rozomaჩემთვის წარმოუდგენელია, ამ აქციის პირობებში, ლიდერბორდში არსებობდეს თუნდაც ერთი მოთამაშე, ვისაც რივერზე(ერთხელ მაინც) ნათსი არ გაუჩეკავს, ქულების გამო. საქმე იმაშია, რომ რივერზე ხშირად არის შემთხვევა, როცა ძალიან მცირეა ისეთი ხელების რაოდენობა, რომლისგანაც ველიუს მიიღებ. (მაგ.: როცა გყავს ფულჰაუსი ან კარე და ოპონენტს, დიდი ალბათობით, "გამაზული" ფლეშ დრო ან სტრეიტ დრო აქვს.) ბუნებრივია, რომ ასეთ დროს ირჩევ ქულებს, არ გინდა რომ დაკარგო. რადგან ფულჰაუსის და კარეს ქულები ძვირად ფასობს. მემგონი ეს ყველასთვის გასაგებია და ვფიქრობ, რომ აქციაში ჩართული მოთამაშეების აბსოლუტური უმრავლესობა ასეც იქცევა მსგავს სიტუაციაში. თუ რივერზე ჩეკები არის თქვენი დაბლოკვის მიზეზი. ძალიან დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე. მითუმეტეს, როცა აქციის წესებში და პირობებში ოდნავი მინიშნებაც კი არ არის, რომ ეს დარღვევაა. ვფიქრობ ასეთი მნიშვნელოვანი წესი, ძალიან მკაფიოდ და გარკვევით უნდა ეწეროს აქციის წესებში და პირობებში, თანაც ისე, რომ არ დატოვოს არანაირი კითხვის ნიშანი და მანიპულირების საშუალება. გასაგებია, რომ ევროპა-ბეთი უფლებას იტოვებს როგორც ჩათვლის საჭიროდ ისე მოიქცეს და ბლა, ბლა, ბლა. მაგრამ ერთ შეცდომას(ბუნდოვანი და მანიპულირებადი წესები) მეორე შეცდომით(ლიდერების დაბლოკვა) ვერ გამოასწორებ და უკეთესი იქნება პრობლემას რეალურად გაუსწორო თვალი. აღიარო საკუთარი შეცდომა, თუ საჭიროა დაშვებული შეცდომის საზღაურიც გადაიხადო და სუფთა ფურცლიდან, სუფთა სინდისით, გააგრძელო ცხოვრება. თორე მეორე შეცდომას მესამე მოჰყვება, მესამეს მეოთხე და ა.შ.. რაც კარგად ნამდვილად არ დასრულდება.
უშეცდომო არავინაა. მითუმეტეს როცა ამხელა ორგანიზაციაა და უამრავი ადამიანი არის ჩართული პროცესში და იღებს გადაწყვეტილებებს, რომ პროდუქტი(სერვისი) რომელიც ჩვენამდე(მომხმარებლებამდე) მოდის, იყოს მაქსიმალურად დახვეწილი და სრულყოფილი. ბუნებრივია ასეთ დროს, იქნება შეცდომები და გადაცდომები. ჩემთვის ეს ყველაფერი გასაგებია და ვაფასებ ამ ადამიანების შრომას. მაგრამ გაუგებარია, როცა ერთ შეცდომას მეორე ემატება და არავინ ზრუნავს იმაზე, რომ პრობლემის რეალური მიზეზი იპოვოს და გამოასწოროს. ბოლოს იმედს ვიტოვებ, რომ ყველაფერი ადრე თუ გვიან დალაგდება. აბა თქვენ იცით, ევროპა.

რაც უმფრო მეტ კარგ და მოსაწონ გადაწყვეტილებას მიიღებ, ჩვენც მით უმფრო კმაყოფილები და ბედნიერები ვიქნებით. თვააარა, სულ თუ ცუდი გადაწყვეტილებები მიიღეთ, ჰეეეჰ

))
წარმატებები როზომ. დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე თქვენს მხარესაა და აბა თქვენ იცით. რითიც შემეძლება, თქვენს გვერდით მიგულეთ. GL
This post has been edited by Dasisdas on 29 Sep 2014, 00:13