ბოდიშით დაგვიანებისთვის, გამოვნახე დრო და გავაგრძელოთ მოჩი-ტრაბოლტის მატჩის მიმოხილვა
აქ ტრაბოლტი ოდნავ შეცდა, მისი სურვილი იყო ყველაზე საჭირო კარების 5-იანის კარების აღების საშუალება არ მიეცა მოჩისთვის. უფრო სასარგებლო იქნებოდა ზემოდან ჩამოსულიყო ქვას და პოზიცია დაეკავებინა 10-იანის პუნქტზე.
ხოლო ის რომ მოჩი ხუთიანის პუნქტს დაიკავებდა სულაც არ იყო მაღალალბათური...

აქ ყურადღებით თამაშია საჭირო რომ სერიოზული შეცდომა არ დაუშვა.
სერიოზული შეცდომა კი იქნებოდა პუნქტი 18-დან ქვის გადმოწევა რაც ოპონენტს ფაქტიურად მშვიდან ჩაამთავრებინებდა თამაშს, ეს სვლა მოჩისთვის პრობლემა არ აღმოჩნდა და ზუსტად ითამაშა

ზუსტად იგივე ლოგიკაა ამ სვლაშიც რაც ზემოთა სურათზეა 18 პუნქტიდან ქვის დაძვრა არაფრის დიდებით არ შეიძლება რადგან მეტოქეს ამით უსაფრთხო სივრცეს აძლევ

ამ შემთხვევაში ტრაბოლტმა უშეცდომოდ ითამაშა. შეცდომა კი საკმაოდ სერიოზული იქნებოდა, შეიძლება საბედისწეროც გამხდარიყო მას რომ შიდა რომელიმე კარები აეღო და პუნქტი 13 დან სრულად არ დაეღწია თავი.
ამ სვლით კი მისთვის კომფორტული პოზიციები შეიქმნა მას უამრავი საშუალება აქვს მშვიდად აიღოს კარები ან მოკლას მოჩის გახსნილი ქვა და რაც მთავარია მან თავი დააღწია რეალურ საფრთხეს რომელიც არსებობდა მისი ქვების ზემოთ ყოფნის დროს

ეს სვლა გათვლილია მოწინააღმდეგის 63 54 64 61 და ა.შ სვლებზე რომლის შემდეგაც შანსი შეიძლება მიეცეს უბრალოდ დუში რომ ჩასვას საკმაოდ სარისკოა მისი ქვა რამდენიმე ვარიანტით იკვლება და თან იხურება მაგალითად 61-ით ვნახოთ მომდევნო სვლა

მართლაც აქ მოვიდა 61. 6-იანით იკვლება რა თქმა უნდა პრობლემა ერთიანია აქ ქვა უნდა შევიდეს კარში რადგან გარდა იმისა რომ ნებისმიერი ერთიანით კლავენ გახსნილ ქვას კიდევ რამოდენიმე ვარიანტი ემატება თუ კი გაიხსნება პუნქტი 8 ესენია 64 62 44 5/35-დან რაც 14% გამოდის და ამხელა საჩუქრის გაკეთება ნარდში დაუშვებელია. მოკლედ ტრაბოლტიც უშეცდომოდ თამაშობს ამ სვლას

აქ ბევრი კარგი მოთამაშე შეცდებოდა. საქმე ტრაბოლტის მოსალოდნელ 32 42 43-შია ასევე 11 უსიამოვნო სიტუაციაში აგდებს მოჩის თანაც მარსის ალბათობაც გასათვალისწინებელია (არც ისე აშკარაა მაგრამ მაინც). მოჩიმ ზედმეტი რისკი და აგრესია გამოავლინა ჯიუტად არ წამოიღო ქვა.

მოკლედ ანგარიში გახდა 0-4 ტრაბოლტის სასარგებლოდ.
სვლების ანალიზი არაა პროფესიონალურად 100%-იანი სიზუსტით განხილული თუმცა ძირითადი მაინც ეგაა

დანარჩენი შემდეგში განვაგრძოთ
This post has been edited by exploit on 19 Mar 2013, 06:40