არასწორად წერთ წესებს.
კინგის თამაშის წესები არის რამდენიმენაირი.
დათქმაზეა მოკლედ მაგრამ პრინციპი ერთია.
თამაშობს 3 კაცი (მინიმუმ) თუ 4 კაცი თამაშობს თითო ჯერზე ერთი ისვენებს.
32 კარტი: ყველა მასტის (ცვეტის) ტუზი, კაროლი, დამა, ვალეტი, 10, 9, 8, 7
კარტების სიძლიერე შესაბამისად ნაწილდება, 7 ყველაზე სუსტი ტუზი ყველაზე ძლიერი (ჯოკერივით)
დარიგების წესი: თითო მოთამაშეს ურიგდება ათ-ათი კარტი ორ-ორად.
დილერი დარიგებისას ორ კარტს გადადებს. (პრიკუპი)
კარტი რიგდება საათის ისრის მიმართულებით, დილერისგან პირველი მარცხენა მოთამაშე პრიკუპის ნახვის გარეშე აცხადებს თუ რა თამაშს თამაშობს. იღებს პრიკუპს და მისი გათვლით არასასურველ ორ კარტს დებს უკან (ჩატეხვა). სხვა მოთამაშეებს ჩატეხილი პრიკუპის ნახვის უფლება არ აქვთ. მაგრამ ნახულობენ პრიკუპს ცხადებამდე.
ერთ მოთამაშეს თითო თამაშის ცხადება შეუძლია მხოლოდ ერთხელ.
თამაშდება მინუსები და პლუსები.
მინუსები: კინგი, დამები, ვალეტები (მალჩიკი

) გული (ჩერვა) ვზიატკი (იგივე მიზერი პრეფერანსში, ან პასი ჯოკერში) 2პ (ბოლო ორი)
პლუსები ანუ კოზირები თამაშდება კოზირი, თამაშის განმავლობაში თითო მოთამაშეს ეძლევა საშუალება აცხადოს კოზირი, ნებისმიერი მისი შეხედულებისამებრ. ბეზი, გული, აგური, ჯვარი. თითო წაღებულ "ვზიატკაზე" ეწერება +1 ქულა.
მინუსები:
კინგი: მიზანი არ წაიღო კაროლ გული. კაროლ გულის წამღებს ეწერება -40. არ შეიძლება გულის ტარება თუ სხვა რომელიმე ცვეტი გყავთ. არ შეიძლება გულის ჩატეხვა.
დამები: მიზანია არ წაიღო დამა ან რაც შეიძლება ცოტა დამა წაიღო. დამის ჩატეხვა არ შეიძლება. თითო წაღებულ დამაზე იწერება -10 ქულა.
მალჩიკი: თითო ვალეტის წაღებაზე იწერება -10 ქულა, ვალეტის ჩატეხვა არ შეიძლება
ჩერვა: არ უნდა წაიღოთ გულები, თითო გულზე იწერება -5 ქულა, გულის ჩატეხვა არ შეიძლება, გულის ტარება არ შეიძლება თუ სხვა კარტი გყავთ. თუ ატარეს ვთქვათ ჯვარი და არ გყავთ ჯვარი შეგიძლიათ გადააგდოთ ნებისმიერი კარტი, გულიც.
2პ: არ უნდა წაიღოთ ბოლო ორი ვზიატკა, თითოზე იწერება -20.
ვზიატკი: არ უნდა წაიღოთ არაფერი, ან რაც შეიძლება ცოტა, თითო წაღებულ ვზიატკაზე იწერება -4 ქულა.
თამაშის ბოლოს პლუსები მრავლდება 8 ზე და ემატება მინუსები, ბალანსის მიხედვით ვლინდება გამარჯვებული.
თუ სწორადაა დაწერილი თამაშის ბოლოს საერთო მინუსები და პლიუსები ჯამში გვაძლევს ნულს,
რაც შეეხება დათქმას,
ხდება დათქმა რამდენიმე რამის: 1, ყველა გათამაშება ხდება არჩევით.
2. ცხადება ხდება ვინუჟდენი სურვილის მიუხედავად.
3. მალჩიკებს ასევე ვალეტის ნაცვლად კაროლებით თამაშობენ.
4, პრიკუპის ჩატეხვაც დათქმაზეა მაგალითად შეიძლება დათქვათ რომ დამების დროს შეიძლება ჩატეხოთ დამა და დაგეწეროთ შესაბამისად -10 ქულა. (თამაშს ართულებს) ასევეა ჩერვაზეც,
თუ რამე გამომრჩა მკითხეთ და მოგწერთ.