[QUOTE=TENGIZI87,28 Dec 2013, 03:05 ]
Slow[QUOTE]გვირაბში რომ სინათლეს ვერ ვხედავდი, თითქოს გამოჩნდა რაღაც , იმედი ჩაისახა : ))[/QUOTE]
ჩვენც გვითხარი საით მივყავართ მაგ სინათლეს?[/QUOTE]
[QUOTE=TENGIZI87,28 Dec 2013, 03:05 ]
Slow[QUOTE]გვირაბში რომ სინათლეს ვერ ვხედავდი, თითქოს გამოჩნდა რაღაც , იმედი ჩაისახა : ))[/QUOTE]
ჩვენც გვითხარი საით მივყავართ მაგ სინათლეს?
ჯერ დანამდვილებით ვერაფერს გეტყვი ,
გვირაბის ბოლოს სინათლე თავისთავად მეტყველებს იმაზე რომ ღმერთი არსებობს ..
..........................................................................
აქვე ერთ ხელს შემოგთავაზებთ , და თუ მიხვდებით რა მყავდა
ცხელ-ცხელია , ეხლა დარიგდა
შუბლზე მიბჯენილ იარაღით ვიწყებ ვაჭრობას ,
ძალებს ვაფასებ ხუთ დიდ ლოდზე მეტად როგორც სჩანს,
და მხოლოდ ერთმა მოახერხა ჩემს წინ დაჯდომა,
გადააბიჯა იმ კომპლექსებს, ვეშაპს რომ ბოჭავს...
წამი მოლოდინის დადგა მდუმარებით ,
ცივი ომის მაგვარ განცდებს შევეყარეთ ,
არ გვსურს მომავალში შევხვდეთ მწუხარებით,
საგნის თანმდევ შედეგს ჩვენ რომ შევიყვარეთ.
დაეწყვნენ სამივე სიმაღლის მიხედვით,
ორ მათგან ვამგვანებ ჩემიანს, უდაოდ,
მეორე კანისტრას ვუმიზნებ იმედით,
რომ მისი საბადო გადავახურდაო...
და არც კი ყოვნდება კლდის დიდი ნაგლეჯი,
ცოლ-შვილსაც მთავაზობს, დუხზეა აშკარად
მე მიწას ვუზომავ მისივე ნაკვეთში,
ღრუბელი არსად ჩანს მზე არის თაკარა...
და უცებ... ვახ ჩემს თავს უბედურს...
ქვის სიმტკიცეში ეჭვი რომ ჩავთხარე...
ნუ დამიძახებთ სუსტსა და უბედოსმ
მოზომილ მიწაში (ჩემივე) საფლავი გავთხარე...
ვუმზერ უიმედოდ ქუჩის მუქ პეიზაჟს...
მესამე ლამპიონმაც ჩახია ვენები...
ალბათ მოვუყვები დღის ბოლოს გეიშას,
რაში გადავყარე ღამე ნათენები...
მსგავს მომენტებში ვიხსენებ ნაზიმას,
და ვგრძნობ ეს ცხოვრება თუ როგორ გაძვირდა...
უკვე არც მახსოვდა , ჯერ თურმე შანსი მაქვს,
...ჰოი საოცრებავ , რივერი გაწყვილდა!!