POKERISBLUFF
არა ძმაო, ლოსთი ისეთი სერიალია რომ ეგეთი მომენტები იქნება ყოველ სერიაში, ნუ მე რომ ვუყურებდი ერთი სული მქონდა როდის გათენდებოდა მეორე დღე რომ მეყურებინა ახალი სერიისთვის. იმედზე გადიოდა მაშინ და სად მქონდა კომპი რომ გადაბმულად მეყურებინა რამოდენიმე სერიისთვის

მერე ის გამიტყდა რო გაქცევაც დაიწყეს პარალელურად რუსთავი 2-ზე და არჩევანის გაკეთება მომიწია, გაქცევას ძმაკაცთან ვუყურებდი კომპში და ლოსთს იმედზე, ორივე მაგრად მევასება.
Urindanger
საერთოდ ეგ სერიალი ძალიან დამთრგუნველია, განსაკუთრებით ბოლოსკენ, როდესაც ფინიში ახლოვდება. ეგ და კიდევ ბევრი მომენტი იყო ისეთი, სადაც ძალიან დავიგრუზე შინაგანად და ლამიკს ვიტირე, ჩემში ყველაზე მეტად ეგეთი 2-მა მომენტმა გამოიწვია, ორივე ბოლო სეზონში ვითარდება და ერთი იმენა ბოლო სერიაში, მაგრად დამგრუზა. როცა დაამთვარებ ყურებას, მერე გავაანალიზოთ ეგ სერიალი თუ გინდა, ეხლა არ დავწერ ჩემ მოსაზრებებს )
JUVENTINO11
ინცეფშენი არის საუკუნის ფილმი, საუკუნის სცენარით, საუკუნის რეჟისორით და საუკუნის მსახიობებით, ლეონარდო,ის გოგო და ტომ ჰარდი მევასება ყველაზე მეტად მაგ კინოდან. ეპიკური ფილმია, რომელიც თავის ჟანრში უპირობოდ პირველია და ზოგადად კინოების რეიტინგში მინიმუმ 10-ეულში არის.
აღარც ვიცი რამდენჯერ მექნება ნაყურები ეგ კინო, მაგრამ ყოველ ჯერზე ახალი მუღამით ვუყურებ და მინდა წინა ყურებაზე გამორჩენილი ახალი ნიუანსი გავიგო, დონეა ფილმია ერთი სიტყვით.
რაც შეეხება ინტერსტელარს, ეგეც დონე ფილმია და მაგაზეც იგივეს ვიტყვი, ყოველ ყურებაზე ახალი მუღამით ვუზივარ. ორივე სხვადასხვა სტილის კინოა და ჩემი აზრით პირდაპირ მათი შედარება არ შეიძლება, აი მაგალითად არ მესმის როგორ უნდა შეადარო მესი და ბუფონი ერთმანეთს

შეიძლება ცოტა უხეში პარალელი გავავლე, მაგრამ ორივე უძლიერესი კინოა თავის ჟანრში, ორივემ დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე პირადად. ნუ თუ მაინდამაინც მითხრეს რომელი გირჩევნიაო, მეც ინცეფშენი უფრო მომწონს, მაგრამ მცირედით.
ორივე კინოს საერთო მაინც აქვს, ესაა რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი, რომელმაც ძალიან მაგარი კინოები გადაიღო.
ბეტმენის სამივე ნაწილი მაგის გადაღებულია და სამივეს რამხელა რეიტინგი აქვს, არც შევადარებ მანამდე გადაღებულ ბეტმენის ვერსიებს

კრისტიან ბეილი ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი მსახიობია, მასთან ერთად დუეტი შექმნა სტარიკ მსახიობთან ერთად ნოლანმა. ადამიანი რატომ ეცემა? იმიტომ რომ წამოდგომა ისწავლოს. ამ ფრაზას რომ ეუბნება ეგ კაცი რა, მაიკლ კეინი.
პრესტიჟიც ნოლანის გადაღებულია, მანდაც კრისტიან ბეილი და მაიკლ კეინი ყავს დაწყვილებული, ეგეც ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი კინოა. მთელი კინო ისე ვითარდება მოვლენები, რომ მოდუნების საშუალებას არ გაძლევს და მაგიტომაცაა კაი საყურებელი.
მემენტოც ნოლანის გადაღებულია, ეგეც განსხვავებული და საინტერესო ჟანრის ფილმია საყურებლად. ვისაც არ გაქვთ ნაყურები, უყურეთ ამ კინოებს და ისიამოვნებთ.
ერთი სიტყვით მაგარი რეჟისორია ნოლანი და კიდევ ბევრ კინოს გადაიღებს ალბათ განსხვავებული ჟანრითა და სცენარით.
პ.ს. გერმანელების კინოები არასდროს მევასებოდა, მაგრამ who am i რო აქვთ გადაღებული, საკაიფო გამოდგა ჰაკერებზე. მრხ და ბენიამინი