მე რომ გაჭედილი მქონდა თამაშისგან ასე ვუთხარი ჩემს თავს :
სანამ დავანებე თავი თამაშს , პირველ რიგში ეს რაღაცეები გავიგე .
ერთხელ მაინც დააკვირდი რომ ...
1 . კაზინოში არ არის ფანჟრები . (ნასკებზე გკიდია გარეთ რა ხდება)
2 . არ არის საათი რომ არ გქონდეს დროის განცდა . ( სხვათაშორის არცერთ თანამშრომელს არ აქვს)
3 . ატმოსფეროა ისეთი მყუდრო შექმნილი რომ თავი იგრძნო როგორც სახლში .
4 . არაფერი არ ჩანს გარდა სათამაშო აპარატებისა (რომ ყურადღება არ გადაიტანო)
5 . მთელს კაზინოში ნოხია დაგებული რომ ხალხის მოძრაობამ და რომ გოგოებმა ქუსლების წკაპუნით ყურადღება არ გადაგატანინონ .
6 . ლუდი , წვენი უფასოა , მაგარი "დევოჩკები" დადიან და ეგეც გატორმუზებს .
7 . რულეტკის მაგიდა და ზოგადად მაგიდები მწვანეა ან ისეთი ფერის რომ თვალები არ დაღალოს (რომ მაქსიმალურად შეძლო იქ ყოფნა )
8. ჰაერში "ჩერეს ვინტილიაცია" (დილაობით) რაღაცას უშვებენ და წყალშიც რაღაცას რაც არ დაგაძინებს (ღამის სამ საათზეც როგორ მხნეთ ხარ )
9. სალარო ძირითადათ სადღაც ტრაკშია რომ თავი არ შეგახსენოს . ფლეიაჭარაში მაგალითად.
10. გოგოებს თეძოზე მისამაგრებელ ჩანთაში იმაზე ბეეევრად მეტი მაყუთი დააქვთ ვიდრე რეალურად სჭირდებათ . (ფსიქოლოგიური მომენტია )
11. და ვაფშე რაღაც ზომბები მოძრაობენ მანდ, როგორ მეცოდება ყველა ის ვინც მანდაა

, ვერ გაუაზრებია რომ თავს თვითონ იღუპავს , ვერ ხვდება რომ სულ უკან და უკან მიდის . არ ხედავს ამ სურათს რომ , ერთს მოაგებინებენ 100 ლარს და დანარჩენები ამ ცხოვრებისგან გაბოროტებულები , მშივრები , უმუშევრები ამ ხალხში რაღაც ყალბ იმედს ნერგავენ რომ რაც აქვთ ისიც წაართვან . სად არიან ის ღორები ამ ყველაფრის სათავეში ვინც არის რომელი გინახავთ ან რომელს იცნობთ , სად არიან და გულაობენ თქვენს ხარჯზე ბლომად აქვთ მაყუთები და გრიალებენ . ამ შენობების , აპარატურის , მომსახურე პერსონალის , ლიცენზიების , მაყუთი საიდან . მოკლედ ამაზე შემიძლია დილამდე ვილაპარაკო
თავს ვერ დაანებებ იმიტომ რომ "იმათ" ეს არ აწყობთ ეს შემოსავლების მილიონების მდინარეა . 98 % მოთამაშეეების აქვს ვალები , კრედიტები ,სესხები და ა.შ. ეს გაკავებს . თან იმედი გაქვს მოგების .
კარგად მესმის იმისი ვინც თავს ვერ ანებებს თამაშს . სიგარეტის გადაგდება რა ჩემი ფეხებია ამასთან შედარებით , წამალზე უარესია ბევრ მომენტში .
ნებისყოფაა საჭირო დიდი .
თუ გააზრებული გაქვს ყველაფერი უბრალოდ იპოვე შენს თავში ძალა ერთ დღეს ადექი და შეცვალე ყველაფერი , თუ მართლა გინდა მაგ ჭაობიდან გამოხვიდე და თუ ამას სწორი გზით გააკეთებ , ღმერთი აუცილაბლად დაგეხმარება და თუ დაძლევ ამ განსაცდელს იმაზე მეტს მოიგებ ვიდრე მაქედან ელოდები
Follow the white rabbit .............