აქვე მინდა ჩემი პატარა ისტორია მოგითხროთ აზარტსა და სიყვარულზე, ამ ორ უდიდეს ფენომენზე, გრძნობაზე და მდგომარეობაზე.
ადრეული 2000იანები იდგა. მეცხრე კლასში ვიყავი. ხუთოსანს ოთხიანი მეთაკილებოდა, მაგრამ როცა ასეთიც ხდებოდა დარდს ტოტალიზატორებში ვიქარწყლებდი. ჩავდიოდი 13 წლის ჯეელი "კროკოში", ბიძაკაცებს ფილტრიანს გამოვსტყუებდი, ვაბოლებდი და ვფიქრობდი ბარსა-რეალის ადინ იქსი თუ იქსდვა... მოგეხსენებათ ედიკას დრო იდგა და მაშინ არავინ დაგიშლიდა ფსონის გაკეთებას. კარგი კუშის მოხსნაზე მეტად ერთ მოლარე გოგოზე ვფიქრობდი, შავგვრემანი იყო, ლურჯი თვალებით და სასიამოვნო პირ-სახით. რატომღაც ვერცერთხელ მოვხვდი მასთან და მჯეროდა რომ თუ ბილეთს მას მივცემდი აუცილებლად გამიმართლებდა სიყვარულშიც და იღბალშიც.
ერთხელაც კარგი ბილეთი გავაკეთე, მანჩესტერი - ტოტენჰემი სტროგად 1! ვილიარეალი - ოსასუნა ადინიქსი, გენჩლებირლიგი - გალათასარაი იქსდვა.
სახლში 2 ლარს მაძლევდნენ, ლარი სამგზავროდ, ლარიც გასართობად. კვირაში 5 ლარი მიგროვდებოდა. ავიღე ეგ შენი ნაოფლარი 5 ლარი და მივახაზე ბილეთს. მივდივარ სალაროსთან, 10მდე კაცია რიგში, საშინელი სიცხე და სიგარეტის კვამლი გონებას უბინდავს ყველას, მაგრამ სალაროდან რატომღაც ყველა კმაყოფილი და გაღიმებული ბრუნდება. ბოლოს როგორც იქნა მივაღწიე ბრონირებულ შუშამდე და ბედნიერებისგან სახე გამებადრა. ის იჯდა. ის ვისგანაც ამდენი ხანია თუნდაც ერთი ღიმილი მინდოდა. მოწესრიგებული ფრჩხილებით რაღაცას კრეფდა კლავიატურაზე და გაღიმებული ესაუბრებოდა ვიწრო ოთახში მყოფთ. ბილეთი შევაცურე 5ლარიანითურთ, ბილეთს დახედა, დაფიქრდა და რაღაც მკითხა. ახრჩოლებული ბიძერების ყაყანში ვერაფერი გავიგე. ოდნავ დავიხარე ფსონის შესაცურებელი ვიწრო ნაპრალისკენ უკეთ რომ გამერჩია მისი ხმა. მან ისევ გამიღიმა და ჩახლეჩილი ხმით მომიგო: ბარემ ყLე შემომიყავი! გავშრი. აღარც მოგება მინდოდა, აღარც ფული, აღარც მანჩესტერი, აღარც სიყვარული. ბილეთი უკან მოვითხოვე და სახლისაკენ გავწიე. რაწამს ჩემ ოთახში განვმარტოვდი დაჟინებული მზერით ასოს ერეგირება მოვახდინე და სამთამაშიანი ბილეთი მთელი ბოღმით ზედ ჩამოვიხიე. მას შემდეგ ჩემი ფეხი ტოტალიზატორში არ ყოფილა. თქვენც იგივეს გირჩევთ
იქნებ ეცნოს ვისი დაპოსტილია
3 თუ 4 წლის წინ))))))))))))
ეხლა ვათვალიერებდი არქივს და.....