mishajavaმიშა, ერთი თემა ხომ არ გაგვეხსნა ამ განყოფილებაში? ვფიქრობ, პოტენციურად ბევრი დაინტერესებული გვყავს ამ თემაში. შეიძლება ითქვას რომ ესეც (აზარტული) თამაშია, რაღაც კუთხით.

სტუდენტობიდან მოყოლებული სულ მქონდა სურვილი რო ეს დამემუღამებინა. მეც მომივიდა პოკერსტარტეჯიდან მოწვევა. ახლა ვფიქრობ დავიწყო თუ არა. ყველაზე მეტად რაც მომწონს ისაა, რო როდესაც ჩემი ბედით "დაინტერესებული" ნათესავ-მეზობელ-მეგობარი მკითხავს, სად ვმუშაობ, სამსახური რატო ვერ ვიშოვე ჩემი ჭკუის პატრონმა

და ა. შ. ვეტყვი რომ ამით ვარ დაკავებული. ადრე ერთი ორს ვუხსენე პოკერი და მერე ბევრჯერ ვინანე ამის გამო.

ვერ აღიქვამს ხალხი პოკერს სერიოზულად ჯერჯერობით და მართლა დავიღალე უკვე ამათი "მზრუნველობით".

თანაც მართლა მაგრად მაინტერესებს ფორექსი და აქციებით ვაჭრობა ზოგადად. ჩემთვის ორმაგად მომგებიანი საქმეა. ვცადოთ, რა იცი რა ხდება?! იქნებ თხა იყოს, ტყუპი მაიგოს!

))
This post has been edited by Dasisdas on 17 May 2013, 16:25