niki-biki:)კონსოლი დაითრიე და თამაში დაიწყე. აზარტული ადამიანი ყოველთვის აზარტული იქნება, ხოლო ყოველივე კარგი და უსიამოვნო თავისებურად კარგი და სასიამოვნოა.
შენ თუ აზარტული ხარ ამას ცუდი მხრიდან კი არა - კარგი მხრიდან უნდა შეხედო.
აზარტი და ფასიანი ქაღალდები (ფული) ერთმანეთს სამუდამოდ უნდა დააშორო, რამეთუ აზარტი და ფულის წაგება ერთმანეთთან ძალიან შორს არის.
ფულს ვინც აგებს არის გაუბედურებული ადამიანი და მგონი შენ ცხოვრებაში სულ სხვა გეგმებია, ჰომ ასეა?

ამიტომ, საწყის ეტაპზე ითამაშე ქულებზე, ისეთ საიტებზე, როგორიც არის jokerbros.com.
ცოტახანში მიხვდები რომ ამ უაზრობაში დროის დაკარგვას გირჩევნია გარეთ გახვიდე და დროის უმეტესობა იმ მეგობრებთან ერთად გაატარო, რომლებიც ცხოვრებაში სულ სხვა რამით ერთობიან.
მეგობრულ წრეში უფრო მეტი დროის გატარება მოგაშორებს პირველ რიგში კომპიუტერს და შემდეგ ფულის წაგებას.
მეორე ვარიანტიც არის, რომელიც უფრო რადიკალურია.
ჩარიცხე შენს ანგარიშზე 5 ლარი და უმაუვე გამოიტანე. თუ პროცენტის დაკარგვა არ გსურს - მეგობრის ანგარიშის მეშვეობით (HU პოკერში წააგე)
ჩარიცხე - გამოიტანე, ჩარიცხე გამოიტანე.
ასე 5-7 ჯერ როცა გააკეთებ, მერე სხვანაირად შეხედავ როგორც კაზინოს, ისევე ტოტალიზატორს.