Alan
Newbie


ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 196862
რეგისტრ.: 21-January 15
|
#43514545 · 21 Jan 2015, 09:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სასწრაფო დ ეკიპაჟი გამოუშვით, ახალგაზრდა ბიჭი მტკვარში გადახტა, მისამართი გადმოგვეცით ქალბატონო! ანჩისხატის და სიონის შუაში, ხიდის ქვეშ განათებული შენობა როა მაქედან გამოვიდა გაუჩერებლად გადაჭრა გზა დაა.....
ბრაზილიამ გერმანიას უნდა მოუგოს, ან პირიქით რადგან მოგება ჭირდება თორე გავარდება ჯგუფიდან, თან ძალიან ძლიერია, მაგარ ფორმაშია, თან სახლში თამაშობს და დაბალი კუში აქ. მანჩესტერი სტანდარტებიდან იტანს გოლებს ხოიცი ინგლისია რაა კუტხურების მეტობა წამოვა უეჭველი. ბარსელონაა ტოო, კარში დარტყმები დაწერე ბურთს დაახევს თავზე... პრინციპული თამაშია დახოცავენ ერთმანეთს, ჯარიმები და ყვითლების მეტობა გაუშვი..
აუ მაგარი კარტია ძმაო ამას ვერავი ვერ გაჭრის, როგორუნდა გაჭრან ძმაოო იმენა შანსიი არააა, all in
ოძდარვა და ოძდაცხრა არუთამაშია რამდენი ხანია მიდი საკაიპოდ გადაგრუზე, ან გამსვლელები აუღე, თუარადა ნულიანის და სამიანის კანეცები ეგენი მაინც დაჯდება ფუ შენი დედა ######იი ერთით აქეთ ჩავარდნილიყავი მიდი გააორმაგე ეხლა უეჭველი დაჯდება ! ბოლო ფსონები თუ გაფარჩააკდით და ყველაფერი წააგეთ ჩვენ ნუ დაგვაბრალებთ! ფსონების მიგება დასრულებულია გისურვებთ აზრზე მოსვლას!
აზარტული თამაშები, ტოტალიზატორები, კაზინოები, ადრე თუ ტრანსპორტი იყო საჭირო შენობამდე მისასვლელად ამაზე იზრუნეს და პირდაპირ სახლში გაგვიხსნეს საკუთარ კომპიუტერებში. ყველაზე ბინძური ბიზნესი რომელიც მოსახლეობის და ყველაზე მეტად უფულო ახალგაზრდების გაფარჩაკების ხარჯზე არსებობს, კიარ არსებობს ყვავის, სიგარეტი იწვევს იმპოტენციას, კიბოს, კლავს ადამიანს, კაზინო და აზარტული თამაშები აბედნიერებს და ალაღლაღებს ადამიანებს, ამაზევე ეტყობა რომ ამ ბიზნეს სერიოზული მფარველები ყავს ბობოლა თანამდებობებზე და სამინისტროებში, ზოგს 200 ლარიანი სამსახური არ ყოფნის და მდგომარეობის გაუნჯობესება უნდა, ზოგს ბევრი ვალები აქ, ცოტას კიდე ამატებს ამ ვალებს და სათამაშოთ მიდის რომ მერე ყველა ვალი გადაიხადოს და ცოტა საგულაო ფულიც დარჩეს, ერთხელ ხომაიც გაუმართლებს!!!!!!!! ზოგი საერთოდ არმუშაობს, ვერიშოვა სამსახური, ხუთი ლარი კიი იშოვა მაგრამ 500 ლარი ჭირდება რომ რესტორანში წავიდეს ძმაკაცებთან ერთად, უნდა რომ ჩაიშმოტკოს მერე ერთი გოგო რომ მოწონს იმას ხოუნდა გაეპრანჭოს, ქალი მოუნდა და რომელი გოგო მიცემს მინიმუმ თუარ დაპატიჟა სადმე საკაიფო ადგილას, ბარდელშიც მაღალი ფასებია, რადგან ქალაქში იციან რომ გოგოს დაკერვა არაა ადვილი საქმე... მოკლედ უფულო ახალგაზრდებს სრულიად ბუნებრივი მოთხოვნილებები გააჩნიათ და სამწუხაროდ ყველაფერს ფული ჭირდება რაც ძალიან ცოტააქვთ ახალგაზრდებს და უნდათ რომ როგორმე გააბევრონ, ეს ნაბოზარმა კაზინოს დირექტორმა კარგად იცის და ამ დროს მათ უხსნის დიდ და ლამაზ შენობებს სადაც მხოლოდ საათი და ფანჯარა არაა, ზატო მაგის გარდა ყველაფერია, ფული