დიდი ხანია ევროპაზე არ შემიხედავს, დღეს შევდივარ საიტზე და ესეთ რაღაცას მიგდებს
კი გამიკვირდა სახელის შეცვლას რომ მთავაზობდნენ (ცხადია სურვილის შემთხვევაში), მარა მაინც დავრეკე მითითებულ ნომერზე... გოგონამ როგორც ყოველთვის პაუზა ითხოვა, უფრო კომპეტენტურ ადამიანს ვკითხავო და მართლაც ბევრი არ ულოდინებია, კმაყოფილმა განმიცხადა
-თქვენ ვერ გაიგეთ ბატონო, მანდ წერია რომ თუ ბოლო სამი თვეა პაროლი არ შეგიცვლიათ უნდა შეცვალოთ აუცილებლადო..... თორემ სახელს რაც შეეხება, მაგის შეცვლა შეუძლებელიაო... - ისეთი ტონით მითხრა ეს ყველაფერი აშკარად ამას გულისხმობდა: "ჯერ წერა კითხვა ისწავლე და მერე შეაწუხე დარეკვებით კომპეტენტური ხალხიო...."
რავიცი, სად აღარ მითამაშია მარა ესეთი დაბალი დონე არსად არ შემხვედრია... და არც არის ალბად ბუნებაში...
არადა ყველაზე მაგარი ქართული რუმია...
ვაი ჩვენს პატრონს უბედურს
მიმაგრებული სურათი