვირგვინოსნებს მარცხის შემთხვევაში თამამად შეეძლოთ, წარუმატებლობა კამათლის "უსინდისობითვის" დაებრალებინათ.
ვაჟურმიჰრმა თავის ჩანაწერებში ახალი თამაშის ყველა ასპექტი დაწვრილებით აღწერა და არც ის დაუმალავს, რომ მას საფიძვლად უკვე არსებული თამაში დაუდო ( შესაძლოა ეს რომაული ტაბულაც ყოფილიყო, ან მისი ნაირსახეობა ) თუმცა მიუთითა, რომ სწორედ მან ამოხსნა უძველეს თამაშში ჩადებული და დაშიფრული სიბრძნე.
სპარსმა ბრძენმა დაფის სტრუქტურა და ქვების რაოდენობა მაშინდელ მაშინდელ კალენდარსა და ასტრონომიულ სწავლებას დაუკავშირა, თუმცა დღეს ჩვენთვის გაცილებით საინტერესო თამაშის დედააზრია. ვაჟურმიჰრის თქმით, ნარდის დაფა მიწას გამოსახავს, ქვები-ადამიანებს. მოთამაშეები ორი დაპირისპირებული სახელმწიფოს მეფეები არიან, კამათლების შედეგი კი განგების ნებაა. ამრიგად, ნარდის თამაშშიც, როგორც ცხოვრებაში, მეფენი ( მოთამაშენი ) თავიანთ ხალხს ( ქვებს ) ოღონდ განგების ნებასთან შესაბამისობაში ( კამათელზე გამოსახული შედეგებით )
თამაშის დასაწყისში დაფაზე ქვების მწკრივებად განლაგება, ვაჟურმიჰრის განმარტებით, ქვეყნის მოსახლეობის დიდსა და პატარა ქალაქებში განაწილებას აღნიშნავს, თითოეული ქვის გადაადგილება კი იმ ადამიანის ცხოვრების გზას იმეორებს, რომელიც ქვეყნისა და მეფის სამსახურში მყოფი აგებს ქალაქებს, იცავს სამშობლოს, ეომება სხვა ქვეყნის სახელმწიფოთა ჯარს...
სპარი ბრძენი ადამიანისთვის სიცოცხლის იდეალურ დასასრულად სიბერისგან, საკუთარ კედლებში, მშვიდობიან აღსასრულს მიიჩნევს და მისი განმარტებით, სწორედ ამას გამოსახავს ნარდის თამაშის ფინალურ ეტაპზე ქვების სათამაშო დაფიდან ( საკუთარი კარიდან ) გაყვანა.
ამრიგად, ერთ-ერთი მოთამაშის გამარჯვება, რომელიც სრულად გაიყვანს ქვებს თავისი "კარიდან" აღნიშნავს შემდეგს: მეფე წარმატებულია და ქვეყანას მაშინ მართავს სწორად, თუკი ადამიანები თავიანთი ცხოვრების გზას, თუ მტრული სახელმწიფოების ზემოქმედების გარეშე, ბუნებრივი ფაქტორებით მშვიდად გაივლიან და იმქვეყნად "საკუთარი კედლებიდან" გაემგზავრებიან.
სპარსეთში 6-ე საუკუნეში დაბადებული თამაში მალევე გავრცელდა მის საზღვრებს გარეთ. თავისთავად ნარდის პოპულარობა თამაშის წესების სიმარტივემ, ინვენტარის უბრალოებამ და გამორჩეულმა აზარტულობამ განაპირობა. შუა საუკუნეებში, ევროპაში არსებობდა შვიდკაცა ნარდი. კლასიცისტურ ევროპაში კი ძალიან პოპულარული იყო ნარდი, თუმცა მას შემდეგ, რაც ნარდი ევროპაში შევიდა, სხვადასხვა ქვეყანაში თამაში განსხვავებულად განვითარდა და წესების ნაციონალური ვარიაციები შეიქმნა. ერთიანი წესების არარსებობა კი, რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნიდა.
ვითარება 1743 წელს მას შემდეგ შეიცვალა, რაც "თამაშების მამის" სახელით ცნობილმა ინგლისელმა ედმონდ ჰოილმა გამოსცა ნარდისადმი მიძღვნილი წიგნი. ერთი სიტყვით, ჰოილმა ძველი სპარსულის საფუზველზე, თანამედროვე ნარდის წესები ჩამოაყალიბა. "წიგნი ნარდზე" სწრაფად გავრცელდა და გახდა ინტერნაციონალური და მოთამაშეებს ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვა გაუადვილდათ. საჭირო იყო მხოლოდ თამაშის წინ შეთანხმება "ვითამაშოდ ჰოილის წესებით!" ( საინტერესოა აქ მყოფ პატივცემულ, აზარტულ იუზერებს, რატომ არავის აქვს "ედმონდ ჰოილის" სახელი ნიკად, ხოლო პორტრეტი ავატარად

)
19 საუკუნიდან მოყოლებული, მიმდინარეობდა ნარდის თამაშის გარდაქმნა აზარტულიდან ინტელექტუალურისკენ, რაც ორ მიზანს ემსახურებოდა: პირველი-თამაში უფრო სტრატეგიული გამხდარიყო, საბაზო წესების გათვალისწინებით და მეორე-შეძლებისდაგვარად, მინიმუმამდე დასულიყო გამართლების ფაქტორი და წინა პლანზე ოსტატობა წამოწეულიყო.
20 საუკუნის დასაწყისისთვის ნარდის უამრავი სათამაშო კლუბი არსებობდა. თითოეული მათგანი ამ ამოცანის გადაწყვეტას თავისებურად ცდილობდა. შედეგი კი ის იყო, რომ საკლუბო ტურნირებზე საკმაო დროს ანდომებდნენ, ჯერ წესების შეთანხმებას, შემდეგ კი მოთამაშეთათვის მათ გაცნობას.
პრობლემა 1931 წელს გადაიჭრა, როდესაც აშშ-ში ნარდის ერთიანი, ინტერნაციონალური სატურნირო წესების დასადგენად კონფერენცია გაიმართა. ხანგრძლივი სჯა ბაასის შემდეგ ნარდის თამაშმა დღევანდელი სახე მიიღო, ხოლო 1967 წლიდან ნარდში მსოფლიოს ჩემპიონატები იმართება.