არადა ნათამაშები მაქვს შენთან და ეს არ დამიფიქსირებია

მეტოქეს ფოლდ ექვითი არ აქვს ჩემი აზრით, იმიტომ რომ იშვიათად იქნება აქ ბლეფი.
გავს მაღალი ხელის წყვის, შესაძლოა მაღალი ჯვრით, KK QQ და ა.შ.
სავარაუდოდ A-ს აუტი გვაქვს, ვინაიდან ნაკლებ სავარაუდოა მეტოქის ხელში AA, ვინაიდან ერთი ჩვენ გვაქვს, მაგრამ არც გამორიცხვა შეიძლება.
იშვიათად ეყოლება მეტოქეს KQ ჯვარი და ა.შ.
ისე, მექტოქის ჰენდის გასაზღვრა მისი ბეთ საიზინგიდანაც შეიძლება. თუ მაღალი ხელის წყვილებში 3 ბბ-ზე მეტ რეიზს აკეთებს, ამ შემთხვევაში მას უფრო ადვილად გამორიცხავდით.
ძალიან დაბალი შანსია სეტის, იმიტომ რომ გალიმპულ პოტში, 33, ან 44 რეიზს აზრი ეკარგება, თუ უეჭველად იცი, რომ მეტოქე დაგიქოლავს. უპოზიციოდ ძნელი სათამაშოა. თუმცა არც ალოგიკური თამაშია გამოსარიცხი, ვინაიდან არ ვიცით მეტოქეზე არაფერი.
ვარაუდით დაახლოებით 60% შემთხვევაში მაღალი ხელის წყვილია, 25 %-ში KQ-ს მგავსი ჰენდი, 10 %-ში სეტი და დანარჩენი 5 ბლეფები, შეიძლება კიდევ უფრო ნაკლები.
ამ დარიგების ფუშით თამაში მინუსიანია, თან ბანკში ჯერ მხოლოდ 1 ლარი გიდევს და პოზიციის მიუხედავად ფლეშის ყიდვის გარეშე ამ დარიგებას სავარაუდოდ ვერ მოიგებ.
დისტანციაზე, ძალიან ბევრს ვერ გაგამინუსებს ესეთი დარიგებები, თუმცა მაინც უფრო მინუსიანია, ვიდრე პლიუსი.
საერთოდ, ჯობდა ამ დარიგების სტრატეგია მეტოქის სტეკიდან გამომდინარე აგერჩია.
იდეალური სიტუაციაა ბიგ სტეკის გამოსაჭერად. თუ დიდი ხელის წყვილი აქვს, საფლეშე კარტის ამოსვლის შემთხვევაშიც იშვიათად დაგიყრის ხელს. სეტზე და ფლეშის შემთხვევაში ხომ საერთოდ. ამიტომაც, ამ პოტისთვის შენი ამოცანაა რაც შეიძლება იაფად კარტის ყიდვა და არა ბანკის გაზრდა. ბანკის გაზრდას მერეც მოასწრებ, როცა მზა ფლეშს დაიჭერ და მეტოქე მაინც იშვიათად დაგიყრის შესაძლო ჰენდებს, რაც რეინჯში დარჩა. თუ ვერ დაიჭერ ფლეშს უბრალოდ მცირე ბანკს წააგებ. არადა შენ ისე გაათამაშე ფლოპზე ჰენდი, რომ მეტოქის ბეთი თითქმის 10-ჯერ გაიძვირე (0,36 ლარიდან 3.24 ლარამდე).
რა სიტუაციაშიც ხარ, ოპტიმალური და სწორი თამაშია ფოლდი ჩემი აზრით. ვინაიდან ბანკში მხოლოდ 1 ლარი გიდევს ჯერ და საერთოდ მინუსიანი თამაშია. თან უკან 160 ბბ გაქვს და აქ ქოლის შემთხვევაში და თერნზე არასაურველი კარტის ამოსვლისას კიდევ მოგიწევს მინუმუმ 4-5 ლარის გადახდა, სადაც ბანკში შენი ინვესტიცია 7-8 ლარამდე იქნება. თუ აქ ქოლს აკეთებ, თერნიც უნდა დაქოლო და 170 ბბდან, 80 ბბს დრო ჰენდში გადახდა, სადაც მხოლოდ 50% გრჩება პოტენიური ბანკის (ანუ თანხა, რასაც მეტოქე შენი ნატსის შემთხვევაში გადაგიხდის) შანსი მე არასწორი მგონია.
დრო ჰენდისთვის იდეალურია იაფად იყიდო და მაქსიმალური გადაახდევინო გაძლიერების შემდეგ. აქ პირიქითაა. ძვირად ყიდულობ და არც ისე ბევრს იგებ პოტენციურად.
შენ როგორ ითამაშე და და რა ქენდი ყავდა? თუ საერთოდ მივიდა შოუდაუნამდე
* * *
ranhh