ევროპა ბეთის აქცია ''2 მეფე'', რომელზეც ბილეთების დაგროვება ხდება უმრავლეს შემთხვევაში აქციის წესებისა და პოკერის ეთიკის ნორმების დარღვევით, რომელიც გამოხატულია კლანების შეთქმული თამაშით და ცალკეული რეგულარების გარიგებებით.
დავდებ იმ ვიდეოების მცირე ნაწილს, სადაც ასახულია ეს დარღვევები.
ამ შემთხვევაში ერთერთი კლანი რეიკის მინიმალური დახარჯვის ხარჯზე აგროვებს ბილეთების მაქსიმალურ რაოდენობას. მათი მიზანია არა მოწინავე ადგილების მოპოვება, არამედ ნიკების საკმაოდ დიდი რაოდენობის ათეულს ქვემოთ საპრიზო ადგილების დაკავება, რადგან მოწინავე პოზიციებზე უფრო დიდი ალბათობით მოხვდებოდნენ ევროპა ბეთის მომხმარებლების ყურადღების ცენტრში.
კლანის რიგითი წევრები პოკერრუმში შუაღამის საათებში, იმ დროს როდესაც მომხმარებლების უმრავლესობა აღარ თამაშობს და ევროპა–ბეთის მონიტორინგის სამსახურს ''სძინავს'' ღრმა ძილით (აბა დღისით რა გამოეპარებოდა მათ მახვილ თვალს) თამაშობდნენ 5–MAX მაგიდებზე ჩეკ–ქოლებს რათა გასულიყვნენ შოუდაუნზე მინიმალური დანახარჯებით.
https://www.youtube.com/watch?v=RPnb_lXyWNkამ მაგიდას WAITING list-ში 5 რეგულარი საათობით ელოდება

ბოლოს შედის კლანის მეთაური, რომელიც აქციაში ბილეთების დიდ ნაწილს სამართლიანად აგროვებს და კლანის წევრების სტეკებს მთლიანად იბარებს, რადგან ევროპა ბეთის მონიტორინგის სამსახურის ''გაღვიძების'' და რეაგირების (რისი ალბათობაც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ალბათობის ექვივალენტია) და აქციის წესების დამრღვევი ნიკების შესაძლო დაბლოკვის შემთხვევაში ფინანსური ზარალის რისკი აირიდოს თავიდან.
https://www.youtube.com/watch?v=2w4YSWnf2j0https://www.youtube.com/watch?v=ljeR3nkxtm8https://www.youtube.com/watch?v=X2TlFxAlbcgშედის კიდევ ერთი კლანის წევრი, რომელიც აქციაში Pikaso-ს მსგავსად მონაწილეობს და იგივე რისკების თავიდან ასაცილებლად დანარჩენი კლანის წევრების სტეკები თავისკენ მიაქვს.
https://www.youtube.com/watch?v=zc8nwr8b1l8https://www.youtube.com/watch?v=_lhSOJOR5WQნათქვამია მადა ჭამაში მოდისო და ბილეთები ჰედზაპებშიო.
Pikaso და Kangol-ა იმ დროს როდესაც ევროპა-ბეთის მონიტორინგის სამსახურს უკვე დღის საათებში კვლავაც სძინავს, განაგრძობენ ბილეთების დაგროვებას აქციის წესების დარღვევით.
თამაში მიმდინარეობს 2/4-თეთრიანი ლიმიტის HU-მაგიდებზე. თამაშის დროს ძირითადი პოტი არის ისეთი მცირე საიდანაც რუმს რეიკი არ მიაქვს და როდესაც ერთ ერთი მოთამაშე ბილეთის მოსაპოვებელ კომბინაციას ააწყობს, პოტს ზრდის იმ რაოდენობამდე საიდანაც რუმი წაიღებს 5 თეთრს, რათა ბილეთის მოპოვება შეძლოს.
https://www.youtube.com/watch?v=EZ40Wt6JihEესეც ის ერთერთი მარტივი ხერხი იმ დარღვევებიდან, რომელიც ევროპა-ბეთის პოკერრუმში არის გავრცელებული.
ბონუსად კიდევ ერთ ვიდეოს დავამატებ -''ბრძოლა ათეულისთვის''
https://www.youtube.com/watch?v=vWxR-Ji8lRcასევე სხვა მრავალი დარღვევების არნიშვნაც შეიძლება. მიკროლიმიტებზე მოთამაშე შეთქმული რეგების მოქმედება, რომლებიც ცდილობენ შოუდაუნზე მაქსიმალურად იაფად მისვლას ბილეთების მოპოვების მიზნით, გათამაშების დროს ერთმანეთთან დარჩენის შემთხევაში.
დასკვვნები თქვენ თვითონ გამოიტანეთ.
ჩემი პოზიცია შემდეგშია, არანაირად არ ვაპირებ, რომ ამ უსამართლობის მსხვერპლი გავხდე, როგორც სხვა მრავალი პატიოსნად მოთამაშე.
* * *
იმედი მაქვს ამასთან დაკავშირებით ევროპა-ბეთი საჭირო ღონისძიებებს მიმართავს.
This post has been edited by Trueteller on 12 Oct 2014, 10:10