დაწერეთ მერე რაიმე საინტერესო პოკერზე , დაგიშალათ ვინმემ ?
კაი , მე დავწერ ( პოკერზეა , მაგრამ რამდენად საინტერესო იქნება არ ვიცი ? )
პატარა ტუტორიალი პოკერზე ( ნაწილი 2 ) პირველი ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ აქ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პოსტი იქნება , ონლაინ ქეშზე და კონკრეტულად : მულტითეიბლინგზე , ვინრეითზე და რეიქბექზე .
( ვინც ყველაფერი იცის ამის შესახებ გამოტოვეთ ეს პოსტი , თუმცა ! არ მგონია რომ ბევრმა იცოდეს ის რასაც დავწერ )
მულტითეიბლინგი = რამოდენიმე მაგიდის თამაშს ნიშნავს .
ვინრეითი = მოგების მაჩვენებელი დისტანციაზე , რამდენ ბიგ ბლაინდს ვიგებთ 100 ხელზე.
რეიქბექი = პოკერ რუმის მიერ წაღებული რეიქის ნაწილის დაბრუნება .
ქვევით მოყვანილი ციფრები შეიძლება გამოხატავდეს კონკრეტულად ერთი ადამიანის შესაძლებლობას და რა თქმა უნდა ეს ციფრები ყველასთვის ინდივიდუალური იქნება , მაგრამ პრინციპი იგივე დარჩება ყველასთვის , არ არსებობს ადამიანი რომ 10 მაგიდაზე იგივე ვინრეთი შეინარჩუნოს რაც 1- მაგიდაზე აქვს .
მაგალითად : ვთამაშობთ NL100 და ერთ მაგიდაზე ვინრეთი გვაქვს 10ბბ (10გელი) და თითო მაგიდას რომ ვამატებთ 1ბბ აკლდება ვინრეითს .
1 X 10 = 10ბბ
2 X 9 = 18ბბ
3 X 8 = 24ბბ
4 X 7 = 28ბბ
5 X 6 = 30ბბ
6 X 5 = 30ბბ
7 X 4 = 28ბბ
8 X 3 = 24ბბ
9 X 2 = 18ბბ
10 X 1 = 10ბბ
ზევით მოყვანილი მაგალითიდან ვხედავთ რომ კონკრეტულად ამ მოთამაშისთვის 5-6 მაგიდის თამაში არის ოპტიმალური , 7+ მაგიდაზე ვინრეითი ეცემა , მაგრამ 7+ მაგიდის თამაში ჯობია იმ შემთხვევაში თუ რეიქბექი გვაქვს .
მაგიდების გაზრდით თითო მაგიდაზე ნაკლებ რეიქს დაწერთ , იმიტომ რომ ნაკლებ გათამაშებაში მიიღებთ მონაწილეობას , მაგრამ ჯამში რამოდენიმე მაგიდაზე დაწერილი რეიქი მეტი გამოვა .
მაგალითად : NL100-ზე 7 მაგიდაზე თამაშისას , ერთ მაგიდაზე თუ ვწერთ 6 გელ რეიქს 100 ხელზე და რეიქბექი გვაქვს 25% = 10.5 გელს
28+10.5= 38.5
ანუ .. 6-მაგიდასთან შედარებით , 7-მაგიდაზე თამაშისას ვინრეითი ნაკლები გვექნება , მაგრამ რეიქბექის ხარჯზე 8.5 გელით მეტს ვშოულობთ .
დასკვნა :
იმდენი მაგიდა ითამაშეთ რომ ვინრეით+რეიქბექ მაქსიმალური პროფიტი აჩვენოთ , რაც შეეხება იმ რუმებს სადაც რეიქბექი არ არის , მხოლოდ ვინრეითზე უნდა გვქონდეს ძირითადი აქცენტი და მასეთ რუმში 24 მაგიდის თამაშს აზრი არ აქვს , ია ტაკ დუმაიუ
This post has been edited by OTYA on 18 Jul 2013, 12:22