და ოცნებების ახდენის ჯადოსნური აპარატები, თუ სახლიდან გასვლა გეზარება ჩართე კომპიუტერი და აიხდინე იცნება..... ამ სიტვაციი შეცვლა მხოლოდ და მხოლოდ ახალგაზრდული რევოლუციის(პროტესტით) გზით არის შესაძლებელი, გადატრიალებების და სისულეების გარეშე!! მხოლოდ და მხოლოდ რევოლუციის(პროტესტის) გზით!! * * * ვაა სიხარულოოო, სევდა შე ძველო, რას შვები როგორ ხარ? მომენატრე შეოხერო, რამდენი ხანია არ მინახიხარ, რახდება შენსკენ? რა ამბებია? რავიცი არაფერი ძველებურად რაა, შენ როგორ? ხარ სადიყავი დაკარგული როარ ჩანდი? რავიცი ბიჭო რაგაც პონტები გამეჩითა ქალაქისკენ და გირეკავდი ტოო ნომერი ხოარ შეგიცვლია? კი რამდენი ხანია სხვა ნომერი მაქ, იგივე ნომერია პროსტა სხვა ქსელია, ბიჭები რას შვებიან საით არიან? ვინები? სიყვარული,სიამაყე,ტრადიცია, სიმპატია, ერთგულება,სიკეთე იმედი, დაიშალა ბირჟა ტოო? თუ ცუდ დროს გავიჩითე? წასულები არიან, სად? რავიცი ზოგი სად, ზოგი სად, სიამაყემ გერმანიაში მოხია, მართლა ტოო? ხოო, მანქანა რაუყო ხოარ გაუყიდია? ეგ მანქანა ბანკმა გაუყიდა, დოხუია ვალები დარჩა აქ, თან კაზინოს ვერ მოეშვა და იმან ვაბშე გაწურა. რაო მერე რას იძახის კაიაო? მაგარიაო ტოო, ჩაბარდა სახლი მისცეს, სწავლა დაიწყო, მუშაობასაც იწყებს ეხლა. მეკაიფები ტოო? მაგი და სწავლა? ან მუშაობა? აგარ გახსოვს რაიყო ტოო? ხოო რავიცი ძმაო ვინც წავიდა ყველამ რაგაცა იშოვა და საკაიფოდაა, წამო რა წავიდეთ ჩვენც, რამდენი ხანია გეუბნები. მაიცა თუ ძმა ხარ, სიმპატია საითაა? სიმპატია მოსკოვშია, მაგრად გულაობს, მუშაობა დაიწყო, დღე და ღამე კლუბები ნაშობა და რამეე იმენა რუსი გაიჩითა. ერთგულებაც მიყავს,მაგათ ერთად მაგრად უსწორდებათ, იმენა ერთი ჭკუისები არიან, საღოლ ერთგულებას, იცის მერე რუსული? დაამუგამა, მალადეც! სიყვარული საითაა? არგაგიგია ტოო? რაიყო რამოხდა? ნორვეგიაში იყო წასული და დაიბრიდა,რანაირად? რავიცი მდინარის გადაცურვა უნდოდაო და დაიხრჩოო, ხოიცი როგორი გიჟი იყოო, აუ საწყალიი მაგრად მეწყინა, ხოოო, მოასწო რამეე? რავი სამი თვე მოუწია იქეთ ყოფნა და ცოტა გამოაგზავნაო რააა, ეეხ ბლიაად რაააა, რამდენი რამე მოხდა ასე მგონია ბავშობის მერე აღარ ვყოპილვარ აქეთ, ეგრეა ეგრეე. სიკეთე და ტრადიცია? ცოცხლები არიან? ტრადიცია დაიჭირეს მეორე სროკზეა, სიკეათემ გრინ კარტა მოიგო და მოხია, დაიგინა 10 წელი არ ჩამოვალო, საღოლ მაგას, იმენა ბანძები ვიჩითებით არა ჩვენ რო აქ ვართ smile emoticon ? ხოო ბოჭო იკვე ყელში მაქ ამოსული აქაურობა, თან როვიცი როგორი ცხოვრებაა იქეთ, მაინც როგორია შეჩემა რა გაბურგე ტვინი, სამოტხეა დავიჯერო? რომელი ერთი გითხრა ძმაო? სამსახურები ყრია იმენა პროსტა აქაურებს შედარებით ცოტას უხდიანო, ქალები ნარკოტიკები, ზღვა, მთა, კლუბები, ქუჩებში სისუფტავე და წესრიგი იმენა ყველგანო, აქ როარიან მკვლელი სიფატებიტ იქ ეგეტს ვერც ნახავო. წავიდეტ რა მაგის დედაც #####ან, თორე ჩავრჩებით აქ და ვერაფერს ვერ ვნახავთ და ვერც მოვესწრებით, დავრჩებით და დავჩამიჩდებით სირულად. კაი რა მაგათმა რა ჩემი ###,იციან? აქაურობას