აჭარეში შევედი წინა ოთხშაბათს
სიმართლე რომ ვთქვათ ტვალეტში მინდოდა და სულ არ მიფიქრია თამაშზე

რომ მოვრჩი ჩემს საქმეებს, ცუდმა აზრმა გამიელვა თავში და სამგზავროდ გადახურდავებული 2 ცალი 50 $იანიდან, ერთი გადავახურდავე ფიშკებზე.
მივუჯექი ჰოლდემს და 10 წუთში ისე ამიშალეს ნერვები რომ ძლივს 75ზე ასული ჩამოვედი 10ზე.
მოგეხსენებათ მინიმუმ 15$ გჭირდება რომ 1 დარიგება მაინც ითამაშო.
ხოდა ავდექი დაჯღანული სახით, წვიმაში მოყოლილი ლეკვივით მაგიდიდან და დავიწყე ბოდიალი დარბაზში რომ ეს 10$ რამეში დამებანდებინა(გამესხა)
ბოლოს შევჩერდი რულეტკასთან. პირველმა რაც გამიელვა თავში იყო რიცხვი 26, ჩემი დაბადების თარიღი.
შევხედე არ იყო ამოსული, საერთოდ არ ჩანდა ტაბლოზე. რომ დაიწყო ახალი დატრიალება, ავიღე ეს 10$ და ვტყლიწე ამ 26ზე...
დატრიალება მორჩა და ტაბლოზე დაეწერა "0"...
ნუ ჩავთვალე რომ ამოვიდა ზერო და უარესი დაჯღანული სახით ნელ-ნელა გამოვცდი მაგიდას.
3-4 მეტრზე რომ მოვშორდი, მაგიდიდან გავიგონე რომ ვიღაცამ თქვა, ნეტა 26ზე დამედო, ამის დედა#####ან ვიცოდი რომ ამოვიდოდაო..
გავჩერდი, ცოტა არ იყოს და გავშრი. ნელ-ნელა მივბრუნდი და ჰოი საოცრება-26 დაჯდა

25$იქვე დავტოვე(ანუ დატვოვე, არ მითამაშია, უბრალოდ მაგიდაზე დავუტოვე გვერძე ტიპს) და 325$ით გაოცებული, გამშრალი, ნუ ბოლომდე კიდე ვერ გარკვეული იმაში თუ რა მოხდასახით გამოვედი აჭარიდან...
იმ 325$დან დაჟე ონლაინზ არ ჩამირიცხავს არაფერი

პ.ს.
Gio707გვიან წავიკითხე
შენც 26 დაგისვავს
This post has been edited by Beroname on 18 Jun 2013, 17:04