ზოგად თემაში არ დავწერ თორე იქ შემჭამენ რეებს ბაზრობო,რა სისულელეაო,აქ მასეთ თემებზე არ ვლაპარაკობთო

კაროჩე 5 თვეა უკვე რაც აჭარაზე NL5-ზე ვთამაშობ,დღეში საშუალოდ 2-3საათი მაინც,ყოველდღიურად და ვფიქრობ რომ დამიგროვდა რაღაც გამოცდილება რომ აზრი გამოვთვა მეც. ასე რომ მოგახსენებთ,რამოდენიმე ტენდენცია გამოიკვეთა,რის საფუძველზეც ეჭვი მიჩნდება რომ არაა ეს პროგრამა რანდომი და ასევე ბოტები.
1)ყველაზე აქტუალური რაცაა და ყველაზე დიდი ზარალი რასაც მოაქვს არის "შორთსტეკების დაუმარცხებლობის სინდრომი"
განვიხილოთ:
ა)ყველა მაგიდზე NL5-ზე უმრავლესობას წარმოადგენენ შორთსტეკები 1.5ლარი და ქვევით ვისაც აქვს. ასე რომ ისეთი მაგიდის ძებნა სადაც შორთი არაა ძალიან რთულია.(ამიტომ ის რჩევა რომ "შენც შორთებიან მაგიდაზე არ დაჯდეო" უარყოფილია)
ბ)როდესაც არის 1 შორთსტეკი დარიგებაში და ფლოპზე ან პრეფლოპ გიკეთებს ოლინს,თუ მასზე ბევრი გაქ ფული(არ აქვს მნიშნველობა 10თეთრით თუ 5ლარით) 10დან 7ჯერ მინიმუმ მაინც მოგიგებს ნებისმიერი კარტით.(სქრინებს დავდებდი აუარებელს მაგრამ,ლეპტოპში არ მაქ,pc-ზე მაქ და იმას აღარ ვხმარობ)
გ)ფლოპის მერე ყოფილა მომენტები როდესაც 0.48% ჰენდი შემოუტრიალებიათ,ლაპარაკი არ მაქ 2აუტებზე და სტრიტდრო და ფლეშდრო ხო უკვე ჩვეულებრივი მოვლენაა და ეგ დრო ჰენდები რო ვერ დახურონ უნდა გაგიკვირდეს ხოლმე

დ)როდესაც ეთამაშები 2 შორთსტეკს პრეფლოპ ან გინდაც ფლოპის მერე ოლინზე,ძალიან დიდი შანსი გაქვს რომ დაამარცხო. ასევე ნებისმიერი კარტით :

ბოლო სეესიაზე ერთი შორთი აოლინებს ბიგი ქოლავს მეორე შორთიც აოლიებს და ბიგი იმასაც უქოლავს, ერთ შორთს KJ,მეორეს QQ, ბიგი K4ჯვრები,ფლოპზე Q სეტია,ბიგი თერნ რივერის ორი ჯვრთ იგებს ჰენდს

)) (არ თქვათ ეხლა ეგ ერტი კონკრეტული ჰენდია და მაგით ვერ იმსჯელებო,ძალიან ბევრია დამიჯერეთ ასეთი ჰენდი)
2) რაც შეეხება ბოტბის თემას:
პირველად ბოტების შესახებ რომ საუბრობდნენ სისულელე მეგონა,ვფიქრობდი რაში სჭირდება აჭარას ისედაც ამხელა მოგებას ანხულობს და ბოტების გამო ისედაც გატეხილი და შერცხვენილი იმიჯი სულ გიუფასუროსო,მაგრამ რავი მაინც ვერ ვხვდები დანამდვილებით რა ხდება,ასე რომ გეტყვით ჩემი მოსაზრების შესახებ.
რატომ დამებადა აზრი რომ ბოტია მაგიდაზე:
ა)ყველაზე მთავარი ნიშანი რაასაც ვთვლი არის,მისი თამაში:ანუ როდესაც გაქვს რაღაც საშუალო კარტი და ნელნელა ბეთებს აკეთებ მოგყვება სულ ქოლებით და რივერზე პროსტა რერეიზს გიკეთებს, 10 თეთრს თუ ბეთავ 20-ზე არეიზებს და ვსო იგებს...
ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირია,თავიდან ვფიქრობდი რომ ფიშის ფსიქოლოგიაა მეტს ვერ ბედავენ რო დაარეიზონო მაგრამ იმდენად გახშირდა რომ ეხლა უკვე იმაზე დავიწყე ფიქრი "დავიჯერო ამდენი ფიში ერთნაირად თამაშობს?
ბ)ასევე შოუდაუნზ გიხსნიან სტრიტს. ნათსი როა და ბუნებაში კარტი რო ვერ უგებს და მარტო რირეიზი რო გააკეთა,ასევე ხშირია ქოლით მიღბაც ხოლმე.. მიმიწეერია- მეტი რატო არ დაარეიზე ან რამე ასეთი და არავის არ უპასუხია...საეჭვოა მათი დუმილიც ასევე.
ეს იყო რისი თქმაც მსურდა და რავი ვინმეს თუ შეგიმჩნევიათ მსგავსი რამ დაწერეთ...
This post has been edited by datagonashvili on 19 May 2013, 18:59