ხომაინც აჯობებს! მერე წადი შეჩემა მემელოდებოდი? რატოარ წახვედი? მარტო არმინდოდა წასვლა მეთქი მედა იმედი მოვხევთქო მარა მაგ ჩემისას ცხრა პარასკევი აქვს კვირაში, დგეს ხვალ, დგეს ხვალ და გალოთდა ეგ ჩემისა და წამლის კეთება დაიწყო, იმდგეს გვერდზე გამიარა და ვერც მიცნო. აუუუ მაგ ###ს როგორ ელოდებოდი ტოო? ჩვენში დარჩეს და მაგას ბავშობიდან არ ვენდობი, მაგარი ნაბოზარი ტიპა, გახსოვს ფეღბურთში სამი ხელი რომ წაგვაგებინა ეხლა მოვიგებთ ეხლა მოვიგებთო და 800 ლარში რომ გავითავნეთ, მერე გვაჯვადა ###ები ხართ თამაში არიცითო, მაგას არენდო ტოო ეგ გაგიჩალიჩებს თან მაგარს. ხოო რავიცი მეკი დავნევროზდი და ათასი სირობა დამემართა მაგის ლოდინში მაგის დედაც #####ან, წავიდეთ არა მე და შენ მოვხიოთ? ეეხხ რავიცი აბა, წამო კაროჩე ჩემთან ავიდეთ კაი ადესამაქ, კაი მოსაწევი, რაგაც ახალი ქათული კინო გამოსულა მარგარინები თუ მანდარინებიო ჩაუჯდეთ უყუროთ და მოვიფიქროთ წავიდეთ ტუ დავრჩით....
ჩვენ 1990 წელს დაბადებული თაობა ვართ, უშუქობის და უფულობის შვილები, ჩვენი გასართობი იყო დომინო, ქაუნთერი, სონი ფლეისთ.. ძველ ბიჭობა, ფეღბურთი, ჩვენთან ერთად დაიბადა მარიაჟობა, ერთი ორი მდიდარი უბანში და ყველა დანარჩენი ღატაკი, ახალი ტანსაცმელი ერთო ორისთვის და ძონძები დანაჩენებისთვის, ერთიორი კაიტიპი და ყველა დანარჩენი კაი ტიპის ბრატი, ცოტა გარემონტებული სახლი და დანარჩენი ბოსელივით ლამაზი და მყუდრო, ბანკის სეხსი და აზარტული თამაშები, ჩვენ დროს დაიბადა რევოლუცია და ნატო ბიძია, ჩვენთან ერთად დაიბადა დამოუკიდებლობა, ჩვენ არ ვსწავლობდით რადგან სწავლა გრეხი იყო, მასწავლებლებს ვეკაიფებოდით ვეუზრდელებოდით, შატალო და სკოლიდა გაპარვა კაი ტიპობა იყო, მაგრამ ყველაზე ცუდი რაც დაიბადა ესაა ცრუ იმედი და ცრუ მოლოდინი კარგისა რომელიც ყოველთვის ჩვენთან ერთად იყო და ძმასავით გვერდიდან არ გვცილდებოდა, გვპირდებოდა ისეთ ცხოვრებას რომელიც ჰოლივუდის კინოებშია, როგორც ჩვენი მეზობელი ნატოა, ის ჩვენი გონების და ფანტაზიის საუკეთესო მეგობარი გახდა და ძილის წინ მსოლიოს გარშემო ხელით დაგვატარებდა, მან რეალობა დაგვავიწყა და ვირტუალურ გამოგონილ სამყაროში ცხოვრების უფასო ბილეთი გვაჩუქა რადგან იცოდა ჩვენ მშობლებს და ჩვენ სახელმწიფოს მძიმე რეალობის გარდა არაფრის მოცემა არ შეეძლო და ამ შემოთავაზებაზე უარს არ ვიტყოდით, ამიტომ ყველა ის ცუდი თვისება რაც კი ჩამოგვიყალიბდა ჩემო მეგობრებო ეს ჩვენდა უნებურად მოხდა და ნუ გავრიყავთ და ნუ დავივიწყებთ ერთმანეთს, მოდის დრო როდესაც ჩვენმა თაობამ უნდა აიღოს ქვეყნის მართვაზე პასუხიმგებლობა და ამას ჩვენზე კარგად ვერავინ გააკეთებს რადგან გამოცდილება ყველანაირ თეორიაზე ძლიერია, გთავაზობთ ახალგაზრდულ რევოლუციას გადატრიალებების და სისულელეების გარეშე საქართველოში რომელიც მხოლოდ ახალგაზრდების და მომავალი თაობების უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად მოხდება და მთავარი ლოზუნგი იქნება არა ემიგრაციას, ჩვენი ქვეყანა მოვაწყოთ ისეთი როგორიც ჩვენ ახალგაზრდებს გვინდა.....
|