Qutaiso20/11 ძალიან ცუდი შეცდომაა
დავიწყოთ იქიდან რომ თამაში შუა ფაზაშია სტრატეგიული განლაგება დაახლოებით თანაბარია
ჩვენ არ უნდა დავანგრიოთ ჩვენი სტრატეგიული პუნქტები და შევეცადოთ პრობლემა შევუქმნათ მოწინააღმდეგეს
შენი სვლის შემდეგ იხსნება ქვა რომელიც კეტავს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პუნქტს 5
შენ გირტყავს 1-2-3 თავის კომბინაციებით და რამე
ამას დავუმატოთ ის რომ იმის კარები 3 პოზიციაზე უკვე დახურულია და შენთვის ძალიან სახიფათო ხდება მაგის სვლა
შენ თუ ჩამოხვალ ფანჯს პუნქტ 8 ზე და მოკლავ შენს კარში დუს ამით რამდენიმე კურდღელს ერთად იჭერ
1) არ ხსნი იმის კარში სასიცოცხლოდ აუცილებელ პუნქტს
2) კლავ ქვას და შემდეგ გაგორებაზე მოწინააღმდეგე ვეღარ იქნება ხელგახსნილი დაგარტყას უამრავი პოზიციით დიდი ალბათობაა რომ ვერ გაგარტყას 65%
3) რომც გაგარტყას შენ იმის ფანჯის კარში კარები რომ გაქვს მუდმივად იმედი გაქვს რომ ჩაუჯდები მკვდარი ქვით
მანდ კიდევ ერთი კარგი სვლაა 4 ის კარში რომ ჩაუგდო ქვა მაგრამ დუს კარში მოკვლა იმ უპირატესობას გაძლევს რომ მოწინააღმდეგეს ხელებს უკრავ მკვდარი ქვით
მოკლედ არ აძლევ თამაშის საშუალებას მოწინააღმდეგეს, მათემატიკურად ყველა სვლა ზუსტად რომ დაგითვალო საკმაოდ დიდი დრო უნდა ამიტომ, ლოგიკურ ანალიზს ჯობია დავყაბულდეთ